ბრძანება N 17111

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.07.2026
№ დოკუმენტი 17111
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17111

29 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

უსფ(წ) „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 9 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა უსფ „----“ (ს/ნ ----) 2026 წლის 9 ივლისის №103342/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №094-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმო დაკავშირებული ------- მხარეებისგან იძენს ჰიდრო-ელექტრო სადგურის და სხვა ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქონელსა და სათადარიგო ნაწილებს. ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ კომპანიასა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2025 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება, რომლის თანახმადაც შეფასებისათვის შერჩეული იყო საოპერაციო ხარჯებზე ფასნამატის მაჩვენებელი (-----), შესამოწმებელ მხარედ არჩეული იყო მომწოდებელი კომპანიები, ხოლო შეთანხმების შედეგად საბაზრო მაჩვენებლად განისაზღვრა ----- - 2.67%. გადამხდელი აღნიშნავს, რომ წინასწარი შეთანხმება უშუალოდ საწარმოს არ ეხებოდა, რის გამოც გაურკვეველი იყო შეეხებოდა თუ არა მეგავატ სერვისს წინასწარი შეთანხმებით დადგენილი 2,67%. აღნიშნულის მიუხედავად, კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა შესაბამისი თვეების მოგების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები, სადაც გამოყენებულ იქნა მარჟა 2,67%-ის ოდენობით. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ საგადასახადო მოთხოვნის წარმოდგენის თარიღისათვის პირადი აღრიცხვის ბარათზე საწარმოს არ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მარტის №6889 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა უსფ „-----“ (ს/ნ-----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველი აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივლისის №14817 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 261 999 ლარი, მათ შორის, გადასახადი 162 768 ლარი, ჯარიმა 81 384 ლარი, საურავი 17 847 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

უსფ „----“ დაკავშირებული მხარეებისგან იძენს ჰიდრო-ელექტრო სადგურის და სხვა ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქონელსა და სათადარიგო ნაწილებს. შესყიდვა ხორციელდებოდა რეგულარულად ჯგუფის წევრი კომპანიებისგან - ----- (-----) და ----- (------). შესყიდული პროდუქცია გამოყენებულია შემდგომ ქართული კომპანიისათვის (სს „------“ (ს.ნ -----) მომსახურების გაწევის მიზნით. ----- (-----) და ------(------) ჯგუფში ასრულებენ პროდუქციის შესყიდვის ფუნქციას, რომლებიც მოიძიებენ მესამე პირებს, აფორმებენ მათთან გრძელვადიან კონტრაქტებს, აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. ხოლო, მეგავატ სერვისის ფილიალი განსაზღვრავს შესასყიდი პროდუქციის მახასიათებლებს. ჯგუფში შემავალ კომპანიას და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2025 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა ოპერაციების შეფასების ცალმხრივი წინასწარი შეთანხმება. შეთანხმების საგანს წარმოადგენს ----- კომპანიის მეშვეობით ჰიდრო-ელექტრო სადგურის და სხვა ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქონლისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვის საბაზრო პრინციპთან შესაბამისი ფასის განსაზღვრა. შეფასებისათვის შერჩეულია საოპერაციო ხარჯებზე ფასნამატის მაჩვენებელი (------), ხოლო, შესამოწმებელ მხარედ არჩეულია მომწოდებელი კომპანიები. შეთანხმების შედეგად საბაზრო მაჩვენებლად განისაზღვრა ----- - 2.67%. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა, რომლის მიხედვითაც კონტროლირებული ოპერაცია შეფასებულია შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით. დასკვნის თანახმად, მომწოდებელი კომპანიების ------ მაჩვენებლები იყო - -----ის შემთხვევაში 4.99%, ხოლო ------ის შემთხვევაში 12,65%.

გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებით მოცული ოპერაცია და მასში დაფიქსირებული პირობები მსგავსია, მეგავატ სერვისის ფილიალის მიერ დაკავშირებული მხარეებისგან განხორციელებულ ოპერაციასთან კორექტირების თანხა განისაზღვრა დასკვნაში დაფიქსირებული მაჩვენებლის - 2.67%-ის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა კორექტირების თანხა, რომელიც შეადგენს 922 354 ლარს. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. უსფ „----“ (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

დგინდება, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი რეგულარულად იძენს ჰიდრო-ელექტრო სადგურისა და სხვა ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქონელსა და სათადარიგო ნაწილებს, რომლებიც შემდგომ გამოიყენება "სააქციო საზოგადოებისთვის" მომსახურების გაწევის მიზნით. აღნიშნული კომპანიები ჯგუფის ფარგლებში ასრულებენ პროდუქციის შესყიდვის ფუნქციას, ხოლო შესასყიდი პროდუქციის მახასიათებლებს განსაზღვრავს მეგავატ სერვისის ფილიალი. წინასწარი შეთანხმებით მოცული ოპერაციისა და პირობების მსგავსების გამო, საწარმოს მიერ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებულ ოპერაციასთან კორექტირების თანხა განისაზღვრა სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნაში ასახული მაჩვენებლის − 2,67%-ის შესაბამისად, რის შედეგადაც დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა 922 354 ლარი და გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს272;275;