გადაწყვეტილება №3/41-2016
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№3/41-2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 აგვისტო, 2016 წელი
ქ. სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი გიორგი სანიკიძე
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები -
მოპასუხეები -ი/მ,, -----, ----, -----
წარმომადგენელი - ---.
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი/მ,,---, --- ,-----
ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
მოსარჩელის განმარტებით, -ი/მ,, -----.“ მიზანმიმართულად წინასწარ გაარიდა ქონება ოჯახის წევრებზე მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან არიდების მიზნით, რაც ქმნის საფუძველს
მათი ცრუმაგიერ პირებად მიჩნევისათვის (იხ.სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 2016 წლის 01 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეთა ი/მ,, ----, -----, და -----. წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სახელდობრ, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, წივთების გასხვისების დროისათვის შეუსრულებელი საგადასახადო
ვალდებულება -----. არ გააჩნდა. არ არსებობდა რა საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად არ არსებობდა ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საშიშროება. საკუთარი ნივთის თავისუფლად განკარგვის უფლება კი ----- კანონით აქვს მინიჭებული. ამდენად, განხორციელებული გასხვისება მართლზომიერია და არ არსებობს მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. (იხ. შესაგებელი,მოპასუხის ახნა-განმარტება, 2016 წლის 01 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2015 წლის 17 მარტს გამოცემულ იქნა N8154 ბრძანება ი/მ,, ----- (ს/ნ -----------, იურიდიული მისამართი: ------------) კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და სასაქონლო შესყიდვა-შეთავაზების თაობაზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 17 მარტის.) N8154 ბრძანება. (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.22).
3.1.2. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების „ „დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2015 წლის 07 მაისს გამოცემულ იქნა N064-68 ბრძანება ი/მ,, -----“ (ს/ნ -----------,, , იურიდიული მისამართი: –––––––––) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 07 მაისის N064-68 ბრძანება (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.18).
3.1.3.შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2015 წლის 13 მაისს გამოცემულ იქნა N064-71 ბრძანება ი/მ, ----- (ს/ნ ---------, იურიდიული მისამართი: -------------) ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 13 მაისის N064-71 ბრძანება (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ. 19)
3.1.4. უძრავი ქონება მდებარე ქ. ------------- 2015 წლის 15 წლის 15 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ი/მ „-----.“ მეუღლის -----. (პ/ნ ------------) საკუთრებაში, რომელმაც შემდგომ ეს ქონება გაასხვისა -----. (პ/ნ -----------)
სასამართლო ეყრდნობა შემდებ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 25, 26,27);
3.1.5. 2015 წლის წლის 14 მაისს ე. ნ. საკუთრებაში დარეგისტრირდა 2014 წლის 02 ნოემბრის მდგომარეობით -----. საკუთრებაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება „---------“ (შასი ---------, ფერი ლურჯი 8/8, გამოშვების წელი -2004).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი ავტომობილის ისტორიიდან(იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 28)
-ინფორმაცია პირებზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ
(იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 29-30);
3.1.6. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2015 წლის 07 ივლისს გამოცემულ. იქნა N064-108 ბრძანება ი/მ,, -----“ (ს/ნ ---------, იურიდიული მისამართი: --------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 07 ივლისის N064-108 ბრძანება 2016 (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.20).
3.1.7. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 17 მარტის N8154 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ ----- გამოუვლინდა 371225,75 ლარის დანაკლისი და 22 484,83 ლარის საბაზრო ღირებულების საშუალებების აღურიცხაობა, რის გამოც 2015 წლის 09 ივლისს ი.მ ,----- მიმართ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N123527 და N123528, რაც ----- მიერ გასაჩივრებულ იქნა და დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N123527 და N123528 (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 23-24 )
- შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის N347443 ბრძანება ი/მ ----- საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე (იხ. ტომი მე-2, ს.ფ.58-61);
- შემოსავლების მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 22 თებერვლის N4366 ბრძანება ი.მ „----- 2015 წლის 09 ივლისს შედგენილ N123527 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ცვლილების შეტანის თაობაზე. (იხ. ტომი მე-2, ს.ფ.62-63);
3.1.8. 2016 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ი/მ ----- “ (ს/ნ -------- ) ერიცხებოდა რა სალდირებული საგადასახადო დავალიანება 552595” ლარის ოდენობით, ხოლო უძრავ-მოძრავი ქონება კი, რითაც შეიძლება უზრუნველყოფილ ყოფილიყო საგადასახადო ვალდებულების შესრულება მის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემის დროისათვის (2015 წლის 07 ივლისი) აღარ გააჩნდა და ამდენად, განხორციელებულმა გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა, შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს უფროსის მიერ 2016 წლის N15613-21-05 წერილით ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსს ეთხოვა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად,” მიემართა სასამართლოსათვის ი/მ ,,-----, -----, და -----. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა სარჩელის საფუძვლიანობა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 246-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების “უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ამდენად საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე სავალდებულო პირობად რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას ქმნის არის საგადასახადო ვალდებულებების არსებობა, რომლის შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით გადასახადის გადამხდელი ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება რაც “უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს,. ი.მ -----, ----- და -----. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოპასუხეები, “მათ მიერ განხორციელებული ქმედებებით მოქმედებდნენ ერთიანი“ “განზრახვით-გაერიდებინათ ი.მ ----- ქონება დაყადაღებისაგან. კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების,” მიზნით; „ რაც განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება. სახელდობრ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით “უტყუარად დასტურდება, რომ ი.მ -----“ ქონების განკარგვის დროისათვის არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნდა და აღნიშნული წარმოეშვა მხოლოდ ორი თვის შემდეგ, რაც მას უკვე განკარგული ჰქონდა თავისი ქონება. ამდენად, საგადასახადო ვალდებულებებით არ იყო რა დატვირთული, ი.მ -----, როგორც მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო განეკარგა თავისით “უძრავ-მოძრავი ქონება შეხედულებისამებრ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის თვალსაზრისს იმის თაობაზე რომ მიუხედავად ქონებაზე ყადაღის მოხსნისა, თითქოსდა ინდ.მეწარმე ,----- წინასწარ იყო ცნობილი ინვენტარიზაციის დასრულების შემდგომი მოსალოდნელი შედეგები და ამიტომ განკარგა ქონება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული განმარტება წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდისა და ეჭვის დონეზე გამოთქმულ თვალსაზრისს და არ ემყარება უტყუარ და ვარგის მტკიცებულებას, ხოლო მარტოოდენ მხარის განმარტება, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარისად და ი/მ ,,------, ------. და -----. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.
ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ერთობლიობაში არ ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუძველს.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ არასწორია მოსარჩელის მიერ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მითითება. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთდამოკიდებულება (ოჯახის წევრობა) პირებს შორის ავტომატურად არ ქმნის საფუძველს და ვერ გახდება მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი, რამდენადაც სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.
6.3. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-
არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და
მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში სასამრთლოს მიაჩნია,ა რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199' მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევში სასამრთლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით, "მხარეთა მორიგების შემთხვევში სასამრთლო აუქმებს , „უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან, “ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისიწნებით,, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე; უნდა. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს “2016: წლის 14 და 22 აპრილის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 199'-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ი/მ ,-----, ----- და ------. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2 მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 და 22 აპრილის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გაუქმდეს;
3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) სამტრედიის რაიონულ სასამართლოს (მდებარე: სამტრედია, ,ძმები- ხმების ქუჩა N1) მეშვეობით სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ნანა კალანდაძე