„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-29
ბიუროს ნომერი 298
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 30.10.2008, მუხ. 172) მე-4 მუხლის მე-4
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა) საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე
პირზე, რომელიც შემოვიდა უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან სადაც მის სიცოცხლეს ან
თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი
მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა
და რომელიც 1951 წლის
კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს
საქართველოს
ხელისუფლებას
და
უნებართვოდ
იმყოფება
საქართველოს
ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ
დაუყოვნებლივ თავად გამოცხადდება
ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარადგენს თავისი უკანონო
შემოსვლის ან ყოფნის შესახებ და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები,
აგრეთვე პირზე, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე;“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე2 პუნქტის შესაბამისად, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის
აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, გარდა ამავე
მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც: აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ტერიტორიებზე
შესვლა
ხდება
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის
მიმართულებიდან.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად კი,
აღნიშნული აკრძალვა და შესაბამისი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება: საქართველოში
შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს სახელმწიფოს, თუ
მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები, აგრეთვე პირზე, რომელმაც
აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად
ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის
მოპოვებამდე;
შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები კი დადგენილია საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 3221 მუხლით. ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ეს მუხლი არ
ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის
არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავშესაფარს
სთხოვს ხელისუფლებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ეს
მუხლი არ ვრცელდება აგრეთვე პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.
ზემოაღნიშნული კანონების რედაქციების მიხედვით, ნებისმიერი უცხოელი,
რომელიც შეიძლება რეალურად სხვა მიზნით შემოდის საქართველოში საზღვრის
უკანონო კვეთის გზით, შეუძლია მოითხოვოს თავშესავფარი და ამით თავი აარიდოს
პასუხისმგებლობას. ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის 31
მუხლის თანახმად კი: ხელშემკვრელი სახელმწიფოები არ სჯიან მათ ტერიტორიაზე
უკანონო შემოსვლის ან ყოფნისათვის ლტოლვილებს, რომლებიც შემოვიდნენ
უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან, სადაც მათ სიცოცხლეს ან თავისუფლებას პირველი
მუხლით გათვალისწინებული საშიშროება ემუქრებოდა. უნებართვოდ იმყოფებიან ამ
სახელმწიფოს ტერიტორიაზე - იმ პირობით, რომ ასეთი ლტოლვილები დაუყოვნებლივ
3
თავად გამოცხადდებიან ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო განმარტებებს
წარადგენენ თავისი უკანონო შემოსვლის ან ყოფნის შესახებ.
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შეიზღუდოს საზღვრის უკანონოდ
კვეთისათვის პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებელ პირთა წრე და ამასთან,
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ ის თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც
იძულებული ხდებიან დატოვონ თავისი წარმოშობის ან მუდმივი საცხოვრებელი
ქვეყანა, ვინაიდან ეს მათი ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ გზას წარმოადგენდა,
მომზადდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. კანონპროექტის თანახმად, ამ კოდექსის 3221
მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის
მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც
შემოვიდა უშუალოდ იმ
ტერიტორიებიდან სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის
შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე
ემუქრებოდა და რომელიც 1951 წლის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას და უნებართვოდ
იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ თავად
გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარადგენს
თავისი უკანონო შემოსვლის ან ყოფნის შესახებ და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა
დანაშაულის ნიშნები. ეს მუხლი აგრეთვე არ ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული
ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.“
სწორედ ეს გახდა მიზეზი მომზადებულიყო საქართველოს კანონის პროექტი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“.
ეს კანონპროექტი გამომდინარეობს „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში განხორციელებული ცვლილებიდან და წარმოადგენს მის თანმდევ
კანონპროექტს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონის თავსებადობაში მოყვანა „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან. აღნიშნული ამასთანავე წარმოადგენს
ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის 31 მუხლის მოთხოვნის
იმპლემენტაციას და გამომდინარეობს საქართველოს მიერ კონვენციის ხელმოწერით
აღებული საერთაშორისო ვალდებულებიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შედის ცვლილება და
ყალიბდება შემდეგი რედაქციით:
4
„ა) საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე
პირზე, რომელიც შემოვიდა უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან სადაც მის სიცოცხლეს ან
თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი
მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა
და რომელიც 1951 წლის
კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს
საქართველოს
ხელისუფლებას
და
უნებართვოდ
იმყოფება
საქართველოს
ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ
დაუყოვნებლივ თავად გამოცხადდება
ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარადგენს თავისი უკანონო
შემოსვლის ან ყოფნის შესახებ და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
აგრეთვე პირზე, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე;“
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თავსებადობაში
მოდის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელ
ცვლილებებთან. კერძოდ, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირები არ დაისჯებიან სისხლის სამართლის წესით საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესვლის გამო, თუ პირი შემოვიდა უშუალოდ
იმ ტერიტორიებიდან სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა
სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული
საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც 1951 წლის კონვენციისა და საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას და
უნებართვოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ
დაუყოვნებლივ თავად გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო
განმარტებებს წარადგენს თავისი უკანონო შემოსვლის ან ყოფნის შესახებ და თუ მის
ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
5
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე,
რომლებიც ექცევიან ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
სხვა
სახის
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. ეს
კანონპრექტი მომზადებულია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის
სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის 2014 წლის პირველი ფაზის
რეკომენდაციის შესასრულებლად.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
საქართველოს
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. საქართველოს
კანონმდებლობა თავსებადობაში მოვა საქართველოს მიერ რატიფიცირებულ
საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, კერძოდ „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951
წლის 28 ივლისის კონვენციასთან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
6
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
7
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი
რედაქცია, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება
მუხლი 4. თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და
მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე
შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან
შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით
დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს,
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ
მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და შესაბამისი
პასუხისმგებლობა არ ვრცელდება :
ა ) საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე
პირზე , რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს
სახელმწიფოს , თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები, აგრეთვე პირზე ,
რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის ( ტრეფიკინგის )
მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის ( ტრეფიკინგის ) მსხვერპლის
სტატუსის მოპოვებამდე ;
ბ ) იმ პირზე , რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს გადაუდებელ
ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად ,
კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფს საკვებით , მედიკამენტებითა და პირველადი
მოთხოვნილების საგნებით ;
გ) იმ პირზე, რომელზედაც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები
ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან
შესვლამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – შესვლის შემდგომ გონივრულ
ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შესვლისა და ამ ტერიტორიებიდან გასვლის დრო. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ასევე ვალდებული არიან წარადგინონ
ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4994 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.