ბრძანება N 32972
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32972
26 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ "------" (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის. :"------")
2023 წლის 13 და 21 დეკემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") 2023 წლის 13 დეკემბრის №86023/1/2023 და 21 დეკემბრის №218304/21-11 და №218269/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის №006-624 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ როგორც მისთვის ცნობილია, პირთა ნაწილი, რომლებთანაც გაფორმებულია სადავო ხელშეკრულებები საგამოძიებო სამსახურის მიერ არ გამოკითხულა. მომჩივანი ითხოვს, ფინანსთა სამინიტროში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნას ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლებშიც პირები აღიარებენ, რომ მისთვის პროცენტი არ გადაუხდიათ.
2. გადასახდის გადამხდელი განმარტავს, რომ არასდროს ყოფილა მეწარმე, ხოლო მის მიერ ჩადენილი სამართალდარღევვა გამოწვეულია შეცდომისა და კანონის არცოდნით. მომჩივანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლსი მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანებით ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივრები 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 22 ივნისის №006-279 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. ი/მ "------"ის (ს/ნ "------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 26 დეკემბერი 2023 N 32972
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 13 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც 2023 წლის 22 ივნისის №006-279 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხებიდან შემცირებას დაექვემდებარა სულ 9 741 ლარი, მათ შორის გადასახადი 6 494 ლარი და ჯარიმა 3 247 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 14 ნოემბრის №006-567 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ხოლო 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები არ შემცირდა და აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 დეკემბრის №006-624 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ, სრულად იქნა შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნა სრულად თანხვედრაშია აღნიშნულ მასალებთან, შედეგად ამ ნაწილში კორექტირება არ მომხდარა. ხოლო, 2023 წლის 22 ივნისის №006-279 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა დაკორექტირებულ იქნა მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე, კერძოდ პირები, რომელთა გადახდილ პროცენტებზე ინფორმაცია ასახული იყო საგამოძიებო მასალებში დაკორექტირდა მოწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებებით დარიცხული თანხები, სულ 9741 ლარით, მათ შორის, გადასახადი 6494 ლარი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული ჯარიმა 3247 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანების შესაბამისად გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები არ შემცირდა. შემოწმების მიერ, სრულად იქნა შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, ვინაიდან 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნა შესაბამისობაშია წარმოდგენილი დოკუმენტებთან, მისი კორექტირება არ მომხდარა, ხოლო 2023 წლის 22 ივნისის №006- 279 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა დაკორექტირდა (შემცირდა) საგამოძიებო სამსახურის მოწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად და გათვალისწინებულ იქნა იმ პირთა მიერ გადახდილი პროცენტები, რომლის შესახებ ინფორმაცია ასახული იყო საგამოძიებო სამსახურის მასალებში, რაზეც გამოიცა 2023 წლის 14 ნოემბრის №006-567 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანების შესაბამისად შემოწმების მიერ სრულად იქნა შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელწერილები და აღსანიშნავია, რომ პირების უმეტესობა გამოკითხულია საგამოძიებო სამსახურის მიერ.
იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2023 წლის 14 ნოემბრის №006-567 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც განხორციელდა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება, ხოლო 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები სრულად თანხვედრაში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციასთან, რის შედეგებზეც შედეგად გამოიცა 2023 წლის 11 დეკემბრის №006-624 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანების აღსრულება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება/საკითხი, რომელიც თავდაპირველი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა აღსასრულებელად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისათვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
2. მომჩივანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლსი მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ, სრულად იქნა შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა დაკორექტირებულ იქნა მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე, კერძოდ პირები, რომელთა გადახდილ პროცენტებზე ინფორმაცია ასახული იყო საგამოძიებო მასალებში დაკორექტირდა მოწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებებით დარიცხული თანხები, მათ შორის, გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).