„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-04-27
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 313-ე
მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 ნაწილები:
„12. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 82-ე ნაწილით
გათვალისწინებული
პირი
2015
წლის
1
სექტემბრამდე
თავისუფლდება
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ კოდექსის 122-ე მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის,
რომელიც
დაკავშირებულია
სატრანსპორტო
საშუალების
პირველადი
რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევასთან.
13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართ გამოყენებული
ჯარიმები აღსრულდა ამ მუხლის მე-12 ნაწილის ამოქმედებამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ავტოსატრანსპორტო საშუალებების
ბაზარზე
არსებული
მდგომარეობა.
მეზობელ
სახელმწიფოებში
შემოღებული
რეგულაციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად შემცირდა ავტოსატრანსპორტო
საშუალებების ექსპორტისა და რეექსპორტის მოცულობა. საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე
შემოყვანილი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
რეალიზაცია
დროში ჭიანურდება, რაც, თავის მხრივ, იწვევს სახელმწიფო რეგისტრაციის ვადების
დარღვევას. აღნიშნული მძიმე ტვირთად დააწვა ამ სფეროში დასაქმებულ პირებს,
წარმოშობილი
საგადასახადო
ვალდებულებებისა
და
ჯარიმა-საურავების
გათვალისწინებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ბაზარზე
არსებული მდგომარეობით გამოწვეული შედეგების შემსუბუქება და სატრანსპორტო
საშუალებების მფლობელთა გათავისუფლება საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, პირები, რომლებიც ფლობენ საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე 2015 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილ მექანიკურ სატრანსპორტო
საშუალებებს, 2015 წლის 1 სექტემბრამდე გათავისუფლდებიან საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც
დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის
კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევასთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
შემცირებას,
კერძოდ,
მიღება
გამოიწვევს
საბიუჯეტო
ბიუჯეტის
შემოსულობა
საშემოსავლო
შემცირდება
122-ე
ნაწილის
მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული
ჯარიმების ნაწილში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებიც ფლობენ 2015 წლის 1 აპრილამდე შემოტანილ
სატრანსპორტო
საშუალებებს
და
დარღვეული
აქვთ
მათი
სახელმწიფო
რეგისტრაციის ვადა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესის (პრინციპის) ცვლილება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 313. გარდამავალი დებულება
1. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2003 წლის 1 ნოემბრამდე
1
უზრუნველყოს ამ კოდექსის 178 მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებული
სალიცენზიო და სანებართვო პირობებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო
სტანდარტების განსაზღვრისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.
2. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 118-ე
მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
სატრანსპორტო საშუალებებზე. (26.10.2004 N 514)
3. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 119-ე
მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ავტომოტოტრანსპორტის
მფლობელის
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის
სავალდებულო
დაზღვევის
პოლისის
არქონისათვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო
საშუალების მართვისას, რომელიც „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს
კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ექვემდებარება სავალდებულო
დაზღვევას. (28.04.2006. N2962)
4. ამ კანონის 894 მუხლის მე-6 ნაწილი მოქმედებს 2009-2010 სასწავლო წლის
დაწყებამდე. (2.03.2007 N4413)
5. ამოღებულია (21.07.2010 N 3535 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
6. „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის
გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან
ყოფილი
სამხრეთ
ოსეთის
ავტონომიური
ოლქის
ტერიტორიაზე
კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული
პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისგან, თუ იგი „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს
საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის
რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე
კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში,
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას ყოფილი საბჭოთა კავშირის
რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე
2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საქართველოს საბაჟო
კონტროლის გვერდის ავლით 2006 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილი მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას. (11.03.2008. N6850 მოქმედებს
ამოქმედებიდან 4 თვის განმავლობაში)
7. „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის
გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან
ყოფილი
სამხრეთ
ოსეთის
ავტონომიური
ოლქის
ტერიტორიაზე
კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული
პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისგან, თუ იგი „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს
საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის
რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე
კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში,
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგენს სათანადო განცხადებას ყოფილი
საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური
ოლქის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და
საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 2006 წლის 1 ივლისამდე
შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების შესახებ
და უზრუნველყოფს შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას.
(11.03.2008. N5850 მოქმედებს ამოქმედებიდან 4 თვის განმავლობაში)
8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა
ეროვნულმა კომისიამ 2010 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 961 და
149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადებაზე უფლებამოსილი პირების
განსაზღვრა,
ადმინისტრაციული
სახდელების
დადებასა
და
იძულებით
აღსრულებასთან
დაკავშირებული
წესების,
აგრეთვე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის ფორმებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების
შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება. (16.07.2010 N 3448)
9. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე
და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული, აღსრულების პოლიციელის მიერ
შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული
დაკავების
ოქმის
ფორმების,
მათი
შევსებისა
და
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმის
განმხილველ
ორგანოში
წარდგენის
წესის
დამტკიცება.(28.10.2011. N5171)
10. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე
მუხლებით გათვალისწინებული, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა
ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლის მიერ შესადგენი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი
შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ
ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება. (27.12.2013. N1895 )
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის
239-ე
მუხლის
602
ნაწილით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცება. (29.05.2014 N 2468)