გადაწყვეტილება №22001/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 30.01.2026
№ დოკუმენტი 22001/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22001/2/2024

30 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: (უსფ)---- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024, 30.05.2024, 25.12.2025 და 29.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება (უსფ) ----ის 16.01.2024 და 29.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №22001/2/2024; 22415/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად;

2. დაკისრებული (შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების აღსრულების შემდგომ წარმოშობილი) საურავისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №006-564 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33942 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 22 321 190.17 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 12 346 013

ჯარიმა - 5 813 020

საურავი - 4 162 157.17

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში. აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 11.10.2023 წლის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2023 წლის №27571 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 10.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №28006 ბრძანება და ამავე თარიღის №006-564 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.12.2023 წლის №33942 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №006-564 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33942 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №2302 განკარგულების საფუძველზე მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის 2026 წლის 23 იანვარს გაფორმებული №26/24 საგადასახადო შეთანხმების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს, 2025 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვრა 1 750 000 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად;

2. დაკისრებული (შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების აღსრულების შემდგომ წარმოშობილი) საურავისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში. აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 10.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №33942 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის №33942 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ო).