ბრძანება N 3659
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3659
21 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 12 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №22215/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №188175 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 დეკემბრის № წერილში მითითებულ მისამართზე უკვე 2 წელია არ ცხოვრობს, შესამაბისად, აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილ წერილებს ვერ მიიღებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სადავო N188175 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №---------- წერილით გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად დაევალა წარმოედგინა საწარმოს საქმიანობისა და 2022 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ოპერაციების შესახებ დეტალური ახსნაგანმარტება; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს და მათი განთავსების ადგილი; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი, იჯარის შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულება; საბანკო ამონაწერი ყველა მომსახურე ბანკიდან ყველა ვალუტაში (მოქმედი/დახურული, როგორც PDF, ასევე, Excel ფორმატში). აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, 2023 წლის 3 თებერვალს, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია. დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ 2023 წლის 30 მარტს გამოწერილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ამის შემდგომ, 2023 წლის 5 დეკემბერს №---------- წერილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, დაევალა წარმოედგინა ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ; ინფორმაცია ს/ს „----------“ და ს/ს „----------“ არსებული ანგარიშების შესახებ, ასევე ამ ანგარიშების ამონაწერები PDF და Excel ფორმატში; ინფორმაცია შემოსული და გასული ნაღდი ფულის შესახებ. წერილი გადამხდელს ჩაბარდა 2023 წლის 6 დეკემბერს თუმცა, დადგენილ ვადაში ინფორმაცია კვლავ არ იქნა წარმოდგენილი, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საწარმოს მიმართ 2024 წლის 25 იანვარს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188175.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 დეკემბრის №---------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს დაევალა წარმოედგინა საწარმოს საქმიანობისა და 2022 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ოპერაციების შესახებ დეტალური ახსნაგანმარტება; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს და მათი განთავსების ადგილი; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი, იჯარის შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულება; საბანკო ამონაწერი ყველა მომსახურე ბანკიდან ყველა ვალუტაში (მოქმედი/დახურული, როგორც PDF, ასევე, Excel ფორმატში). აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, 2023 წლის 3 თებერვალს, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279(2).