N 15 - 26/07/2024 - „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 26.07.2024
№ დოკუმენტი 15
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2024 წლის 26 ივლისი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №18 დადგენილებაში (www.matsne.cov.ge, 03/04/2015, სარეგ.კოდი: 210070000.35.104.016230):

დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%-ით;“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

კორნელი სალია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე