„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-08
ბიუროს ნომერი 288
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
19.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 68-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) დამატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. თბილისის საკრებულოზე არ ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის
„ე.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება.“
2. 73-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად
ქმნის სათათბირო ორგანოებს − კომისიებს, საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;“
3. 75-ე მუხლის:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ1“ ქვეპუნქტი:
,,დ.ბ1) ამტკიცებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების წესდებას (დებულებას); ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის
სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს და
აკონტროლებს მათ საქმიანობას; იღებს გადაწყვეტილებას თბილისის მთავრობის მიერ
დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური
სახსრებისა და მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ;“;
ბ) „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
გ) „დ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“დ.ზ) თბილისის საკრებულოს ან/და საქართველოს მთავრობას წარუდგენს
პრივატიზებული/სარგებლობის უფლებით/მართვის უფლებით გაცემული მუნიციპალიტეტის
ქონების
მიმღების
ამ
ქონებასთან
დაკავშირებული
პირობის
(პირობების)
ცვლილების/გაუქმების საკითხს;”;
დ) „დ.კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ე) „დ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“დ.ლ) ამ კანონით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ახორციელებს
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის, სარგებლობის უფლებით/მართვის უფლებით მიმღები
პირის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით/მართვის
უფლებით გაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის/ვალდებულებ(ებ)ის
შესრულების ან/და მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენების წესების დაცვის მონიტორინგს;”;
ვ) „დ.მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ზ) „ე.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე.კ) ახორციელებს თბილისის მერიის დებულებით, მთავრობის რეგლამენტით,
თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა
უფლებამოსილებებს.“
4. 79-ე მუხლის
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
თბილისის მთავრობა.“
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს
ამ კანონით დადგენილი წესით მოძრავი ქონება გადაეცემა სარგებლობის ან საკუთრების,
ხოლო უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემაზე
გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობა.“;
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან კანონმდებლობით
დადგენილი წესით.“.
5. მე-100 მუხლის
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაგციით:
„2. მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სესხის საერთო მოცულობა არ უნდა
აღემატებოდეს გასული 3 საბიუჯეტო წლის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების
საშუალო წლიური ოდენობის 10 პროცენტს, ხოლო თბილისის მიერ სესხის აღების შემთხვევაში
- აღებული სესხის საერთო მოცულობიდან, ყოველწლიურად დასაფარი სესხის მომსახურების
(ძირითადი თანხა და პროცენტი) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტის
საკუთარი შემოსავლების 5%-ს. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ქონების გამოყენება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად.“
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაგციით:
„5. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის ნებართვით
საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, კანონით დადგენილი წესით მიიღოს
გრანტი. გრანტის მიღებაზე ნებართვის მისაღებად საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით
მიმართავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. მთავრობის ნებართვას არ საჭიროებს
თუ:
ა) გრანტის მიღება ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) გრანტის გამცემია სამინისტრო ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
გ) გრანტის მიმღები არის თბილისი.“.
6.104-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის "დ" ქვეპუნქტი:
"დ)
კანონიერი
მოსარგებლეებისათვის
გადასაცემი არაპრივატიზებული
საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის
უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებულ საქართველოს მთავრობის
შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.".
7. 105-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით
გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა, სახელმწიფოსთვის ან/და ავტონომიური
რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა, ასევე ქალაქ თბილისის მიერ ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირებისა ან/და თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პრივატიზება - მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული
პირისათვის საკუთრებაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი ფორმითა და წესით, გარდა ამ
კანონის 75-ე მუხლის „დ.ბ1“ ქვეპუნქტით, 79-ე და 108-ე მუხლებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა;“;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა - საქართველოს სათანადო კანონის
შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი
საფონდო ბირჟა.“.
9. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 108. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის
ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი (შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე), აგრეთვე წილები/აქციები (გარდა
მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი
(განუსხვისებელი)
ქონებისა)
სახელმწიფოს
საკუთრებაში
უსასყიდლოდ
გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების
მმართველის დასაბუთებული მიმართვის, ავტონომიურ რესპუბლიკას - ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის მიმართვის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გადაწყვეტილებით, ხოლო თბილისში - თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო თბილისში - თბილისის მთავრობა, ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წარდგენილ მოთხოვნაზე იღებს
დასაბუთებულ დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას. პასუხი წერილობით ეცნობება
მოთხოვნის წარმდგენს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 45 დღისა. თუ უფლებამოსილმა
ორგანომ 45 დღის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, მოთხოვნილი ქონება სახელმწიფოს
ან/და ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად ჩაითვლება და
სახელმწიფო ან/და ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირდება.
9. 111-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
"გ1) ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ქონების ან/და
შესრულებული სამუშაოს გადაცემის გზით, რომელსაც მუნიციპალიტეტის ორგანო/თბილისის
საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მუნიციპალიტეტის
სახელით იღებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და აჰყავს ბალანსზე;";
10. 115-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 115. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით
გადაცემის რეგულირება და საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის განსაკუთრებული
შემთხვევები
1.
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის
უფლებებით გადაცემის წესებს, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის,
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის
განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესებს ამ კანონის შესაბამისად ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.
2.
თბილისის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თბილისის
მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური
შესაძლებელია განისაზღვროს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.
3.
ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება
წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის
მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან
მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი
შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევაზე.“.
11. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 116. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ქონების განკარგვისას
1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მართვის ან სარგებლობის უფლებით
გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას მუნიციპალიტეტს შეუძლია იმოქმედოს თავისი
წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით.
2. თბილისში ქონების პრივატიზებისას, მართვის ან სარგებლობის უფლებით
გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას, აგრეთვე შესაბამისი სახელშეკრულებო
ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგისას თბილისის მთავრობას შეუძლია იმოქმედოს
თავისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის საკრებულოს მიერ
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.
12. 118-ე მუხლში:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული
აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის ქონების პრივატიზება ხორციელდება აგრეთვე
პირდაპირი განკარგვის, გაცვლის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი
განკარგვის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.“
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
შესაბამისად
კონფისკაციაქმნილი მოძრავი ქონების განკარგვა ხორციელდება საკრებულოს მიერ დადგენილი
წესით.
13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1181 მუხლი:
„1181. თბილისის ქონების პრივატიზების წესი
1. თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე
პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის
მთავრობა ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
2. თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვა ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე
პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება შეიძლება სასყიდლით პირობებით ან
უპირობოდ.
3. თბილისის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, აქციებისა და წილების
პირდაპირი განკარგვისა ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის
ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულებების პირობებს
განსაზღვრავს თბილისის მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის
საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვისა ან/და
კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება ხდება
თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით
თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
მეშვეობით, რომელის მიერაც, საქართველოს მთავრობის მიერ ხელშეკრულების პირობებზე
თანხმობის გაცემის შემდეგ, 3 თვის ვადაში, თბილისის მთავრობის სახელით იდება
ხელშეკრულება.
4. თბილისის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა ან/და კონკურენტული შერჩევის
საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
და ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს თბილისის მთავრობა, საკრებულოს თანხმობით.
თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე ხელშეკრულებებს თბილისის მთავრობის
სახელით დებს თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული)
ან ამ მიზნით თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირი.
5. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით საკუთრებაში
გადასცეს ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს თბილისის ქონება სხვა
ქონების თბილისის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ (გაცვლა). აღნიშნულ საკითხზე
გადაწყვეტილებას იღებს
თბილისის მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით.
თბილისის ქონების სხვა ქონების თბილისის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ გადაცემა
(გაცვლა) ხდება თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის)
ან ამ მიზნით თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირის მეშვეობით, რომელიც თბილისის მთავრობის სახელით დებს ხელშეკრულებას. ეს
ხელშეკრულებები ძალაში შედის საქართველოს მთავრობის მიერ მის არსებით პირობებზე
თანხმობის გაცემის შემდეგ.
6. თბილისის ქონების აუქციონის ფორმით საკუთრების უფლებით გადაცემა ხდება
თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით
თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
მეშვეობით, რომელიც თბილისის მთავრობის სახელით, საკუთრებაში გადასცემს თბილისის
ქონებას.
7. თბილისის ქონების პრივატიზება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით
ხორციელდება ამ კანონის 119-ე მუხლით დადგენილი წესით.
8. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ
მიზნით თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
თანხმობის გარეშე თბილისის ქონების შემძენს უფლება არ აქვს საპრივატიზებო
ვალდებულებების შესრულების მიზნით იპოთეკით ან გირავნობით დატვირთოს შეძენილი
ქონება.
9. თბილისის ქონების პრივატიზებისას ვრცელდება ამ კანონის 120-ე მუხლით
დადგენილი წესები.
14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1182 მუხლი:
"მუხლი 1182. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
პრივატიზების განსაკუთრებული პირობები
1. მყიდველი ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში
პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი
განკარგულების მიღებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის შემთხვევაში –
აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების
არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც
არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის
შემცირებაზე
გადაწყვეტილებას,
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
თანხმობით, იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების განმავლობაში
უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის
შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის
ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.
4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად
მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის
შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის
ბიუჯეტში.
5. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო
ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირთა
იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო
რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო
ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების
შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.".
15. 119-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ
ინფორმაცია ქვეყნდება თბილისის შემთხვევაში აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის −
აუქციონატორის ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და
ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში - ადგილობრივ ან
სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge.
2. მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული
აუქციონის ფორმით. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების
პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე
www.eauction.ge.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ელექტრონული აუქციონის ფორმით თბილისის ქონების პრივატიზების
შემთხვევაში
ინფორმაცია
ქვეყნდება
აუქციონატორის
ვებგვერდზე
და
ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო ვაჭრობა მიმდინარეობს აუქციონატორის ვებგვერდზე
ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge.“.
16. 120-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის
ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს და უთანაბრდება
ხელშეკრულებას. ზემოაღნიშნული ოქმის საფუძველზე, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში
სავალდებულოა გაფორმდეს ნასყიდობის ხელშეკრულება."
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები:
„5. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობის საკითხის
გადაწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
6.
მუნიციპალიტეტის
ქონების
საკუთრებაში
პირობებით
გადაცემისას
უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის
უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით
რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ
მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი
საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებამოვალეობები, თუ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის
მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო
ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
7. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით
დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების
დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება
ბრუნდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე
პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში
მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო
ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების
შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.".
17. 122-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით
მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც
ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია,
მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) წერილობითი მოთხოვნის თანახმად,
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო
ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო
რეესტრში
მუნიციპალიტეტის
საკუთრების
უფლების
რეგისტრაციის
მომენტიდან
სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.“
18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1221 მუხლი:
„მუხლი 1221. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი
1. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას გამოიყენება ამ კანონის 122ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმები.
2. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება საჯარო ან
ელექტრონული აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით.
3. თბილისის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება
თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით
თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
მეშვეობით, რომელიც თბილისის მთავრობის სახელით, სარგებლობაში გადასცემს თბილისის
ქონებას.
4. თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით თბილისის საკრებულოს მიერ
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, თბილისის 100-პროცენტიანი
წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ან/და თბილისის მიერ დაფუძნებული
კერძო
სამართლის
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირებისათვის
სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობის
მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის საკრებულოს
მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თბილისის მთავრობის
სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.
5. თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სახელმწიფოსა და ავტონომიური
რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტებისათვის, საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებისათვის (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირებისათვის და სახელმწიფოს
100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებისათვის, ასევე თბილისის
იმ საწარმოებისათვის, რომლებშიც თბილისის წილობრივი მონაწილეობა 100-პროცენტზე
ნაკლებია სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თბილისის
მთავრობის თანხმობით იღებს თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი
(რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირი, რომელიც თბილისის მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს
თბილისის ქონებას.
6. თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ფიზიკური და იურიდიული
პირებისათვის, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული იურიდიული
პირებისა, სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის
მთავრობა საკრებულოს თანხმობით. საკრებულოს თანხმობის
საფუძველზე თბილისის
მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის
საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თბილისის
მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.
7. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი) თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
უთანაბრდება ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
8. პირდაპირი განკარგვის წესით თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. თბილისის ქონების
სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა
ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
9. ამ მუხლის პირველი და მე-4 - მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით, თბილისის ქონება
უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, პირდაპირი
განკარგვის წესით შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების
ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა),
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს
და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებს,
ასევე ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ქონებაზე ინვესტიციის
განხორციელების ან/და ხარჯების გაწევის პირობით
10. თბილისის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად
სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო
საქმიანობისათვის
(კომერციული
მიზნით)
იყენებს,
ვალდებულია,
მესაკუთრის
წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, თბილისის
ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების
შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში
თბილისის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი
პერიოდისათვის.“
19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1261 მუხლი:
მუხლი 1261 . თბილისის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან
სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან
კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს
საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი
ფორმით პრივატიზების წესი
1. თბილისის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით
წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით,
უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის
ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება
ხორციელდება თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით და თბილისის საკრებულოს
თანხმობის საფუძველზე. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს
მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ.
2. თბილისის მთავრობა განსაზღვრავს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით
წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით,
უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის
ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზების ხელსაყრელ
დროს და შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს, ასევე ახორციელებს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
3. თბილისის მთავრობის დასაბუთებული წინადადება, რომელშიც მოცემულია
პრივატიზების ზოგადი პირობები, მათ შორის, პრივატიზების ფორმა, ვადა და სხვა არსებითი
პირობები, შემუშავებული დოკუმენტების პროექტებთან ერთად, წარედგინება თბილისის
საკრებულოს თანხმობის მისაღებად.
4. თბილისის მთავრობის მიერ, საკრებულოს თანხმობის საფუძველზე, დასაბუთებული
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა განკარგულებით იღებს
გადაწყვეტილებას თბილისის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან
სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან
კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს
საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი
ფორმით პრივატიზების შესახებ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებაზე თანხმობის მიცემის
თაობაზე.
5. თბილისის მთავრობა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილების მიღებისას, განსაზღვრავს პრივატიზების კონკრეტულ პირობებს, მათ შორის:
ა) პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული წილების ან აქციების რაოდენობრივი ან
პროცენტული მაჩვენებელი ან ამ მაჩვენებლის მაქსიმალური ან/და მინიმალური ზღვარი
(ზღვრები);
ბ) წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო
საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − საწყისი საპრივატიზებო საფასური) და
ანგარიშსწორების წესი და პირობები;
გ) გრაფიკის შესაბამისად, პრივატიზების პროცესის დასრულებისათვის საჭირო
ძირითადი თარიღები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებზე ან აქციებზე
ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ აქციებზე საკუთრების უფლების შეძენის სხვა პირობები,
რომელთა შესაბამისად თბილისის მთავრობა განახორციელებს წილების ან აქციების ან
სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან
კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს
საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით
შეთავაზებას და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ქმედებებს.
6. სერტიფიკატით წარმოდგენილი აქციების პრივატიზების საკითხზე თბილისის
მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას თბილისის მთავრობის განკარგულებით
შეიძლება დადგინდეს სერტიფიკატით წარმოდგენილი აქციების მიმართ ხმის უფლებასთან ან
სხვა უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა ან ვალდებულება (მათ შორის,
თბილისის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ საკითხებზე საზოგადოების წინასწარ
ინფორმირების ვალდებულება).
7. თბილისის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით
წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით,
უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის
ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების
შემთხვევაში
პრივატიზების
განმახორციელებელი
ორგანოს
მიერ
შესაბამისი
ხელშეკრულება/ხელშეკრულებები იდება, საპრივატიზებო საფასური გადაიხდება და
მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა თბილისის მთავრობის
განკარგულებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.".
20. 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 127. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის
უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისში აუქციონის ფორმით,
პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის
ფორმით.
2. თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების აუქციონის ფორმით
მართვის უფლებით გადაცემა ხდება თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული
წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც თბილისის მთავრობის
სახელით, აუქციონის ფორმით, მართვის უფლებით გადასცემს აქციებსა და წილებს.
3. თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის
ფორმით თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირებისათვის, თბილისის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი
საწარმოების ან/და თბილისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი
(რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირი, რომელიც თბილისის მთავრობის სახელით პირდაპირი განკარგვის
ფორმით, მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს.
4. თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის
ფორმით, სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა
მუნიციპალიტეტებისათვის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისათვის (გარდა
პოლიტიკური პარტიებისა), სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიული პირებისათვის და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით
მოქმედი საწარმოებისათვის, ასევე თბილისის იმ საწარმოებისათვის, რომელებშიც თბილისი
წილობრივი მონაწილეობა 100-პროცენტზე ნაკლებია მართვის უფლებით გადაცემის შესახებ
გადაწყვეტილებას თბილისის მთავრობის თანხმობით იღებს თბილისის მთავრობის მიერ
განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის საკრებულოს მიერ
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თბილისის მთავრობის
სახელით მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს.
5. თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის
წესით ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით
განსაზღვრული იურიდიული პირებისა, მართვის უფლებით გადაცემის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობა და შესათანხმებლად უგზავნის თბილისის
საკრებულოს. საკრებულოს თანხმობის
საფუძველზე თბილისის მთავრობის მიერ
განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის საკრებულოს მიერ
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თბილისის მთავრობის სახელით
მართვის უფლებით გასცემს წილებსა და აქციებს.
21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1271 მუხლი:
"მუხლი
1271. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და
უფლებების განკარგვა
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების
პრივატიზება ხდება აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის
და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
2. თბილისის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პირდაპირი
მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზება ხორციელდება ამ კანონის 1181 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
3. თბილისის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზებისას
გამოიყენება ამ კანონის 1182 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული პირობები.
4. თბილისის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის
ფორმით პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით
თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი
უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და
ელექტრონული ფორმით.
5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების
საკუთრებაში პირობებით გადაცემისას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და
წარმომადგენლის (რწმუნებულის), ხოლო თბილისში წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ
მიზნით თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
თანხმობის გარეშე ქონების შემძენს უფლება არ აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების
შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი მოთხოვნები და უფლებები.
6. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების
საკუთრებაში პირობებით გადაცემაზე, მისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება
ამ კანონის 120-ემუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები.
22. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1272 მუხლი:
„მუხლი 1272. პრივატიზებული, სარგებლობის ან/და მართვის უფლებით გაცემული
თბილისის ქონების
შეცვლა/გაუქმება
მიმღების
ამ
ქონებასთან
დაკავშირებული
პირობის
(პირობების)
1. თბილისის ქონების შემძენი, სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღები პირი
უფლებამოსილია საპრივატიზებო/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის პირობის
შეცვლის ან გაუქმების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს თბილისის მთავრობას.
2. თბილისის მთავრობა განიხილავს წარდგენილ მიმართვას და, საჯარო და კერძო
ინტერესების
გათვალისწინებით,
დასაბუთებული
აუცილებლობის
შემთხვევაში,
პრივატიზებულ/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებული
პირობის (პირობების), გარდა ფინანსური და საინვესტიციო პირობისა (პირობებისა), შეცვლის ან
გაუქმების შესახებ წინადადებას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს თბილისის
საკრებულოს.
3. პრივატიზებულ/სარგებლობაში/მართვის
უფლებით
გადაცემულ
ქონებასთან
დაკავშირებული საინვესტიციო და ფინანსური პირობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ
წინადადებას თბილისის მთავრობა უგზავნი
4. ს თბილისის საკრებულოს, რომლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში, თბილისის მთავრობა საკითხს თანხმობის მისაღებად წარუდგენს საქართველოს
მთავრობას.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, სარგებლობის უფლებით/მართვის უფლებით მიმღებ პირს
საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის პირობის შეცვლის ან
გაუქმების სანაცვლოდ შესაძლოა მოეთხოვოს სათანადო ანაზღაურება, რომლის ოდენობასაც
განსაზღვრავს თბილისის საკრებულო. ანაზღაურება მიიმართება თბილისის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტში.
23. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1632 მუხლი:
„მუხლი 1632. პრივატიზებული, სარგებლობის ან/და მართვის უფლებით გაცემული
თბილისის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან
შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების დროებითი წესი
ამ კოდექსის 1272 მუხლის საფუძველზე თბილისის მთავრობა თბილისის საკრებულოს
მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება/მართვის
უფლებით/სარგებლობაში გადაცემა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა. ეს შეზღუდვა
არ ვრცელდება პირდაპირი მიყიდვის/პირდაპირი გადაცემის საფუძველზე განხორციელებულ
პრივატიზებაზე/მართვის უფლებით გადაცემაზე და აუქციონის გარეშე სარგებლობაში
გადაცემაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ორგანული
კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომლითაც ახლებურად
მოწესრიგდა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობა. თუმცა
პრაქტიკამ ცხადყო, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული სტატუსიდან
გამომდინარე საქართველოს დედაქალაქის - თბილისის კარი და თბილისთან
დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები საჭიროებს დახვეწასა და პრაქტიკაში
გამოვლენილი პრობლემების შესაბამისად კოდექსის ნორმების ახლებურ რეგულირებას.
არსებული მდგომარეობით ხშირია შემთხვევები, როდესაც საკითხის გადაწყვეტა
ჭიანურდება, რისი მიზეზიც კანონმდებლობით დადგენილი მრავალსაფეხურიანი და
ხანგრძლივი
პროცესებია.
კოდექსის
მოქმედი
რედაქციით
ადგილობრივი
თვითმმართველობის
აღმასრულებელი
ორგანო
ზედმეტად
შეზღუდულია
და
აღმასრულებელი ფუნქციები გარკვეულწილად შეთავსებული აქვს წარმომადგენლობით
ორგანოს, რაც ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ აღმასრულებელი ორგანო ვერ ახორციელებს
ეფექტურ ფუნქციონირებას, ვერ იღებს დროულ გადაწყვეტილებას და ვერ ახერხებს
გამოვლენილ პრობლემებზე დროულ რეაგირებას. არსებული რეგულაციების გამო ვერ
ხერხდება მუნიციპალიტეტის ეფექტური მომსახურებით დაინტერესებული მოქალაქეების
დროული დაკმაყოფილება, რაც გარკვეულწილად განპირობებულია ბიუროკრატიული
პროცედურებით.
კოდექსით თბილისს, როგორც დედაქალაქს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული
სამართლებრივი
მდგომარეობა.
მართალია
გარკვეული
განსხვავებები
სხვა
მუნიციპალიტეტებისაგან ამ კუთხით თბილისს გააჩნია, თუმცა ეს განსხვავებები უმეტეს
შემთხვევაში არა არსებითია. ამდენად დედაქალაქის განსაკუთრებული სტატუსი აღარ არის
გამყარებული არსებული ნორმებითა და რეგულაციებით. მოქმედი კოდექსით თბილისი,
ფაქტობრივად მოქცეულია ყველა სხვა მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებულ
რეგულაციაში და მისი „განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობა“ მხოლოდ
ჩანაწერად არის დარჩენილი;
კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა
ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა:
ა) დედაქალაქის ქონებაზე არსებული დაინტერესება ცხადყოფს, რომ იმისათვის რათა
მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების
ინტერესები, მოზიდულ იქნენ ინვესტორები, დაზოგილ იქნეს ადამიანური რესურსი,
აღმოიფხვრას ბიუროკრატია აუცილებელია ახლებურად ჩამოყალიბდეს თბილისში ქონების
მართვისა და განკარგვის მარეგულირებელი ნორმები;
ბ) პროცედურებისა და მექანიზმების სირთულე, მათი შეუსაბამობა მოქალაქეთა
მზარდ დაინტერესებასა და მუნიციპალიტეტის მიერ ეფექტური დახმარების გაწევის
მოლოდინთან. მათი დახვეწისა და გაუმჯობესების აუცილებლობა, რათა მაქსიმალურად
იქნეს დაცული თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის უფლებები და ინტერესები და
მათ მიეცეთ შესაძლებლობა სრულად და დროულად ისარგებლონ თვითმმართველობის
მიერ შემოთავაზებული მომსახურებით;
გ) იმისათვის რათა, ეფექტურად და დროულად განხორციელდეს ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული პირების მართვა, მნიშვნელოვანია კოდექსში
შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც გაამარტივებენ იურიდიულ პირებთან
დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცედურებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს პრაქტიკაში გამოვლენილი სირთულეებიდან
გამომდინარე იმ ხარვეზების გამოსწორება, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიის საქმიანობას აფერხებს და იწვევს ადამიანური რესურსების გაუმართლებელ ხარჯვას.
ცვლილებების შედეგად გაიზრდება თვითმართველი ერთეულის საქმიანობის
ეფექტიანობა, დაჩქარდება ყველა ის პროცესი, რომელიც არსებითი და მნიშვნელოვანია
მუნიციპალიტეტის მერიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
აღმოიფხვრება ბიურიკრატია და მუნიციპალიტეტი შეძლებს, უმოკლეს ვადებში
დააკმაყოფილოს დაინტერესებული პირების განაცხადები, რაც გაზრდის მუნიციპალიტეტის
საქმიანობის ეფექტურობას და მის მიმართ მოსახლეობაში არსებულ ნდობის ხარისხს.
გამოთავისუფლდება ადამიანური რესურსი და დრო, რომელიც მიმართული იქნება
მნიშვნელოვანი პროექტებისა და ღონისძიებების განსახორციელებლად.
გაუმჯობესდება და დაჩქარდება მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სამართლის
იურიდიულ პირებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცედურები და
დაიხვეწება მათი მართვის პროცესები.
დაწესდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის მოქნილი სისტემა,
რაც შესაძლებელს გახდის არა მარტო მოქალაქეთა კონკრეტული განაცხადების დროულად
დაკმაყოფილებასა და მათთვის კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მეტი
ალტერნატივის
შეთავაზებას,
არამედ
მსხვილი
საინვესტიციო
პროგრამებსის
განხორციელებას, ინვესტორთა მოზიდვასა და დედაქალაქის დაინტერესებაში არსებული
მნიშვნელოვანი საკითხების ეფექტურად გადაჭრას. აღნიშნული კი თავისთავად გამოიწვევს
მუნიციპალიტეტის
შემოსავლის
გაზრდას.
აღნიშნული
შესაძლებელს
გახდის,
აკუმულირებული
შემოსავლების
ხრჯზე,
მუნიციპალიტეტის
საკუთარ
უფლებამოსილებების ფარგლებში, მთელი რიგი ახალი სოციალური, ჯანდაცვის,
კულტურული თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების მოსახლეობისათვის შეთავაზებას.
გარდა ზემოთ თქმულისა, მუნიციპალიტეტის მიერ მოზიდული ინვესტიცია იძლევა
შესაძლებლობას, გაჩნდეს მოსახლეობის დასაქმების ახალი შესაძლებლობები.
მკაფიოდ გაიმიჯნება სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისგან თბილისის, როგორც
დედაქალაქის, განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობა და დამკვიდრდება ის
რეგულაციები,
რომლებიც
თბილისის
მუნიციპალიტეტს
განასხვავებენ
სხვა
თვითმმართველობებისაგან და რომელიც რეალურად გამომდინარეობს თბილისის
მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი საკითხების სიუხვიდან, მასშტაბებიდან და
მნიშვნელობიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია მოქმედი კოდექსის დახვეწა და მასში ისეთი
რეგულაციების ჩამოყალიბება, რომლებშიც აისახება საქართველოს დედაქალაქის თბილისის
განსაკუთრებული სტატუსი და უფლებამოსილებები, რომელთა არსებობაც უაღრესად
მნიშვნელოვანია მის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის რაოდენობიდან და მის
წინაშე მდგარი საკითხების მასშტაბებიდან გამომდინარე.
თბილისის მერის ფუნქციებს დაემატა სათათბირო ორგანოების კომისიების შექმნა (73-ე
მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი). კოდექსის არსებული რედაქციით მერს მხოლოდ
საბჭოებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნა შეუძლია. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ
სხვადასხვა სიტუაციაში მერმა სწორედ კომისიები უნდა შექმნას და არა რაიმე სხვა ფორმის
სათათბირო ორგანოები. ამდენად აღნიშნული ცვლილებით კოდექსში გამოსწორდება ის
ჩანაწერი, რომელიც პრაქტიკაში ქმნის პრობლემებს.
კანონპროეტის მიხედვით ცვლილება შედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
იურიდიული პირების მართვის მარეგულირებელ დანაწესშიც (75-ე მუხლის „დ.ბ1“
ქვეპუნქტები). ჩნდება ახალი რეგულაცია, რომლითაც თბილისის მთავრობა უფლებამოსილი
იქნება საკუთრებაში გადასცეს მოძრავი ქონება და ფინანსური სახსრები თავის მიერ
დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკმერციულ) იურიდიულ პირებს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ
მოძრავი ქონების საკუთარი ა(ა)იპ-ებისათვის საკუთრებაში გადაცემის შეუძლებლობა
სერიოზულ პრობლემებს ქმნის საკითხების ეფექტურად გადაჭრის კუთხით. მაგალითად:
პრობლემები შეიქმნა მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებისათვის ისეთი სახის მოძრავი ქონების
გადაცემის საკითხების გადაჭრისას, როგორიცაა: მედიკამენტები, ქიმიური რეაქტივები,
საწვავი და ა.შ. მსგავსი ქონების სარგებლობაში გადაცემა აზრს მოკლებულია, ხოლო
საკუთრებაში გადაცემის კონკრეტული წესი არ არსებობს. ამდენად ცვლილებით აღნიშნული
პრობლემა მოგვარდება.
ასევე, გაჩნდება დანაწესი, რომლითაც დაკონკრეტდება, თუ როგორ ხდება კერძო
სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
წესდება(დებულების) დამტკიცება, ხელმძღვანელის დანიშვნა და მათი საქმიანობის
კონტროლი. აღნიშნული ცვლილება ასევე გავრცელდება სხვა მუნიციპალიტეტებზეც (75-ე
მუხლის „დ.ბ1“ ქვეპუნქტი).
თბილისის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით კანონპროექტით
გათვალისწინებულია რამოდენიმე ცვლილება (79-ე მუხლის პირველი, მე-7, მე-11 პუნქტები).
კერძოდ ცვლიების შესაბამისად თბილისის სსიპ-ის ხელმძღვანელის დანიშვნა
გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისი მთავრობა, რადგანაც „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახე“ საქართველოს კანონის თანახმად საკრებულოს მიერ
დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე სახელმწიფო კონტროლს
ახორციელებს თბილისის მთავრობა. აღნიშნული ცვლილება გაამარტივებს სსიპ-ების
მართვას საოპერაციო დონეზე, დააჩქარებს პროცესებს და თუ აქამდე ხელმძრვანელის
დასანიშნად საჭირო იყო სამი აქტი, რომელიც უნდა გამოეცა ორ კოლეგიურ ორგანოს
მთავრობასა და საკრებულოს, ცვლილება შესაძლებელს გახდის მხოლოდ მთავრობის აქტის
საფუძველზე მოხდეს ხელმძრვანელის დანიშვნა და გათავისუფლება. მით უმეტეს, რომ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
თბილისის სსიპ-ებზე კონტროლს ახორცილებს თბილისი მთავრობა.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით ჩნდება დანაწესი, რომლის
მიხედვითაც შესაძლებელი გახდება მათთვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა, რაც
განპირობებულია იმავე მიზეზებითა და პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემებით,
რომლებიც განმარტებული იყო კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებული
ცვლილებების ნაწილში.
ცვლილების შედეგად თბილისის სსიპ-ების გადაწყვეტილებები გასაჩივრდება
თბილისის მერთან.
საკრებულოს ფუნქციას წარმოადგენს ქონების მართვის და განკარგვის წესების დადგენა,
ხოლო თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა განხორციელება ზემოაღნიშნული
წესების საფუძველზე უნდა უზრუნველყოს მისმა აღმასრულებელმა ორგანომ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის თანახმად,
აღმასრულებელი ორგანოს მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი
ქმედება დამატებით საჭიროებს წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობას, რაც ზღუდავს
თბილისის მთავრობის, როგორც აღმასრულებელ-განმკარგულებლის ფუნქციებს და იწვევს
გარკვეულ დისბალანსს თვითმმართველობის ორგანოთა შორის.
წარმოდგენილი პროექტით, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს თბილისის მიერ ქონების პირდაპირი
განკარგვის ფორმით პრივატიზების უფლებამოსილებას, რაც შესაძლებელს გახდის იმ
სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, რომლითაც ქ.თბილისის მერიას დაევალა
გარკვეული პირებისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემა, ასევე ცვლილებით შესაძლებელი
გახდება
მოსახლეობის
კანონიერი
ინტერესების
დროულად
დაკმაყოფილება.
ნიშანდობლივია ისიც, რომ მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების
სანაცვლოდ, ინვესტორი ხშირად ითხოვს ქონების პირდაპირი განკარგვის წესით
საკუთრებაში გადაცემას. ზემოაღნიშნული პროცედურა გაამარტივებს დედაქალაქში
ინვესტიციების მოზიდვას, გაზრდის მის შემოსავალს, შექმნის მუნიციპალიტეტის
მოსახლეობის დასაქმების დამატებით შესაძლებლობას, ხოლო დედაქალაქი გამოიყენებს
დაგროვებულ შემოსავალს მოქალაქეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
გარდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა, პროექტის თანახმად, ქალაქ
თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზებისას საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად შესაძლებელი გახდება ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა), რაც საშუალებას
იძლევა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კერძო
მესაკუთრეებისგან
შესაბამისი
უძრავი
ქონების
გამოსყიდვა
განხორციელდეს
1
ექსპროპრიაციის პროცედურის გარეშე(118 მუხლი).
გასათვალისწინებელია, რომ კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მხოლოდ აუქციონის
ფორმით, პრივატიზებასა და მართვის უფლებით გადაცემას. შემოთავაზებული
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება/მართვის უფლებით გადაცემა, ასევე
თბილისის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა მოხდება
პირდაპირი განკარგვის წესითაც, რაც შესაძლებლობას მისცემს თბილისს წილები, აქციები,
მოთხოვნები და უფლებები საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადასცენ იმ პირს,
რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს დადგენილ პირობებს (127-ე
მუხლი).
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, თბილისის საკრებულო აღარ
დაამტკიცებს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას, რადგან
თვითმმართველის საპრივატიზებო ქონებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებად
რეგისტრირებული ყველა ის ქონება, რომელთა მიმართ წარდგენილ სარეგისტრაციო
დოკუმენტაციას სარეგისტრაციო სამსახურები სრულყოფილად მიიჩნევენ და რომლის
განკარგვის უფლებაც მუნიციპალიტეტს გააჩნია კანონის საფუძველზე.
თბილისის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელი განახორციელებს
მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სახელშეკრულებო პირობების
შესრულებაზე.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის
პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში შექმნილია საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო, რომელიც ქონების პრივატიზებისას,
მართვის ან სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას მოქმედებს
როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი (რწმუნებული). ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, აუცილებელია განისაზღვროს უფლებამოსილებათა წრე, რომელსაც სააგენტო
განახორციელებს დამოუკიდებლად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში.
კანონპროექტის თანახმად, წარმომადგენელი გადაწყვეტილებას იღებს ისეთ საკითხებზე
როგორიცაა, თბილისის ქონების უპირობო აუქციონის ფორმით განკარგვა, თბილისის
საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, თბილისის 100-პროცენტიანი წილობრივი
მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ან/და თბილისის მიერ დაფუძნებული კერძო
სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ქონების
სარგებლობის უფლებით გადაცემა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის
ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული
ოქმის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ მხარის მოთხოვნის
საფუძველზე. სხვა შემთხვევაში, კანონპროექტი არ ითვალისწინებს აუქციონში გამარჯვების
შემდეგ გარკვეულ ვადაში მყიდველის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის
ვალდებულებას, რაც გაამარტივებს და შეამოკლებს პროცედურებს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 108-ე მუხლის თანახმად,
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შენობანაგებობებით ან მათ გარეშე), აგრეთვე წილები/აქციები (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთარი
უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისა)
სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა განსაზღვრული ქონების მმართველის
დასაბუთებული
მიმართვის
საფუძველზე,
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
გადაწყვეტილებით. კანონპროექტით ცვლილება შედის არნიშნულ დანაწესში და ამ
საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებად თბილისში განისაზღვრება მთავრობა, რითაც უფრო
ეფექტურად მოხდება ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა. ასევე ჩნდება რეგულაცია,
რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება საკუთარი ქონება
უსასყიდლოდ გადასცეს არა მარტო სახელმწიფოს, არამედ ავტონომიურ რესპუბლიკასაც.
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიხედვით,
მუნიციპალიტეტის
ქონებით
მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის
(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებული იქნება, მესაკუთრის წარმომადგენლის
(რწმუნებულის) ან ამ მიზნით შექმნილი თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის
წერილობითი მოთხოვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხადოს
სარგებლობაში
გადაცემის
საფასური,
საბაზრო
ღირებულების
შესაბამისად
(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის
საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
აღნიშნული სიახლე კანონპროექტის თანახმად ვრცელდება, როგორც თბილისზე ასევე სხვა
მუნიციპალიტეტებზეც.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი მოძრავი ქონების
განკარგვის წესებისგან განსხვავებულ წესს დაექვემდებარება ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად კონფისკაციაქმნილი მოძრავი ქონება.
ზემოაღნიშნული რეგულაციის შემოღება განპირობებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე
გარე ვაჭრობის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების მალფუჭებადობით (118-ე
მუხლი პირველი და მე-3 პუნქტები).
კანონპროექტის თანახმად, კოდექსის თავი XIII (მუნიციპალიტეტის ქონება) არ
გავრცელდება კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული
საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი
მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, რადგან აღნიშნულ
ურთიერთობას არეგულირებს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი (104-ე
მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).
წარმოდგენილი
ცვლილების
პროექტით,
თბილისის
მუნიციპალიტეტს
შესაძლებლობა ეძლევა განახორციელოს მის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების
ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზება პირდაპირ ან შუამავლის
მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან
მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი
შეთავაზების სხვაგვარი ფორმით. აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას აძლევს
თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთარი ქონების განკარგვისას კიდევ ერთი დამატებითი
ფორმა გამოიყენოს, რაც კიდევ უფრო მოქნილს გახდის მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი
ქონების მართვასა და სამომავლოდ იძლევა, მუნიციპალიტეტის შემოსავლის ზრდის,
შესაძლებლობას. ცვლილებამ განაპირობა აუცილებლობა ტერმინთა განმარტებაში
გაჩენილოყო „უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟის“ განმარტება, რომელიც დაემატა
კოდექსის 105-ე მუხლს.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
საპრივატიზებო
პირობად
საინვესტიციო
ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას
საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღებიდან ხელშეკრულების
გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში
საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი
საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულებას, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა
აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ქონების შემძენს უფლება აქვს საპრივატიზებო
ვალდებულებების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება
მხოლოდ თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან
ამ მიზნით თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირის თანხმობით. იმ შემთხვევაში, თუ შემძენის მიერ დაირღვა შესაბამისი
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები, ამ საფუძვლით
ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირთა
იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო
რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებული იყო საპრივატიზებო
ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანა განპირობებულია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის, მუნიციპალური
ქონების
განკარგვისა
და
სარგებლობაში
გადაცემის
პირობების
შეცვლილი
გარემოებებისადმი მისადაგებისა და ამ კუთხით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების
დაზუსტების აუცილებლობით. გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო, მისგან
დამოუკიდებელი მიზეზებით, შესაძლოა ინვესტორმა ვერ შეძლოს ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულებების სრული ან დროული შესრულება, რაც წარმოშობს საჭიროებას
საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული აუცილებლობის
შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობით და საკრებულოს გადაწყვეტილებით
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ განიხილოს პრივატიზებული/სარგებლობის
უფლებით/მართვის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული
საინვესტიციო და ფინანსური პირობის (პირობების) შეცვლის ან შესრულების
ვალდებულებისგან
განთავისუფლების
საკითხი.
აღნიშნული
მიზნად
ისახავს
ინვესტიციების წახალისებას - პირობით პატიებას, რათა ინვესტორმა შეძლოს საქმიანობის
განახლება და პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის უშუალოდ საინვესტიციო
პროექტების სამომავლო განვითარებისათვის მოხმარება. გამომდინარე ზემოთქმულიდან
კანონს დაემატა მუხლი, რომლითაც დეტალურად გაიწერა თუ როგორი პროცედურებით
ხდება პირის გათავისუფლება ნაკისრი ვალდებულებებისაგან, მათ შორის საინვესტიციო და
ფინანსური. აღნიშნული ცვლილებიდან
გამომდინარეობს გარდამავალ დებულებებში
განხორციელებული დამატება, რომლის თანახმადაც აუქციონის წესით განკარგვის
შემთხვევებში ვალდებულებებისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში
თუ განკარგვა განხორციელდა 2013 წლის 31 დეკემბრამდე. სხვა შემთხვევებზე მსგავსი
შეზღუდვა არ ვრცელდება.
პროექტით ცვლილება შედის თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღების
რეგულაციებში (მე-100 მუხლი). არსებული რედაქციით გრანტის მიღების პროცესი საკმაოდ
გაჭიანურებულია. იმისათვის რათა მუნიციპალიტეტმა მიიღოს გრანტი საჭიროა
საკრებულოს წინასწარი თანხმობა რომელიც აღმასრულებელი ორგანოს მიერ უნდა იქნეს
გამოთხოვილი, ხოლო აღნიშნული თანხმობის საფუძველზე კვლავ აღმასრულებელმა
ორგანომ უნდა გამოითხოვოს თანხმობა საქართველოს მთავრობისაგან. ვინაიდან თავისი
შინაარსით
გრანტი,
არავითარ
დამატებით
ვალდებულებებს
არ
წარმოშობს
მუნიციპალიტეტისათვის და იგი მხოლოდ გრანტის გამცემის მიერ კეთილი ნების
საფუძველზე, ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი
სახსრებია, მათი მიღებისათვის მსგავსი გაჭიანურებული პროცედურა გაუმართლებელია.
ამიტომაც,
ცვლილების
საფუძველზე
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მთავრობა
უფლებამოსილი იქნება საკრებულოს წინასწარი თანხმობით მიიღოს გრანტი. ცვლილება
გაადვილებს და მოქნილს გახდის თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღებას და
მისი შესაბამისად დანიშნულებისამებრ დროულად გამოყენებას.
გარდა ზემოთქმულისა ასევე ცვლილების შესაბამისად ახლებურად რეგულირდება
თბილისის მიერ ასაღები სესხის მაქსიმალური მოცულობა. საქართველოს ორგანული
კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სესხის საერთო მოცულობა არ უნდა
აღემატებოდეს გასული 3 საბიუჯეტო წლის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების
საშუალო წლიური ოდენობის 10 პროცენტს. ვინაიდან თბილისის მერიის წინაშე არსებული
ამოცანების და შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბების სრულად დაკმაყოფილებას ვერ
უზრუნველყოფს თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები, აუცილებელია დამატებითი
სახსრების მოზიდვა. კოდექსის აღნიშნული ფორმულირების მიხედვით თბილისის
მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა სესხის სახით აიღოს არაუმეტეს 60,0 მლნ ლარისა, რაც
არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გადაჭრილ იქნას დღეს არსებული პრობლემები. აქედან
გამომდინარე საჭიროა კოდექსის აღნიშნული ფორმულირების შეცვლა და შემდეგნაირად
ჩამოყალიბება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლების
მოექცევიან ამ კანონპროექტის რეგულირების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
გადასახდელი.
სახის
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.დ)კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
მიმართება
საქართველოს
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და ერეკლე ტრიპოლსკი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და ერეკლე ტრიპოლსკი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომლებშიც წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 68. თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება
1.
თბილისის
საკრებულოს
უფლებამოსილებას,
ამ
კანონით
გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების გარდა, აგრეთვე განეკუთვნება:
ა) თბილისის მთავრობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში
თბილისის მთავრობისთვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემა;
გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი
თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის ადმინისტრაციული
ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის,
მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის,
წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის,
გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის,
ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის
სახელდება;
დ) თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო
სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე
მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ე) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში თბილისის მთავრობის წარდგინებით,
მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი
გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს;
ვ) თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის
წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების
განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;
ზ) თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცება;
თ) თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის
ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება;
ქონების
საპრივატიზაციო
ი) ამ კანონით დადგენილი წესით თბილისის მთავრობის წევრის თანამდებობაზე დანიშვნაზე
თანხმობის მიცემა;
კ) ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება;
ლ) ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებების განხორციელება.
2. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის
საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ
მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის
საკრებულო ან თბილისის საკრებულოს დავალებით − თბილისის მერი/თბილისის მთავრობა.
3. თბილისის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან საქართველოს
კანონმდებლობით
პირდაპირ
განსაზღვრულია,
როგორც
თბილისის
საკრებულოს
უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი
უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობას.
მუხლი 73. თბილისის მერი
1. თბილისის უმაღლესი აღასრულებელი ორგანო − თბილისის მერი − არის თბილისის
მთავრობის ხელმძღვანელი. თბილისის მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით.
თბილისის მერის არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.
2. თბილისის მერი:
ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის საქმიანობას;
ბ) უძღვება თბილისის მთავრობის საქმიანობას, უნაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებს;
გ) თავმჯდომარეობს თბილისის მთავრობის სხდომებს;
დ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის ბიუჯეტის, ბიუჯეტში
შესატანი ცვლილების პროექტებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ვ) ხელს აწერს თბილისის მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტებს;
ზ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების თბილისის
საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას;
თ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცითტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ი) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტისა და
ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს;
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თბილისის მთავრობის სახელით დადებულ
ახორციელებს
შესყიდვებს
საქართველოს
ლ) წარმოადგენს თბილისს და თბილისის მთავრობას, მოქმედებს მათი სახელით ოფიციალური
ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, მუნიციპალიტეტის
სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს
(მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
მ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიისა და მერიის
სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, თბილისის რაიონის გამგეობისა და რაიონის
გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპურ დებულებებს, აგრეთვე თბილისის მერიისა და
თბილისის რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხებს;
ნ) ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს თბილისის მერიის თანამდებობის
პირებს; თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის თანამდებობის პირებს;
თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის სხვა
მოსამსახურეებს, გარდა ამ კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა;
ო) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის თანამდებობის
პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს;
პ) უნაწილებს ფუნქციებს თბილისის მერიის მოსამსახურეებს; დავალებებს აძლევს თბილისის
მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ჟ) თბილისის მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის მერიის
თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და
„ტ“−„ქ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებებისა,
აგრეთვე
იმ
უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად თბილისის საკრებულოს მიერ
დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
რ) იღებს გადაწყვეტილებებს თბილისის მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ს) ამტკიცებს თბილისის მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ტ) თბილისის საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, თბილისის საკრებულოს რეგლამენტით
დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს თბილისის მთავრობისა და მის მიერ გაწეული
მუშაობის შესახებ, აგრეთვე თბილისის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის
მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
უ) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის
მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით
განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების
ღია და დახურულ სხდომებს;
ფ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ქ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად ქმნის
სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ღ) ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. თბილისის მერი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის საკრებულოსა
და მოსახლეობის წინაშე.
4.
თბილისის
მერისთვის
უნდობლობის
გამოცხადების,
მისი
თანამდებობრივი
შეუთავსებლობის და უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ
კანონის 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 75. მთავრობის უფლებამოსილებები
მთავრობა:
ა) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის
რაიონების გამგეობების საქმიანობას;
ა.ბ) დავალებებს აძლევს მთავრობის წევრებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული
საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ა.გ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის რეგლამენტის და
მასში შესატანი ცვლილების პროექტებს;
ა.დ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად,
შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის კომისიებს, საბჭოებსა და
სხვა საკონსულტაციო ორგანოებს;
ბ) თბილისის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.ბ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს
სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
მიერ
მიღებული
ადმინისტრაციულ-
გ.ა) შეიმუშავებს და განიხილავს თბილისის ბიუჯეტის პროექტს; უზრუნველყოფს
დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; საჭიროების
შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ, ადგენს
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
გ.ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს მიერ
დადგენილი წესით თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს
გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს
შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.გ) მუნიციპალიტეტის სახელითა და თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ
კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.დ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული
ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების
შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის
განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის
სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების,
რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების
შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში
ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული
პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს, აგრეთვე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებას (დებულებას);
დ.დ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს
გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით
სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის
შესახებ;
დ.ე) თბილისის საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით
სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის
საკითხს;
დ.ვ) თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის
ქონების
შემძენის/სარგებლობის
უფლებით
მიმღების/მართვის
უფლებით
მიმღების
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი
პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
დ.ზ) თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული
ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული
პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა
ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.თ) ამ კანონის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.ი) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის
რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
ქონების
მოვლა-პატრონობას,
მშენებლობას,
დ.კ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.ლ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის
სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით
სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.მ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში
ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების
შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი
სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების
მომზადებას და განხორციელებას;
ე.ბ) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.გ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი საქალაქო
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს, ნებართვის გაცემისთვის
კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს;
ე.დ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს
დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული
სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M 2 და M 3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს;
ე.ე) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს
ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის
ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების (M 2 და M 3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს;
ე.ვ) გასცემს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას;
ე.ზ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მშენებლობის
ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაცნობის წესებს;
ე.თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს;
ე.ი) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის
სხვა
უფლებამოსილებების
განხორციელებას
საქართველოს
კანონმდებლობითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.კ) ახორციელებს თბილისის მერიის დებულებით, მთავრობის რეგლამენტითა და თბილისის
საკრებულოს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტებით
გათვალისწინებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.
მუხლი 79. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება
1. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს
თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს მთავრობა.
2. თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის
კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ,
ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
3. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით დააფუძნოს საჯარო
სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული
განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის შესახებ
შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და
სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით. თბილისის
საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ
გადაწყვეტილებებს მთავრობის წარდგინებით იღებს თბილისის საკრებულო.
4. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წინადადებით საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით
(დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების,
მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის
ოდენობა.
5. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია
განახორციელოს
შესაბამისი
კანონით
ან/და
თავისი
წესდებით
(დებულებით)
გათვალისწინებული საქმიანობა.
6. მთავრობა უფლებამოსილია თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის
საშუალებით
ადმინისტრაციული
წარმოების
განხორციელების,
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები.
7. თბილისის საკრებულო მთავრობის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს
აფუძნებს შესაბამისი ქონების გადაცემით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ქონება
გადაეცემა პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ, სარგებლობის
უფლებით.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული
ქონება უსასყიდლოდ გადასცეს თბილისს.
9. თბილისის საკრებულოს თანხმობით საჯარო სამართლის იურიდიული პირი
უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადასცეს ამ კანონის XV
თავითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი
განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით).
11. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული
გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
12. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის
შემთხვევაში მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის თბილისის საკუთრებაში.
მუხლი 100. მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღება და გრანტის მიღება
1. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის ნებართვით, თავისი
უფლებამოსილების ფარგლებში და საკუთარი სახელით, კაპიტალური ინვესტიციის
განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით
აიღოს სესხი/სასესხო ვალდებულება იურიდიული პირისგან.
2. მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სესხის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს
გასული 3 საბიუჯეტო წლის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების საშუალო წლიური
ოდენობის 10 პროცენტს. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების
გამოყენება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად.
3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე მეტი
მოცულობით აიღოს სესხი მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა და მის მიერ
კონტროლირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან.
4. საქართველოს მთავრობის ნებართვას საჭიროებს აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ სხვა
პირის სასარგებლოდ თავდებობა ან რაიმე სხვა გარანტიის გაცემა.
5. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის თანხმობით, საკუთარი
უფლებამოსილების განსახორციელებლად, კანონით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი.
გრანტის მიღებაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით
მიმართავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
6. საქართველოს მთავრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
7. ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს
მუნიციპალიტეტის სახელითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინასწარი თანხმობით, ამ
მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით იღებს და შესაბამის ხელშეკრულებას აფორმებს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
მუხლი 104. თავის რეგულირების სფერო
1. ეს თავი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიებს, შექმნის წესსა და ქონებრივ
უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და
განკარგვა მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით), აგრეთვე მუნიციპალიტეტის
ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ,
ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს.
2. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) შესყიდვით შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე, თუ შესყიდვის მიზანი იყო შეძენილი
საქონლის/მომსახურების შემდგომი განაწილება, დარიგება ან სხვაგვარად განკარგვა;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
1
გ)
მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში
არსებული,
საქართველოს
სახელმწიფო
ხელისუფლებისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისათვის,
მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში
გადაცემული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის
შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების გასხვისებასა და სხვაგვარ განკარგვაზე,
რომელსაც ეს ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს აღნიშნული
შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების
მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვისათვის.
3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკებისათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული
პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის,
დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების
გასხვისებასა და სხვაგვარ განკარგვას აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის,
რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვისათვის
ეს ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
მუხლი 105. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა,
მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა;
ბ) პრივატიზება − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის
საკუთრებაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი ფორმითა და წესით;
გ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და
კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა ამ კანონით
დადგენილი წესით;
დ) მართვის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და
აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით;
ე) განკარგვის საწყისი საფასური − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის
უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური;
ვ) განკარგვის საფასური − მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის უფლების საფასური.
მუხლი 107. მუნიციპალიტეტისთვის ამ კანონით მიკუთვნებული ქონება
1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
არსებული შემდეგი ქონება:
ა) ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა
გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები,
სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები;
ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა:
ბ.ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა;
ბ.ბ) სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით
არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა;
ბ.გ) მიწისა, რომელიც ექვემდებარება ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე
(სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული ქონება)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, დამაგრებული მიწა;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსები;
ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მიწა,
გარდა
ამ
მუხლის
მე-2
პუნქტით
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებად არ ითვლება შემდეგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწა:
ა) კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის, საძოვრები;
ბ) ის დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელზედაც ამ
მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით წარდგენილია სახელმწიფო საკუთრებად
დარეგისტრირების თაობაზე განცხადება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა;
დ) პირუტყვის გადასარეკი ტრასები;
ე) 500 მეტრი სიგრძის სასაზღვრო ზოლში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწა;
ვ) სახელმწიფო ნაკრძალების, ბუნების ძეგლების, ეროვნული პარკებისა და აღკვეთილების
მიწები;
ზ) სახელმწიფო მნიშვნელობის ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური
ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწები;
თ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწა;
ი) საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტების საბიუჯეტო
დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის
უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწები;
კ) სახელმწიფო წყლის ფონდის მიწა.
3. მუნიციპალიტეტს მის ტერიტორიაზე არსებულ დაურეგისტრირებელ სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთზე
საკუთრების
უფლება
წარმოეშობა
შესაბამისი
მარეგისტრირებელი ორგანოსთვის დადგენილი წესით მიმართვისა და რეგისტრაციის
საფუძველზე, რაც სახელმწიფოს არ ართმევს უფლებას, სახელმწიფო საკუთრებად
დაარეგისტრიროს დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
4. ერთი და იმავე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დარეგისტრირების თაობაზე განცხადებით
შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ
ერთდროულად მიმართვის შემთხვევაში დაკმაყოფილდება უფრო ადრე რეგისტრირებული
განცხადება, ერთსა და იმავე დღეს მიმართვისას კი − მუნიციპალიტეტის განცხადება.
მუხლი 108. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა
არსებული
ქონების
სახელმწიფოსთვის
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შენობანაგებობებით ან მათ გარეშე), აგრეთვე წილები/აქციები (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთარი
უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისა)
სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის დასაბუთებული მიმართვის
საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულო წარდგენილ მოთხოვნაზე იღებს დასაბუთებულ დადებით ან
უარყოფით გადაწყვეტილებას. პასუხი წერილობით ეცნობება მოთხოვნის წარმდგენს მისი
წარდგენიდან არაუგვიანეს 45 დღისა. თუ უფლებამოსილმა ორგანომ 45 დღის ვადაში არ მიიღო
გადაწყვეტილება, ქონების მმართველის მიერ მოთხოვნილი ქონება მის საკუთრებაში
გადაცემულ ქონებად ჩაითვლება და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირდება.
მუხლი 111. მუნიციპალიტეტის ქონების შექმნის წყაროები
მუნიციპალიტეტის ქონება იქმნება:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით;
ბ) საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით;
გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს
სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების შექმნით ან შეძენით.
მუხლი 114. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონების
რეგისტრაცია
1. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება
რეგისტრირდება საჯარო რეესტრში ქონების მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ
კანონის 113-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის ვადაში.
2. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების სარეგისტრაციო მონაცემები, სარეგისტრაციო
მონაცემების ცვლილებები და შესწორებები საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 115. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის
რეგულირება
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის
წესებს, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის
უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე
ანგარიშსწორების წესებს ამ კანონის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 116. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ქონების განკარგვისას
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მართვის ან სარგებლობის უფლებით გადაცემისას
ან სხვაგვარად განკარგვისას მუნიციპალიტეტს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლის
(რწმუნებულის) მეშვეობით.
მუხლი 118. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ფორმები
1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული
აუქციონის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით მოსარგებლე მოძრავ ნივთს
საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან
დაზიანებული ნივთის იდენტური, დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის
ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
მუხლი 119. აუქციონის გამოცხადება და ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია
ქვეყნდება აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის − აუქციონატორის ვებგვერდზე და
ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge.
2. მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის
ფორმით. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია
ქვეყნდება აუქციონატორის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge.
3.
აუქციონის
ფორმით
მუნიციპალიტეტის
ქონების
განკარგვის
მიზანია
საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც
ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს
შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი პირობებით გამოცხადდება – საკუთრების/სარგებლობის
უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც აიღებს ვალდებულებას,
დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის
ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წარადგენს უფლებამოსილი
ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას
ან იხდის ბეს. ბეს გადახდას უთანაბრდება დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშზე
არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის
აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი აუქციონის წესისა და პირობების
დარღვევის შემთხვევაში.
5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი აუქციონატორს წარუდგენს განაცხადს. განაცხადის
წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და
პირობებს.
განაცხადში
აღინიშნება
ინფორმაცია
აუქციონის
მონაწილის
შესახებ,
მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია.
6. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა:
ა) ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა საფასური;
ბ) უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ
წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის
ანგარიშზე, ხოლო გადახდილი ბეს თანხა არ უბრუნდება აუქციონის მონაწილეს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი
საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის
მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონის წესი ან/და პირობები.
9. თუ უფლებამოსილმა ორგანომ გააუქმა ქონების განკარგვის თაობაზე
გადაწყვეტილება, გადახდილი ბეს თანხა უბრუნდება აუქციონის მონაწილეს.
მიღებული
10. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ
ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის
შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით აუქციონზე
ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ
საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
11. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა,
ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე
პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
მუხლი 120. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება და
გარიგების ბათილობა
1. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.
2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების
პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამ ოქმის საფუძველზე
ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
3. მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების ან/და
აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენს ეძლევა საკუთრების
დამადასტურებელი მოწმობა.
4. მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
დაკავშირებული
სადავო
საკითხის
მუხლი 122. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი
1.
მუნიციპალიტეტის
ქონების
სარგებლობის
უფლებით
გადაცემისას
შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსითგათვალისწინებული შემდეგი ფორმების
გამოყენება:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.
2. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება
იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.
3. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით
გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას
დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
4. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან
პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის
შესახებ
გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი
ორგანო
იღებს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.
5. პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. მუნიციპალიტეტის ქონების
სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა
ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით
უფლებამოსილია
მუნიციპალიტეტის
ქონება
უსასყიდლო
აღნაგობის,
უსასყიდლო
უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და
ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი
წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებს.
მუხლი 127. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა
1. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით.
2. მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის/აქციონერის
უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში მუნიციპალიტეტის
ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, აგრეთვე ფულადი შენატანის განხორციელების
შესახებ.