„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-29
ბიუროს ნომერი 298
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ (სსმ, 41(48), 13/08/1999,
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) 3221 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე
ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც შემოვიდა უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან
სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის
კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც
1951 წლის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს
სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას და უნებართვოდ იმყოფება საქართველოს
ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ თავად გამოცხადდება ხელისუფლების
ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარადგენს თავისი უკანონო შემოსვლის ან ყოფნის
შესახებ და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ეს მუხლი აგრეთვე არ
ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის
სტატუსის მოპოვებამდე.“
ბ) 344-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე
ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც შემოვიდა უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან
სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის
კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც
1951 წლის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს
სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას და უნებართვოდ იმყოფება საქართველოს
ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ თავად გამოცხადდება ხელისუფლების
ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარადგენს თავისი უკანონო შემოსვლის ან ყოფნის
შესახებ და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ეს მუხლი აგრეთვე არ
ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის
სტატუსის მოპოვებამდე.“
2
გ) 362-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან
მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც მოდის უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან, სადაც
მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის
პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც 1951 წლის
კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს
საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ
დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით
გამოცხადდება და სათანადო განმარტებებს წარადგენს ხელისუფლების ორგანოებში ამ
მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მიზეზებთან დაკავშირებით, თუ მის
ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 344-ე მუხლის (საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) შენიშვნის გათვალისწინებით: „ეს მუხლი არ
ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის
არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს
ხელისუფლებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ეს მუხლი აგრეთვე
არ ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის
სტატუსის მოპოვებამდე.“ აღნიშნული რედაქციის მიხედვით ნებისმიერი უცხოელი
რომელიც შეიძლება რეალურად სხვა მიზნით შემოდის საქართველოში საზღვრის უკანონო
კვეთის გზით, შეუძლია მოითხოვოს თავშესავფარი და ამით თავი აარიდოს
პასუხისმგებლობას. ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის 31 მუხლის
თანახმად კი: ხელშემკვრელი სახელმწიფოები არ სჯიან მათ ტერიტორიაზე უკანონო
შემოსვლის ან ყოფნისათვის ლტოლვილებს, რომლებიც შემოვიდნენ უშუალოდ იმ
ტერიტორიებიდან, სადაც მათ სიცოცხლეს ან თავისუფლებას პირველი მუხლით
გათვალისწინებული საშიშროება ემუქრებოდა. უნებართვოდ იმყოფებიან ამ სახელმწიფოს
ტერიტორიაზე - იმ პირობით, რომ ასეთი ლტოლვილები დაუყოვნებლივ თავად
გამოცხადდებიან ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარადგენენ
თავისი უკანონო შემოსვლის ან ყოფნის შესახებ.
ანალოგიური, რედაქციით არის ასევე ფორმულირებული „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის“ 3221-ე მუხლის (ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის
დარღვევა) შენიშვნაც და ისიც საჭიროებს კორექტირებას 344-ე მუხლის მსგავსად.
ამასთან, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 362-ე მუხლის (ყალბი
დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) შენიშვნის
მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, თუ იგი საქართველოში შემოვიდა იმ ქვეყნიდან
სადაც მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე და ამ მიზნით გააყალბა
დოკუმენტაცია. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (1951 წლის კონვენციის
დებულებების აღსრულებაზე სამეთვალყურეო ორგანო - მუხლი 35) აღმასრულებელი
კომიტეტის განმარტების თანახმად აღიარებულია, რომ სიტუაციამ შესაძლოა აიძულოს
თავშესაფრის მაძიებელი ან ლტოლვილი წარმოშობის ქვეყნის - სადაც მის ფიზიკურ
ხელშეუხებლობას ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება - დატოვებისას გამოიყენოს ყალბი
4
დოკუმენტები. როდესაც არ არსებობს
დოკუმენტების გამოყენება უსაფუძვლოა... 1
ასეთი
გამოუვალი
მდგომარეობა,
ყალბი
სწორედ ის გარემოება, რომ შეიზღუდოს საზღვრის უკანონოდ კვეთისათვის
პასუხისმგებლობისაგან
გასათავისუფლებელ
პირთა
წრე
და
ამასთან,
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ ის თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც
იძულებული ხდებიან დატოვონ თავისი წარმოშობის ან მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა
ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ვინაიდან ეს მათი ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ
გზას წარმოადგენდა, გახდა საფუძველი მომზადებულიყო
„საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია შემუშავდეს ისეთი სამართლებრივი მექანიზმები,
რომლებიც თავიდან აგვაცილებს თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა
უსაფუძვლოდ დაკავებასა და დაპატიმრებას მხოლოდ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით
საზღვრის უკანონო კვეთისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც ეს მათი ფიზიკური გადარჩენის
ერთადერთ გზას წარმადგენდა და ამასთან ერთად, მაქსმიმალურად დაგვაახლოებს
თავშესაფრის სფეროში არსებულ მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს. შეიზღუდოს
საზღვრის უკანონოდ კვეთისათვის პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებელ პირთა
წრე, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას.
აღნიშნული ამასთანავე წარმოადგენს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის
კონვენციის 31 მუხლის მოთხოვნის იმპლემენტაციას და გამომდინარეობს საქართველოს
მიერ კონვენციის ხელმოწერით აღებული საერთაშორისო ვალდებულებიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კოდექსის 3221 მუხლის შენიშვნა
ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში
გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც
შემოვიდა უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით
გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც 1951 წლის კონვენციისა და
საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს
ხელისუფლებას და უნებართვოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ
დაუყოვნებლივ თავად გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო
განმარტებებს წარადგენს თავისი უკანონო შემოსვლის ან ყოფნის შესახებ და თუ მის
ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ეს მუხლი აგრეთვე არ ვრცელდება პირზე,
თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად
ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.“
1
UNHCR, ‘Report of the 40th Session of the Executive Committee’, UN doc. A/AC.96/737, p. 23
5
ასევე ცვლილება შედის კოდექსის 344-ე მუხლის შენიშვნაში და ყალიბდება შემდეგი
შინაარსით: „შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის
მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც
შემოვიდა უშუალოდ იმ
ტერიტორიებიდან სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის
შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე
ემუქრებოდა და რომელიც 1951 წლის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას და უნებართვოდ
იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ
დაუყოვნებლივ თავად
გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარადგენს თავისი
უკანონო შემოსვლის ან ყოფნის შესახებ და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის
ნიშნები. ეს მუხლი აგრეთვე არ ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.“
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქემ
ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი უკანონოდ
გადმოკვეთა ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა განახორციელა „ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, იმ
მიზეზით, რომ ეს პირი გადაადგილდება იმ ტერიტორიებიდან, სადაც მის სიცოცხლეს ან
თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი
მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც 1951 წლის კონვენციისა
და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს
ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ თავად გამოცხადდება ხელისუფლების
ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარადგენს თავისი უკანონო შემოსვლის ან ყოფნის
შესახებ, ასეთ პირზე შესაბამისად არ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 3221 და 344-ე მუხლები, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
კოდექსის 362-ე მუხლის შენიშვნას ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან
მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც მოდის უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან, სადაც
მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის
პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც 1951 წლის
კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს
საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ
დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით
გამოცხადდება და სათანადო განმარტებებს წარადგენს ხელისუფლების ორგანოებში ამ
მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მიზეზებთან დაკავშირებით, თუ მის
ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“
კოდექსის 362-ე მუხლის შენიშვნისათვის მე-3 პუნქტის დამატებით, აღნიშნული
მუხლი არ გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული
კანონდარღვევა, თუმცა ეს პირი გადაადგილდება იმ ტერიტორიებიდან, სადაც მის
სიცოცხლეს ან თავისუფლებას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის
პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც 1951 წლის
კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს
6
საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით თავად
გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარადგენს ამ
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის თაობაზე. ამასთან ეს ერთადერთო გზა იყო მისი
ფიზიკური გადარჩენისათვის. აქვე აღსანიშნავია, რომ მის ქმედებაში არ უნდა იყოს სხვა
დანაშაულის ნიშნები.
კანონპროექტის მიღება გააუმჯობესებს იმ პირთა მდგომარეობას, რომლებზედაც
ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ: თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები არ დაისჯებიან სისხლის სამართლის წესით
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთისათვის ან ყალბი
დოკუმენტების გამოყენების გზით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო
კვეთისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო ერთადერთი გზა მათი ფიზიკური
გადარჩენისთვის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
პროექტის მიღება
არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე,
რომლებიც ექცევიან ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
7
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. ეს
კანონპრექტი მომზადებულია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის
სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის 2014 წლის პირველი ფაზის
რეკომენდაციის შესასრულებლად.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. საქართველოს კანონმდებლობა თავსებადობაში მოვა
საქართველოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, კერძოდ
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციასთან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
8
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, სადაც
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება
მუხლი 3221. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა
1. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის
დარღვევით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
დ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე
ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად
თავშესაფარს სთხოვს ხელისუფლებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის
ნიშნები. ეს მუხლი არ ვრცელდება აგრეთვე პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №795 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.282
მუხლი 344. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე
ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად
თავშესაფარს სთხოვს ხელისუფლებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის
ნიშნები. ეს მუხლი აგრეთვე არ ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.
მუხლი 362. ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან
გამოყენება
9
1. ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან
ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან
გამოყენება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, –
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა:
1. ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.