„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის,
პირადობის
(ბინადრობის)
მოწმობისა
და
საქართველოს
მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20,
30.07.96, გვ. 28) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. 202 მუხლის:
ა) 81 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;“;
ბ) 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„83. თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე
სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის
სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ მიზეზით, რომ მეორე კანონიერი
წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში (მხოლოდ ლტოლვილის
სტატუსის
მქონე
პირისათვის),
თუ
არასრულწლოვანს
არ
ჰყავს
მეორე
კანონიერი
წარმომადგენელი, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან
უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო
დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“.
2. 2014 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე
სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის
სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ არასრულწლოვანს არ
ჰყავს
მეორე
კანონიერი
წარმომადგენელი,
მეორე
კანონიერი
წარმომადგენელი
არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება (მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე
პირისათვის), გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1
აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ
მომხდარა და ამ გარემოებების სათანადო დოკუმენტებით დადასტურება ვერ ხერხდება, მათ
მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ
გაცემული შესაბამისი ცნობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 15 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2014 წლის 11 დეკემბრის კანონით შეტანილ იქნა
ცვლილება და კოდექსს დაემატა 11911 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მარტოხელა მშობლის
სტატუსის მოპოვებისა და დაკარგვის საფუძვლებს. ამასთან, ამავე კანონით განისაზღვრა
საქართველოს
იუსტიციისა
და
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროების ვალდებულება, ერთობლივი ბრძანებით დაამტკიცონ მარტოხელა მშობლის
სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი.
კანონის მიღების შემდეგ შესაბამისი უწყებების მიერ კიდევ ერთხელ გაანალიზდა ამ
სფეროში არსებული მდგომარეობა და გამოიკვეთა, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის
დადგენა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება, სხვა საკანონმდებლო
აქტებში სათანადო ცვლილებების განხორციელების გარეშე, სერიოზულ სირთულეებს
გამოიწვევს ამ საკანონმდებლო აქტის პრაქტიკაში განხორციელების დროს. მაგალითად:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლი განსაზღვრავს მარტოხელა მშობლის
სტატუსს და ადგენს, რომ მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მოსაპოვებლად
აუცილებელია პირს ჰყავდეს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი,
რომლის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის
შესახებ, ან ზემოხსენებულ პირს ჰყავდეს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და
შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდეს ქორწინებაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტში კი
საუბარია მარტოხელა მშობლის ტატუსის გაუქმების საფუძვლებზე, მათ შორის, ასეთ
საფუძვლად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში
შესვლის ფაქტზე. სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოშობს პრობლემებს საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში
შემავალი სერვისების განხორციელების კუთხით. კერძოდ, „საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა
და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 202
მუხლის მე-8 პუნქტი განსაზღვრავს არასრულწლოვანზე პასპორტის გაცემისას კანონიერი
წარმომადგენლის
(მშობლების)
თანხმობის
აუცილებლობას,
მომდევნო
პუნქტი
კი
გვთავაზობს იმ გარემოებებს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც საკმარისია ერთ-ერთი
კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) თანხმობა. ერთ-ერთი ასეთი გარემოებაა ვითარება,
როდესაც არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია.
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსში
განხორციელებულ
ცვლილებებამდე
საკანონმდებლო დონეზე არ არსებობდა „მარტოხელა მშობლის“ დეფინიცია. შესაბამისად,
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ხელმძღვანელობდა მის ხელთ
არსებულ დაბადების სააქტო ჩანაწერში, დაბადების მოწმობაში ან სხვა ოფიციალურ
დოკუმენტში შეტანილი ინფორმაციით მშობლების შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ,
ზემოხსენებულ რომელიმე დოკუმენტში ფიქსირდებოდა მონაცემი მხოლოდ ერთი მშობლის
თაობაზე,
ასეთ
პირს
მარტოხელა
მშობლის
შვილად
მიიჩნევდა
და
გასცემდა
ამ
არასრულწლოვანზე პასპორტს მეორე მშობლის თანხმობის გარეშე, რადგან მეორე კანონიერი
წარმომადგენლის იდენტიფიცირება ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით შეუძლებელი
იყო.
მოცემული
არასრულწლოვანმა
საკანონმდებლო
(16
წლამდე)
რეალობის
მეორე
პირობებში
კანონიერი
კი
იმისათვის,
წარმომადგენლის
რომ
(მშობლის)
სავალდებულო თანხმობის გარეშე მიიღოს პასპორტი, აუცილებელია მისი მშობელი
ფლობდეს მარტოხელა დედის ან მამის სტატუსს, თუმცა, ამავდროულად, მარტოხელა
მშობლის სტატუსის არსებობა დამოკიდებულია სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ
ქორწინებაში შესვლის ფაქტზე. ამრიგად, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც არასრულწლოვანს,
რომელსაც სურს პასპორტის მიღება,
დოკუმენტების
მიხედვით ჰყავს მხოლოდ ერთი
კანონიერი წარმომადგენელი, მაგრამ ამ უკანასკნელს შეწყვეტილი აქვს მარტოხელა მშობლის
სტატუსი ქორწინებაში შესვლის გამო. ამდენად, არასრულწლოვანი ვერ აიღებს პასპორტს,
რადგან, აღნიშნული კანონის თანახმად, ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია იმ შემთხვევაში,
როდესაც ეს არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია. ზემოაღნიშნული გარემოებების
გამო აუცილებელია ცვლილების შეტანა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში
მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს
მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა თავიდან იქნეს
აცილებული მსგავსი სახის პრობლემები და, ამასთან, საქართველოს იუსტიციისა და
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი
ბრძანების გამოსაცემად, ჩამოყალიბდეს სრულყოფილი სამართლებრივი ბაზა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან, რომლითაც დადგენილა
მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საფუძვლები, „საქართველოს
მოქალაქეთა
და
საქართველოში
მცხოვრებ
უცხოელთა
რეგისტრაციის,
პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“
საქართველოს
შესაძლებლობას
კანონის
ჰარმონიზების
მიცემს
საქართველოს
უზრუნველყოფა.
იუსტიციისა
აღნიშნული,
და
თავის
საქართველოს
მხრივ,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, დაამტკიცონ მარტოხელა მშობლის
სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების ისეთი წესი,
რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო აქტებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
„საქართველოს
მოქალაქეთა
და
საქართველოში
მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს
მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის 81 პუნქტის
„ე“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას. კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედი
რედაქციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი
კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ
არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. პროქტის მიხედვით კი აღნიშნული თანხმობა
საკმარისი იქნება, თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი.
ანალოგიური ცვლილება შედის კანონის ზემოხსენებული მუხლის 83 პუნქტსა და 2014
მუხლის მე-3 პუნქტშიც, რომელთა თანახმადაც, თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება
ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ
მიზეზით, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის
ქვეყანაში (მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის), თუ არასრულწლოვანს არ
ჰყავს
მეორე
კანონიერი
წარმომადგენელი,
მეორე
კანონიერი
წარმომადგენელი
გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების
დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ
იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას.
გამოიწვევს
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებელის
ან
სხვა
სახის
გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 202
1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი.
11. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და
მისი გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის
მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან
დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში.
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ
წარმომადგენლობაში
ან
საკონსულო
დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე ბიომეტრიული მონაცემების
შემცველობის გარეშე პასპორტი გაიცემა მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით პასპორტი − მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში.
21. ამ მუხლის 81 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო
გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
3. პასპორტის გაცემისას დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი დამატებითი
დოკუმენტების მოთხოვნა.
4. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან
და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს.
41. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აგრეთვე აქვს 14
წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვან პირს, თუ მას მიღებული აქვს საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობა.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. დაინტერესებული პირი პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტასთან ერთად
წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, ფოტოსურათს და მომსახურების
საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
71. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც მიიღო საქართველოს
მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ან რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ერთხელ
მაინც აქვს გავლილი რეგისტრაცია, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე.
72 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სამგზავრო
პასპორტის და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი სამგზავრო
დოკუმენტის
მოწმობებს.
მისაღებად
პირადობის
მოწმობების
ნაცვლად
წარადგენენ
ბინადრობის
73. სამსახურებრივი პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირი არ
წარადგენს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
74. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, არასრულწლოვან
საქართველოს მოქალაქეს, რომლის კანონიერი წარმომადგენელი ასევე საზღვარგარეთ
იმყოფება) უფლება აქვს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს
ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ
წარმომადგენლობას
ან
საკონსულო
დაწესებულებას
პასპორტის მიღების მოთხოვნით. აღნიშნული წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
75. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით
განსაზღვრულ შემთხვევაში ფოსტის მეშვეობით მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან
საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების მოთხოვნით.
76.
ამ
მუხლის
მე-7
პუნქტით
გათვალისწინებული
დოკუმენტების
წარდგენა
სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის
დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
77. ამ მუხლის 76 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება განცხადება - ანკეტასთან ერთად
წარსადგენი დოკუმენტების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული
სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან.
78. საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს
საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა ან რომელიც რეგისტრირებულია
ამ კანონით დადგენილი წესით, ასევე 14 წელს მიღწეულმა საზღვარგარეთ მყოფმა
საქართველოს არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს
მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია
სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საშუალებით, პასპორტის მისაღებად განცხადებაანკეტა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები
შეიძლება წარადგინონ ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანებით დადგენილი წესით.
8. არასრულწლოვანზე ან ქმედუუნარო პირზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი
წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან
საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი თანხმობის ან
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრის
ბრძანებით
დადგენილი
წესით
სააგენტოს
უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული
თანხმობის საფუძველზე.
81. ერთ-ერთი მშობლის ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით
გამოხატული თანხმობა საკმარისია, თუ:
ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
დადგენილი წესით;
ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;
გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც
დასტურდება შესაბამისი ცნობით;
დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ე) არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია;
ვ) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის უფლებებისა და
თავისუფლებების რეალიზაციისთვის, მეორე მშობლისაგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება
მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე,
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თანხმობის გაცემის წინააღმდეგი.
82. 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ
ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
83. თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე
სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის
სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ მიზეზით, რომ მეორე კანონიერი
წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში (მხოლოდ ლტოლვილის
სტატუსის მქონე პირ ის ათვის), არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია, მეორე
კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია
და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, მათ მაგივრად
შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული
შესაბამისი ცნობა.
84. საზღვარგარეთ მყოფი არასრულწლოვნისათვის (14 წლის ასაკს მიღწეული
პირისათვის) პასპორტის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არ არის.
85. ამ მუხლის 81
არასრულწლოვანზე
პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
პასპორტი
გაიცემა
სააგენტოს
საპასპორტო
და
მოსახლეობის
რეგისტრაციის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული
წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე.
86.
სხვა
სახელმწიფოს
ნოტარიუსის
ან
სხვა
კომპეტენტური
ორგანოს
მიერ
დამოწმებული თანხმობა ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი
დოკუმენტი პასპორტის გაცემაზე საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შეიძლება
მიიღონ ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე.
9. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და
გაფორმების, მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების
დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და
სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ
განსახორციელებლად
საჭირო
ცალკეულ
მოქმედებათა
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების
წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
10. (ამოღებულია - 20.09.2013, №1265).
მუხლი 2014
1. იმ პირზე, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და
რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი
წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან
საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი თანხმობის ან
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრის
ბრძანებით
დადგენილი
წესით
სააგენტოს
უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული
თანხმობის საფუძველზე.
2. ერთ-ერთი მშობლის ამ კანონის 202 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული
წესით გამოხატული თანხმობა, იმავე მუხლის 81 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა,
საკმარისია, თუ მეორე მშობელი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო
და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.
3. თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე
სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის
სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ არასრულწლოვანი
მარტოხელა დედის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის
ქვეყანაში იმყოფება (მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის), გარდაცვლილია
ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ
ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა და ამ გარემოებების სათანადო
დოკუმენტებით დადასტურება ვერ ხერხდება, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.