"სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ"

ბრძანება 22.01.2004
№ დოკუმენტი 22/ნ
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება № 22/ნ

2004 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-45/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის 481 პუნქტისა და 112 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მარტის ბრძანება №01-07/ნ - ვებგვერდი, 14.03.2013წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 14 იანვრის ბრძანება №01-3/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

1. დამტკიცდეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა (დანართი №1) და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის წესები (დანართი №2).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-45/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

 

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” 2003 წლის 21 ივლისის №151/ნ (სსმ III, №78, 2003 წლის 31 ივლისი, მუხლი 709) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება.

 

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

ა. გამყრელიძე

 

დანართი №1

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №239/ნ - სსმ III, №104, 23.09.2004წ., მუხ.900

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის ბრძანება №115/ნ - სსმ III, №58, 27.04.2006წ., მუხ.764

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №308/ნ - სსმ III, №164, 07.12.2006წ., მუხ.2236

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის ბრძანება №47/ნ - სსმ III, №22, 25.02.2010 წ., მუხ.278

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-30/ნ - ვებგვერდი, 15.06.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მარტის ბრძანება №01-07/ნ - ვებგვერდი, 14.03.2013წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 14 იანვრის ბრძანება №01-3/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-45/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

 

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა

 

1. თიორიდაზინი;

2. კლოფელინი (მხოლოდ თვალის წვეთები და ამპულები);

3. ნარკოტიკული საშუალებების შემცველი კომბინირებული პრეპარატები;

4. პროპანიდიდი;

5. ქლორპრომაზინი;

6. ტრიჰექსილფენიდილის ჰიდროქლორიდი;

7. ბაკლოფენი;

8. გაბაპენტინი;

9. დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები;

10. ზოპიკლონი;

11. ზალეპლონი;

12. ტროპიკამიდი.

 

შენიშვნა:

ა) ამ ჩამონათვალს მიეკუთვნება მასში შეტანილი სამკურნალო საშუალებების ყველა წამლის ფორმა , ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით (თუ ჩამონათვალში სხვა რამ არ არის განსაზღვრული);

ბ) ჩამონათვალს მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა იზომერები და მარტივი და რთული ეთერები, თუ ასეთის არსებობა შესაძლებელია;

გ) ჩამონათვალს მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა იზომერებისა და მარტივი და რთული ეთერების მარილები, თუ ამგვარი მარილების არსებობა შესაძლებელია;

დ) ჩამონათვალს მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა და მათი მარილების წამლის ფორმები (საქართველოში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული) ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით, თუ ამგვარი წამლის ფორმების არსებობა შესაძლებელია;

ე) ნარკოტიკული საშუალებების შემცველი კომბინირებული პრეპარატების ქვეშ იგულისხმება ის კომბინირებული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თანახმად „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, არ მიეკუთვნება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიებს;

ვ) ჩამონათვალი შეიძლება მოიცავდეს საქართველოში დაურეგისტრირებელ სამკურნალო საშუალებას. საქართველოს ბაზარზე მათი დაშვების შემთხვევაში, მათ მიმართ ავტომატურად ვრცელდება ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

დანართი №2

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №239/ნ - სსმ III, №104, 23.09.2004წ., მუხ.900

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-30/ნ - ვებგვერდი, 15.06.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №01-75/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 14 მარტის ბრძანება №01-10/ნ - ვებგვერდი, 15.03.2012წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 14 იანვრის ბრძანება №01-3/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-45/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №01-57/ნ - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-102/ნ- ვებგვერდი, 30.10.2019წ.

 

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის წესები

 

1. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების (შემდგომში – სამკურნალო საშუალებები) წარმოების, იმპორტ - ექსპორტისა და რეალიზაციის უფლება აქვს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვაზე შესაბამისი უფლების მქონე პირს.

2. სამკურნალო საშუალებების იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტისა და ამავე სააგენტოს მიერ გაცემული სანებართვო მოწმობის საფუძველზე.

3. ნებადართულია სამკურნალო საშუალებების საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით, საწყობში/ტერმინალში განთავსება.

4. იმპორტისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების საქართველოში შემოტანა და საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით, საწყობში/ტერმინალში განთავსება, ნებადართულია სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მოქმედების ვადით.

5. იმ სამკურნალო საშუალებების, რომლებიც არ არის განკუთვნილი იმპორტისათვის, საქართველოში შემოტანა და საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით საწყობში/ტერმინალში განთავსება ხორციელდება წინასწარი შეთანხმებისა და ნებართვის მოწმობის გარეშე.

6. სამკურნალო საშუალებებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფსიქოტროპული ნივთიერებებისათვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები.

7. სამკურნალო საშუალებების გამოწერა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული არანარკოტიკული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის“ ფორმა №2 რეცეპტის ბლანკზე. ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში სათანადო ჩანაწერით ფიქსირდება ფორმა №2 რეცეპტის ბლანკის ნომერი და წამლის დანიშვნის დასაბუთება.

8. ყველა სახელმწიფო ორგანო და პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სააგენტოს.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე