გადაწყვეტილება №21145/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 19.02.2024
№ დოკუმენტი 21145/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21145/2/2023

19 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 24.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21145/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. მომსახურების გაწევაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, დღგ-ის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №037-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24277 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 368 941 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 197 793

დღგ - 38990

საშემოსავლო გადასახადი - 158 803

ჯარიმა - 99 523

საურავი - 71 625

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33265 ბრძანება და №037-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24277 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებით და შემოსავლების სამსახურის 2.11.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24277 ბრძანება გაგზავნილია გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2.10.2023 წელს და გაცნობა ფიქსირდება 3.10.2023 წელს.

ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო 2.10.2023 წლის №24277 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 3 ოქტომბერს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2023 წლის 23 ოქტომბერი (ორშაბათი), ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 2023 წლის 24 ოქტომბერს, სადავო აქტის გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია საჩივარში დაფიქსირებულ ტელეფონზე, რომელიც წარმოადგენს წარმომადგენლის (როგორც მან აღნიშნა) ნომერს, რომელსაც ეცნობა ვადის დარღვევის თაობაზე და ეთხოვა არგუმენტის/მტკიცებულების წარმოდგენა.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. მომსახურების გაწევაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, დღგ-ის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებით და შემოსავლების სამსახურის 2.11.2023 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24277 ბრძანება გაგზავნილია გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2.10.2023 წელს და გაცნობა ფიქსირდება 3.10.2023 წელს. ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო 2.10.2023 წლის №24277 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 3 ოქტომბერს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2023 წლის 23 ოქტომბერი (ორშაბათი), ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 2023 წლის 24 ოქტომბერს, სადავო აქტის გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია საჩივარში დაფიქსირებულ ტელეფონზე, რომელიც წარმოადგენს წარმომადგენლის (როგორც მან აღნიშნა) ნომერს, რომელსაც ეცნობა ვადის დარღვევის თაობაზე და ეთხოვა არგუმენტის/მტკიცებულების წარმოდგენა. მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე).