ბრძანება N 8720

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.04.2026
№ დოკუმენტი 8720
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8720

20 აპრილი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 3 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 აპრილის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა ი/მ ---- (ს/ნ ----) 2026 წლის 3 აპრილის №54993/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 მარტის №007-42 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და გაანგარიშებულ 66-%-იან ფასნამატს. აცხადებს, რომ გაუგებარია რატომ არ გამოიყენა შემმოწმებელმა საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატი. მიაჩნია, რომ გამოყენებული აუდირებული ფასნამატი არასწორია, რადგან იმპორტიორის მიერ შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატით საბითუმო რეალიზაცია საბოლოო მომხმარებლებისთვის იწვევს საქონლის შესაძენი ფასის გაორმაგებას. ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ი/მ ---- (ს/ნ ----) საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 თებერვლის №3980 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ----- (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 თებერვლის №3980 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 2 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები ჯამში 45 645 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 30 430 ლარით, ხოლო ჯარიმა 15 215 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 13 მარტის №------ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აღმოიფხვრა დაშვებული ტექნიკური უზუსტობა და შემცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ტექნიკური უზუსტობის საკითხი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აღმოიფხვრა დაშვებული ტექნიკური უზუსტობა და შემცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასა და გაანგარიშებულ ფასნამატთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 თებერვლის №3980 ბრძანებით ზემოაღნიშნული სადავო საკითხი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და გაანგარიშებულ 66-%-იან ფასნამატს. თხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აღმოიფხვრა დაშვებული ტექნიკური უზუსტობა და შემცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21)