გადაწყვეტილება №27951/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 15.09.2026
№ დოკუმენტი 27951/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№27951/2/2026

15 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 12.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27951/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18629 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის №006-84 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 17 ივნისის №13227 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 160 361.95 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 88 614.13

ჯარიმა - 44 306.42

საურავი - 27 441.40

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №6859 და 17 ივნისის №12813 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 18 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №13553 ბრძანება და №006-178 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 194 607.52 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 28 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.08.2025 წლის №18629 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18629 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2026 წლის დასკვნა, 19.03.2026 წლის №6022 ბრძანება და №006-84 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 41 252 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 160 361.95 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 5 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 17 ივნისის №13227 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-15 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 14.08.2026 წლის №------ წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მომჩივანს ელექტრონულად გაეგზავნა 17.06.2026 წელს და აღნიშნული აქტის ელექტრონულად გაცნობის ფაქტი დაფიქსირებულია 15.07.2026 წელს. შესაბამისად, სადავო ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 4.08.2026 წელი (სამშაბათი), ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 12.08.2026 წელს ფოსტის (შპს „-------“ ს/ნ „-------“) მეშვეობით.

საჩივარს ახლავს საფოსტო-საკურიერო მომსახურების დეტალების ამსახველი დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ 3.08.2026 წელს შპს „--------“ დავების განხილვის საბჭოსთვის წარსადგენად გადაეცა მომჩივანის (რეგისტრირებული მისამართზე:„-------“) №08/03/2026 – „-------“ წერილი, რომელიც საბჭოს წარედგინა 12.08.2026 წელს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო დაწესებულებების მიერ ადრესატისთვის კორესპონდენციის ჩაბარების ვადა სცდებოდა გონივრულ ვადას (წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა მიღებიდან 9 დღის შემდგომ), საბჭოს აპარატმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, შპს „------- -სგან“, 2026 წლის 13 აგვისტოს № „-------“ წერილით, მოითხოვა 2026 წლის აგვისტოში მომჩივანის მხრიდან შპს „------ - ის“ მომსახურებით სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ამ კორესპონდენციის ფოსტისთვის ჩაბარების თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

აღნიშნული წერილი, კორესპონდენციის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, დირექციასთან შეთანხმებით, ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - „-------“-ს (პ/ნ „-------“) 15.08.2026 წელს.

შპს „------- - ს“ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ შპს „------ - სთვის“ საჩივრის 3.08.2026 წელს ჩაბარების ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების თარიღად უნდა ჩაითვალოს არა 3.08.2026 წელი (რაც ფიქსირდება საფოსტო-საკურიერო მომსახურების დეტალების ამსახველი დოკუმენტზე), არამედ დავების განხილვის საბჭოში საჩივრის რეგისტრაციის თარიღი, 12.08.2026 წელი.

ამგვარად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას მომჩივანი ელექტრონულად გაეცნო 15.07.2026 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 4.08.2026 წელი, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 12.08.2026 წელს, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დრჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18629 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 18 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №13553 ბრძანება და №006-178 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 194 607.52 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 28 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.08.2025 წლის №18629 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18629 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2026 წლის დასკვნა, 19.03.2026 წლის №6022 ბრძანება და №006-84 15 სექტემბერი 2026 N 03/67852 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 5 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 17 ივნისის №13227 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(ე).