გადაწყვეტილება №21509/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21509/2/2023
05 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------------ი (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------ის 6.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21509/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №CB1443736 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9907 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 21 783.19 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.11.2022 წლის №28027 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 169 563.06 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 217 831.90 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე მომჩივანს 22.02.2023 წლის №CB1443736 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 21 783.19 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.05.2023 წლის №9907 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 9.06.2023 წლის №19647/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა იგივე მოთხოვნით, კვლავ მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მომჩივანი 6.12.2023 წლის №21509/2/2023 საჩივრით მოითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას. აღნიშნულ საკითხზე მიღებულია საბჭოს 9.06.2023 წლის №19647/2/2023 გადაწყვეტილება.
შესაბამისად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.11.2022 წლის №28027 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 169 563.06 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 217 831.90 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე მომჩივანს 22.02.2023 წლის №CB1443736 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 21 783.19 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.05.2023 წლის №9907 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 9.06.2023 წლის №19647/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა იგივე მოთხოვნით, კვლავ მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.
გადაწყვეტილება
ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ზ“);