„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გ.ჟორჟოლიანი, ე. ტრიპოლსკი
ნომერი
#07-3/451/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-08
ბიუროს ნომერი 288

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.07.1999, სარეგისტრაციო კოდი: 030.000.000.05.001.000.672) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 352 მუხლი: „მუხლი 352 თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით საქმის წარმოების წესი 2015 წლის 1 ოქტომბრამდე სასამართლოში თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელებზე, რომლებზეც მიღებული არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, საქმის წარმოება დასრულდეს საერთო სასარჩელო წესით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ცვლილება განპირობებულია საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების პროექტით, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას რომლის თანახმადაც თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირების გადაწყვეტილებები გასაჩივრდება თბილისის მერთან, ნაცვლად არსებული პროცედურისა, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში. ცვლილება განპირობებულია იმ აუცილებლობით, რომ არსებული გადაწყვეტილებები, რომლებიც გასაჩივრებულია ან შესაძლებელია გასაჩივრდეს მოქმედი წესით დაექვემდებაროს ძველი წესით განხილვას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შემდეგ სამართლებრივად დარეგულირდეს გარდამავალი პერიოდი და ნათლად აისახოს თუ როგორ უნდა დასრულდეს ძველი საჩივრების განხილვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს ემატება გარდამავალი მუხლი, რომლის თანახმადაც 2015 წლის 1 ოქტომბრამდე სასამართლოში თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელებზე, რომლებზეც მიღებული არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, საქმის წარმოება დასრულდეს საერთო სასარჩელო წესით. აღნიშნული ცვლილება შესაძლებელს გახდის ძველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე საქმის წარმოება დასრულდეს სასამართლოებში, ხოლო ახალი გასაჩივრებული აქტები განხილულ იქნება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლების მოექცევიან ამ კანონპროექტის რეგულირების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.დ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და ერეკლე ტრიპოლსკი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და ერეკლე ტრიპოლსკი