ბრძანება N 22344

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.09.2023
№ დოკუმენტი 22344
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 22344

13 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

( მის.: ---) 2023 წლის 29 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 29 აგვისტოს №20693/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 აგვისტოს №006-421 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას. აღნიშნავს, რომ მომწოდებლებისგან გამოთხოვილი და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები და მასზე მიბმული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები უტყუარად ადასტურებს შესაბამისი დღგ-ის თანხების ბიუჯეტში გადახდას. ამასთან, ოპერაცია განხორციელებულია ხანდაზმულ პერიოდში და გამორიცხავს მომწოდებლებთან გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. ითხოვს, დღგ-ის ჩასათვლელი 191 142 ლარის აღდგენას, რათა არ მოხდეს ერთი და იგივე გადასახადის ორჯერ გადახდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 აგვისტოს №19641 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №006-554 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 11 და 30 იანვრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შპს „---“ (ს/ნ ---) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველზე, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დარიცხული ჯარიმისაგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 აგვისტოს №19641 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 9 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა 93 454 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 14 აგვისტოს №006-421 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 აგვისტოს N19641 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშდა 2022 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, საიდანაც შემცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველზე, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დარიცხული ჯარიმა 93 454 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში, ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

ემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 აგვისტოს N19641 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველზე, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დარიცხული ჯარიმის შემცირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 აგვისტოს №19641 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამდენად, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 აგვისტოს N19641 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშდა 2022 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, საიდანაც შემცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველზე, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დარიცხული ჯარიმა 93 454 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში, ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302 (6); 304 (21).