ბრძანება N 17463
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17463
31 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 15 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 67) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 103446/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 8 ივლისის N CB1937918 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მომხმარებელმა ----- მის სავაჭრო ობიექტში შეიძინა სხვადასხვა სახის სარემონტო ხელსაწყოები, საერთო ღირებულებით 1035.50 ლარი. აღნიშნული საქონელი შეძენილი იქნა ფიზიკური პირის მიერ და არ იყო განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის. ამასთან, საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა თავად მყიდველის მიერ, მისივე კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ საქონლის შეძენა განხორციელდა ფიზიკური პირის მიერ, კომპანიის მხრიდან გამოიწერა სასაქონლო ზედნადები, საქონლის ნაშთების სწორად აღრიცხვისა და შიდა კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით. საქონლის საფასური მომხმარებელმა გადაიხადა ნაღდი ანგარიშსწორებით, ოპერაცია სრულად აისახა საკონტროლო - სალარო აპარატში, ამოიბეჭდა სალაროს ჩეკი და მისი ასლი გადაეცა მომხმარებელს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელი კეთილისინდისიერებაზე მითითებით ითხოვს, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ 2026 წლის 8 ივლისს, 14:32 სთაათზე, ----- მიმდებარე ტერიტორიაზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ავტომანქანა სახ. ნომრით: ----- გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მძღოლი ----- (პ/ნ ----- ) ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1035.50 ლარის ღირებულების სარემონტო ხელსაწყოების და მასალების ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ი/მ ----- (ს/ნ ----- ) შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბითუმო მაღაზიიდან შეიძინა ზემოთაღნიშნული პროდუქცია, მაღაზიის წარმომადგენელს მიაწოდა სრული რეკვიზიტები და მოითხოვა ელ. ზედნადების გამოწერა, მაგრამ შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მაღაზიის მიერ მყიდველის მოთხოვნა ელ. ზედნადების გამოწერის შესახებ არ შესრულებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 8 ივლისს შედგენილ იქნა N CB1937918 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში, გადამოწმების შემდგომ (გადამოწმება განხორციელდა 2026 წლის 8 ივლისს 14:32 საათზე), დაგვიანებით (2026 წლის 8 ივლისს 14:53:50 საათზე.) გამოიწერა N ----- სასაქონლო ზედნადები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ - ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N 996 ბრძანების 24- ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე - ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:
ა. ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;
ბ. მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N 996 ბრძანების 251 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით:
ბ. მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით ქმედებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გადამხდელს სანქცია შეფარდებული აქვს 2026 წლის 10 ივნისს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო სამსახურმა ზედნადების გარეშე მოძრავი ტრანსპორტი გამოავლინა და მძღოლი დააჯარიმა. საქმის წარმოებისას დადგინდა, რომ მყიდველმა მოითხოვა ელექტრონული ზედნადების გამოწერა, თუმცა გამყიდველმა კომპანიამ ეს მოთხოვნა არ შეასრულა, რის გამოც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა. მოგვიანებით, შემოწმებიდან რამდენიმე წუთში, გამყიდველმა მაღაზიამ ზედნადები მაინც გამოწერა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(1)(2); 269(8);.