„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2015
ავტორი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/349/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-08
ბიუროს ნომერი 288

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური თავისი კომპენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.‘‘. 2. მე-7 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და რეაგირების მიზნით ახორციელებს შრომის პირობების შემოწმებას და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს.“. 3. 24-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახურის მიერ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი.“. 2 მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების არაეფექტურობა, რაც აღნიშნულია გეგმის საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მე-3 ანგარიშში.ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უნდა მოხდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატისა და უფლებამოსილების გადახედვა, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობა (2.3. ბლოკი 3: საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; 2.3.1. ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლა და მათი პრევენცია; 2.3.1.2. ტრეფიკინგი). აგრეთვე, შრომის ინსპექციის არარსებობა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტრეფიკინგის თაობაზე გამოცემულ 2013 და 2014 წლების ანგარიშებში ერთ-ერთ ძირითად ხარვეზად არის აღნიშნული, რის გამოც საქართველო განკუთვნილია მე-2 კალათაში და მიჩნეულია, რომ სრულად ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური სამსახურისათვის იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და რეაგირების მიზნით სახელმწიფო 4 ზედამხედველობის ფუნქციის მინიჭება, რაც ხელს შეუწყობს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის განხორციელებას, ასევე პრევენციის ეფექტური ღონისძიებების გამოვლენის ხელშეწყობას და დაგეგმვასა ადამიანით და ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური სამსახურის ჩართულობის უზრუნველყოფას საკანონმდებლო დონეზე. კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური უფლებამოსილი იქნება განახორციელოს შრომის პირობების შემოწმება მხოლოდ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და რეაგირების მიზნით და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს. იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობისათვის განხორციელების წესი დადგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2016 წლის 1 იანვრამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის ნაწილზე. მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო 5 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპები: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და მიზნად ისახავს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მე-3 ანგარიშში ასახული რეკომენდაციის შესრულებას. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: 6 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
7 „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება: მუხლი 6. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში 1. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ქმნიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის საჭირო პირობებს, ახორციელებენ ამ დანაშაულის შესაძლო რისკის ჯგუფებისათვის სამართლებრივი, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას, აგრეთვე ატარებენ შესაბამის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიას. 2. სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისათვის მის ხელმისაწვდომობას, სამუშაოს მაძიებელთა შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის განხორციელებას, უმუშევართა დასაქმებისათვის სათანადო პროექტების შემუშავებისა და რეალიზაციის ხელშეწყობას. 3. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ტურისტების და დამსვენებლების დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას. 5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობებისა და საქართველოს ვიზების გაცემას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა საქართველოს ფარგლების გარეთ დასაქმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხო ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებისათვის მოლაპარაკებების გამართვას, ხოლო საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა სამართლებრივი დახმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრას. (12.06.2012. N6439) 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში 8 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის და მათი საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის აღრიცხვის უზრუნველსაყოფად აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების გატარებასა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების საქმიანობას, აგრეთვე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, შეისწავლის და აანალიზებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. 7. სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და ამ მიზნით თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაწესებულებებთან. მუხლი 7. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არის იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამ დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის, დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და მათთვის სასჯელის შეფარდების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რომლებიც აუცილებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვისა და დახმარებისათვის. 2. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყოფენ ამ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას, დანაშაულში ბრალდებული პირების დადგენას, დაკავებას და მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) 3. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვას, შეიმუშავებენ სავალდებულო სახელმძღვანელო მითითებებს და თავიანთი თანამშრომლებისათვის უზრუნველყოფენ სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ჩატარებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების, მათდამი მოპყრობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეთა წარმოების თავისებურებებზე. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განხორციელებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა პირადი უსაფრთხოების დაცვას, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან. 5. საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეებზე 9 თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. 6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს პროკურატურის და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედ ჯგუფს უფლება აქვს, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისაგან, უშუალოდ მიიღოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. (12.06.2012. N6439) მუხლი 24. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა დაფინანსება. 2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, პირის საკოორდინაციო საბჭოში წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან გამოყვანის წესი, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი (დებულება). (20.09.2013. N1268 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 3. საკოორდინაციო საბჭომ 2014 წლის 1 აპრილამდე მოამზადოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები და წესი. (20.09.2013. N1268 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 31. ფონდის დირექტორმა 2014 წლის 1 აპრილამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ფონდის დებულება. (20.09.2013. N1268 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 32. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის მე-2, მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე. (20.09.2013. N1268 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 10 4. საკოორდინაციო საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს: ა) საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელი სტანდარტები, მოთხოვნები და მისი დებულების ნიმუში; გ) სამოქმედო ინსტრუქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დასაცავად (ეროვნული რეფერალური მექანიზმი); დ) ფონდიდან კომპენსაციის გაცემის წესი. 5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის წესი და ფორმები. 8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში. 9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესი. 10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრა და სათანადო ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ. 11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის სარატიფიკაციოდ წარდგენა.