ბრძანება N 7008
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7008
03.04.2023
შპს „---- -------“ (ს/ნ ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 7 მარტის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი№29) იმსჯელა შპს „---- -----“ (ს/ნ ------) №39674/21 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 27 ივნისის №024-52 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „---- ---“ (ს/ნ --------) აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2019 წლის 27 ივნისის N21312 ბრძანება და ამავე თარიღის N024-52 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით სამჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ და ფაქტიურ მისამართებზე (-------------------------), თუმცა ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 18 სექტემბერს განხორციელდა ზემოაღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2019 წლის 8 ოქტომბერს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 7 მარტს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ პირი, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, გაეცნო აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მარტის საგადასახადო შემოწმების შესახებ №6229 ბრძანებას (გაცნობის თარიღი - 30.03.2018) და საგადასახადო შემოწმების 2018 წლის 22 მარტის №6229 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 8 მაისის №10900 ბრძანებას (გაცნობის თარიღი -14.05.2018). აგრეთვე, გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე (საჩივრის დანართად) არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2019 წლის 27 ივნისის №21312 ბრძანება და ამავე თარიღის №024-52 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 3-ჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, როგორც იურიდიულ, ასევე ფაქტიურ მისამართზე. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, აღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---- -----“ (ს/ნ -------) საჩივარი 2019 წლის 27 ივნისის №024-52 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „-------“ (ს/ნ --------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის №024-52 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი, „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2019 წლის 27 ივნისის №21312 ბრძანება და ამავე თარიღის №024-52 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 3-ჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, როგორც იურიდიულ, ასევე ფაქტიურ მისამართზე. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.
გადაწყვეტილება
ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილი იყო საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44 (1.10.11); 301;304;