„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„საქართველოს
მოქალაქეების
საქართველოდან
გასვლისა
და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს
ცვლილება და მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ე) თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 15 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2014 წლის 11 დეკემბრის კანონით შეტანილ
იქნა ცვლილება და კოდექსს დაემატა 11911 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მარტოხელა
მშობლის სტატუსის მოპოვებისა და დაკარგვის საფუძვლებს. ამასთან, ამავე კანონით
განისაზღვრა საქართველოს იუსტიციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის
სამინისტროების
ვალდებულება,
ერთობლივი
ბრძანებით
დაამტკიცონ
მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების
წარმოების წესი.
კანონის მიღების შემდეგ შესაბამისი უწყებების მიერ კიდევ ერთხელ გაანალიზდა ამ
სფეროში არსებული მდგომარეობა და გამოიკვეთა, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის
დადგენა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება, სხვა საკანონმდებლო
აქტებში სათანადო ცვლილებების განხორციელების გარეშე, სერიოზულ სირთულეებს
გამოიწვევს ამ საკანონმდებლო აქტის პრაქტიკაში განხორციელების დროს. მაგალითად:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლი განსაზღვრავს მარტოხელა მშობლის
სტატუსს და ადგენს, რომ მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის
მოსაპოვებლად აუცილებელია პირს ჰყავდეს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე
ასაკის შვილი, რომლის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის
მეორე მშობლის შესახებ, ან ზემოხსენებულ პირს ჰყავდეს შვილად აყვანილი 18 წლამდე
ასაკის ბავშვი და შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდეს ქორწინებაში. ამავე მუხლის
მე-4 პუნქტში კი საუბარია მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძვლებზე, მათ
შორის, ასეთ საფუძვლად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ
ქორწინებაში შესვლის ფაქტზე. სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოშობს პრობლემებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
კომპეტენციაში შემავალი სერვისების განხორციელების კუთხით. კერძოდ, „საქართველოს
მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს იმ გარემოებებს,
როდესაც არასრულწლოვანზე პასპორტის გაცემისას საკმარისია მხოლოდ ერთი კანონიერი
წარმომადგენლის (მშობლის) თანხმობა. მათ შორის ერთ-ერთია ვითარება, როდესაც
არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია.
სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებამდე საკანონმდებლო დონეზე
არ არსებობდა „მარტოხელა მშობლის“ დეფინიცია. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტო ხელმძღვანელობდა მის ხელთ არსებულ დაბადების
სააქტო ჩანაწერში, დაბადების მოწმობაში ან სხვა ოფიციალურ დოკუმენტში შეტანილი
ინფორმაციით მშობლების შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებულ რომელიმე
დოკუმენტში ფიქსირდებოდა მონაცემი მხოლოდ ერთი მშობლის თაობაზე, ასეთ პირს
მარტოხელა მშობლის შვილად მიიჩნევდა და გასცემდა ამ არასრულწლოვანზე პასპორტს
მეორე მშობლის თანხმობის გარეშე,
რადგან მეორე კანონიერი წარმომადგენლის
იდენტიფიცირება ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო. მოცემული
საკანონმდებლო რეალობის პირობებში კი იმისათვის, რომ არასრულწლოვანმა (16
წლამდე) მეორე კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) სავალდებულო თანხმობის
გარეშე მიიღოს პასპორტი, აუცილებელია მისი მშობელი ფლობდეს მარტოხელა დედის ან
მამის სტატუსს, თუმცა, ამავდროულად, მარტოხელა მშობლის სტატუსის არსებობა
დამოკიდებულია სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლის
ფაქტზე. ამრიგად, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც არასრულწლოვანს, რომელსაც სურს
პასპორტის მიღება,
დოკუმენტების მიხედვით ჰყავს მხოლოდ ერთი კანონიერი
წარმომადგენელი, მაგრამ ამ უკანასკნელს შეწყვეტილი აქვს მარტოხელა მშობლის
სტატუსი ქორწინებაში შესვლის გამო. ამდენად, არასრულწლოვანი ვერ აიღებს პასპორტს,
რადგან, აღნიშნული კანონის თანახმად, ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია იმ
შემთხვევაში,
როდესაც
ეს
არასრულწლოვანი
მარტოხელა
მშობლის
შვილია.
ზემოაღნიშნული გარემოებების გამო აუცილებელია ცვლილების შეტანა „საქართველოს
მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“
საქართველოს კანონში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი სახის პრობლემები და,
ამასთან, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანების გამოსაცემად ჩამოყალიბდეს
სრულყოფილი სამართლებრივი ბაზა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსთან,
რომლითაც
დადგენილა მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საფუძვლები,
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონის ჰარმონიზების უზრუნველყოფა. აღნიშნული,
თავის მხრივ, შესაძლებლობას მიცემს საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროებს,
დაამტკიცონ
მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების
წარმოების ისეთი
წესი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ზემოაღნიშნულ
საკანონმდებლო აქტებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
„საქართველოს
მოქალაქეების
საქართველოდან
გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8
მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას. აღნიშნული
ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის
გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული
თანხმობა საკმარისია, თუ არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. პროქტის
მიხედვით კი ასეთი თანხმობა საკმარისი იქნება, თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე
კანონიერი წარმომადგენელი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას.
ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივი
და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონის
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
მუხლი
8.
არასრულწლოვნის
და
მხარდაჭერის
მიმღების
საქართველოდან
დროებითი გასვლა
1. 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის
თანხლებით.
2. მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია
მხარდამჭერის წერილობითი თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ
არ არის განსაზღვრული.
3. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ
ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი
კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
4. თუ არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს
კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.
5. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი
წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ:
ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ)
მეორე
კანონიერი
წარმომადგენელი
გარდაცვლილია
ან
უგზო-უკვლოდ
დაკარგულია;
გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია
ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია.
6. არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი
კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით
გადაწყდება.
7.
თუ
საქართველოდან
მხარდამჭერი
დროებით
თანხმობას
გასვლაზე,
გადასაწყვეტად სასამართლოს მიმართოს.
არ
აცხადებს
მხარდაჭერის
მხარდაჭერის
მიმღებს
მიმღების
შეუძლია
დავის