გადაწყვეტილება № 27910/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 16.09.2026
№ დოკუმენტი 27910/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 27910/2/2026

16 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 4.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27910/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33108 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის №006-509 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3447 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 841 879,52 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 409 387

დღგ - 158 990

მიწა - არასასოფლო - (- 395)

საშემოსავლო გადასახადი - 250 792

ჯარიმა - 204 891

საურავი - 227 601,52

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 27.12.2019 წლის აქტით. შემოწმებულია 1.08.2016 წლიდან 1.04.2019 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №006-1217 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31080 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31080 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 28.02.2023 წლის №006-78 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12655 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.11.2023 წლის №20402/2/2023 გადაწყვტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 9.11.2023 ნოემბრის №20402/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 27.12.2023 წლის №33108 ბრძანებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33108 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.12.2024 წლის №006-509 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3447 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:

4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 6.08.2026 წლის №74828-21-04 წერილის მიხედვით, ვინაიდან გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3447 ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია, შემოსავლების სამსახურმა ავტომატურ რეჟიმში განახორციელა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3447 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 2025 წლის 31 მარტს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3447 ბრძანება გაგზავნილია გასასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2025 წლის 26 თებერვალს და გაცნობა ფიქსირდება 2026 წლის 21 ივლისს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3447 ბრძანება საჯაროდ გავრცელდა 31.03.2025 წელს, ჩაბარებულად ითვლება 20.04.2025 წელს. საჩივრის წარმოდგენა მომჩივანს შეეძლო 13.05.2025 წლის ჩათვლით (გასაჩივრების ვადის მე-20 დღე არის 10 მაისი - შაბათი, მომდევნო დღე არის 11 მაისი - კვირა, შემდეგი დღე არის 12 მაისი - უქმე დღე (შრომის კოდექსი - 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი)). საჩივარი (№---------) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 4.08.2026 წელს (წარმოდგენილია კანცელარიაში №--------), შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3447 ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

მომჩივნის წარმომადგენელმა სატელეფონო კომუნიკაციისას განმარტა, რომ გამოქვეყნების შესახებ იყო უცნობი. მხარეს არ ჩაბარებია. იყო სხვა ლიკვიდატორი. ელოდებოდა მას, არ მისვლია გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მოიძიეს ავტორიზაციის პაროლი და ნახა გადაწყვეტილება.

საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებებით არ დასტურდება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3447 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33108 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგინდა, რომ საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 2026 წლის აგვისტოში,ანუ ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301(ე)