„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2015
ავტორი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/344/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-08
ბიუროს ნომერი 288

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო (საქართველოს მაცნე (www.matsne.gov.ge), 11/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.017568) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. მიკვლევადობის განსახორციელებლად სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელები ეტიკეტირებული უნდა იყოს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელები ეტიკეტირებული უნდა იყოს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების საკითხების განსხვავებული წესით დარეგულირების აუცილებლობა. 2015 წელს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონი ადაპტირებული იქნა მევენახეობა-მეღვინეობის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფისა საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV), და ევროკავშირის სტანდარტებზე (WWTG) ღვინით (ევრორეგლამენტები 491/2009 და 110/2008), რამაც განაპირობა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ნორმების შეცვლაც. ეს, უპირველესყოვლისა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობასა და მომხმარებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას. ვინაიდან კანონი მხოლოდ საქართველოში წარმოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის ეტიკეტირების წესს ადგენდა, აუცილებელი გახდა საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნებისმიერი დაფასოებული ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელის ეტიკეტირების წესების შემოღებაც. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, სურსათის ტერმინში მოიაზრება ყველა სახის სასმელი, მათ შორის ღვინო, ამავდროულად სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურადაა მოწესრიგებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №441 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტირების სპეციალური წესების განსაზღვრა განპირობებულია იმით, რომ რეგლამენტის ჩანაწერთა ნაწილი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებთან მიმართებაში არარელევანტურია. მაგალითად, რეგლამენტით დადგენილია, რომ ეტიკეტზე სავალდებულო წესით დატანილ უნდა იქნეს სურსათის ინგრედიენტების ჩამონათვალი, დამზადების თარიღი, ვარგისიანობისა და შენახვის ვადა, ასევე სურსათის კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაცია (რეგლამენტის მე-3, მე-4, მე-5 მუხლები) და სხვ. რაც საერთაშორისო სტანდარტით, არ შეიძლება სავალდებულო იყოს ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტირებისას. მსგავსი ინფორმაციის დატანა ღვინის, ბრენდის ან სპირტების ეტიკეტზე, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა საერთოდ გაუმართლებელიც კი იყოს. აქედან გამომდინარე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ხელშეწყობისა და არსებულ საერთაშორისო წესებზე (OIV) ქართული კანონმდებლობის ადაპტირების მიზნით, აუცილებელია ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე დასატანი ინფორმაციის სისტემატიზაცია და მეღვინეობის დარგის მარეგულირებელ ძირითად აქტში შესაბამისი ჩამონათვალის გაკეთება. ვინაიდან, სურსათის, მათ შორის ნებისმიერი სასმელის, ეტიკეტირების ზოგად წესებს ადგენს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ და ამავდროულად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონმა განსაზღვრა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის ეტიკეტირების წესი, აუცილებელია კოდექსში ეტიკეტირების სპეციალურ ნორმებთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება. სწორედ აღნიშნულმა მიზეზებმა განაპირობეს, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მომზადება. საქართველოს ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელება, იმისათვის რომ გაიმიჯნოს და დაზუსტდეს სურსათი/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის ეტიკეტირებასა და ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირებასთან დაკავშირებული წესები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა კანონის პირველი მუხლის პირველ და მეორე ნაწილიში და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა მე-17 მუხლის მე-3 და მე-18 მუხლის პირველი ნაწილები, რომლითაც სურსათის ეტიკეტირების არსებული წესისგან გაიმიჯნა ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების წესები, კერძოდ აღნიშნული განხორციელდება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით არ არის მოსალოდნელი ფინანსურ შედეგების დადგომა იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება. ვინაიდან, კანონპროექტის თანახმად, გაიმიჯნა ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების წესები, სურსათი/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის და აგროქიმიკატის, ასევე გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესებისაგან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. მცენარეთა სურსათის/ცხოველის დაცვის საკვების კოდექსში უვნებლობის, ვეტერინარიისა საკანონმდებლო (საქართველოს და მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიკვლევადობის განსახორციელებლად სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და მთავრობის მიერ აგროქიმიკატი დადგენილი ეტიკეტირებული წესის უნდა შესაბამისად, იყოს საქართველოს ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 2. მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და მთავრობის მიერ აგროქიმიკატი დადგენილი ეტიკეტირებული წესის უნდა შესაბამისად, იყოს საქართველოს ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. 22-ე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად განადგურებაზე ზედამხედველობა;“. მიჩნეული სურსათის/ცხოველის საკვების