N 15040 - 03/07/2025 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 03.07.2025
№ დოკუმენტი 15040
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №15040

2025 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „უ “ ქვეპუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ :

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე “ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება :

 

ა ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების “ (დანართი №8) მე -6 მუხლის მე -4 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„დ1) ამ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების “ (დანართი №12) მე -5 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , უფლებამოსილია , საგადასახადო შემოწმების ჯგუფის წევრად განსაზღვროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსის / უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის მიერ წარდგენილი ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი ;“;

ბ ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების “ (დანართი №12):

 

ბ .ა ) მე -6 მუხლის :

ბ .ა .ა ) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე /მოადგილეები , რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი .“;

 

ბ .ა .ბ ) მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე , ხოლო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ერთ -ერთი მოადგილე , შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით .“;

 

ბ .ბ ) მე -8 მუხლის „პ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„პ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .გ ) მე -9 მუხლის :

ბ .გ .ა ) „თ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„თ ) სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხული იმპორტის გადასახდელის (მათ შორის , დამატებით ), საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის “ (მათ შორის , კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი /უფროსის პირველი მოადგილე /მოადგილე ან სამმართველოს უფროსი /მოადგილე ) და მისი ვალდებული პირებისათვის წარდგენის უზრუნველყოფა ;“;

 

ბ .გ .ბ ) „ნ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ნ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .დ ) მე -10 მუხლის „ფ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ფ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .ე ) 101 მუხლის „კ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„კ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .ვ ) მე -11 მუხლის „ო “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ო ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .ზ ) 121 მუხლის „კ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„კ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .თ ) მე -13 მუხლის :

ბ .თ .ა ) „ჟ “ და “რ “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ჟ ) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისათვის მიმართვისას – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი ან მისი პირველი მოადგილე /მოადგილე ) გაფორმების , ცვლილების ან შეწყვეტის , ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა ;

რ ) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფისათვის თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისათვის მიმართვისას – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი ან მისი პირველი მოადგილე /მოადგილე) გაფორმების , ცვლილების ან შეწყვეტის , ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა ;“;

 

ბ .თ .ბ ) „ქ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ქ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .ი ) მე -14 მუხლის პირველი პუნქტის :

ბ .ი .ა ) „დ3“ და “დ4“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„დ3) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით განყოფილებისათვის მიმართვისას – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი /უფროსის პირველი მოადგილე /მოადგილე ) გაფორმების , ცვლილების ან შეწყვეტის , ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა ;

 

დ4) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფისათვის თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით განყოფილებისათვის მიმართვისას – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი /უფროსის პირველი მოადგილე /მოადგილე ) გაფორმების , ცვლილების ან შეწყვეტის , ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა ;“;

 

ბ .ი .ბ ) „ლ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ლ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .კ ) მე -15 მუხლის :

ბ .კ .ა ) პირველი პუნქტის „გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„გ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .კ .ბ ) მე -2 პუნქტის :

ბ .კ .ბ .ა ) „ჟ4“ და „ჟ5“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ჟ4) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით გაფორმების ეკონომიკური ზონისათვის (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა ) მიმართვისას – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი /უფროსის პირველი მოადგილე /მოადგილე ) გაფორმების , ცვლილების ან შეწყვეტის , ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა ;

ჟ5) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფისათვის თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით გაფორმების ეკონომიკური ზონისათვის (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა ) მიმართვისას – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი /უფროსის პირველი მოადგილე /მოადგილე ) გაფორმების , ცვლილების ან შეწყვეტის , ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა ;“;

 

ბ .კ .ბ .ბ ) „ს “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ს ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .კ .გ ) მე -3 პუნქტის „კ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„კ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .კ .დ ) მე -4 პუნქტის „კ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„კ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .ლ ) მე -16 მუხლის „ვ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ვ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .მ ) მე -17 მუხლის :

ბ .მ .ა ) პირველი პუნქტის „მ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების შესრულება .“;

 

ბ .მ .ბ ) მე -2 პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ე ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების შესრულება .“;

 

ბ .მ .გ ) მე -3 პუნქტის „თ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„თ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების შესრულება .“;

 

ბ .ნ ) მე -18 მუხლის პირველი პუნქტის :

ბ .ნ .ა ) „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ლ1) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი /უფროსის პირველი მოადგილე /მოადგილე ) გაფორმების , ცვლილების ან შეწყვეტის , ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში , ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა ;“;

 

ბ .ნ .ბ ) „რ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„რ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .ო ) მე -19 მუხლის „ი “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ი ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .პ ) მე -20 მუხლის პირველი პუნქტის „ზ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ზ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .ჟ ) 21-ე მუხლის „ს “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ს ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .რ ) 22-ე მუხლის :

ბ .რ .ა ) „დ3“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„დ3) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული , იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის /პირისათვის უკან დაბრუნების ) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის , „საგადახდო დავალების “, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი /უფროსის პირველი მოადგილე /მოადგილე და მონაცემთა დამუშავების სამმართველოს უფროსი /მოადგილე ) მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა ;“;

 

ბ .რ .ბ ) „დ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„დ5) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ზედმეტად გადახდილი თანხის გადამხდელისათვის უკან დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი /უფროსის პირველი მოადგილე /მოადგილე და მონაცემთა დამუშავების სამმართველოს უფროსი /მოადგილე ) მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა ;“;

 

ბ .რ .გ ) „ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ე ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

 

ბ .ს ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტის “ფ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ფ ) დეპარტამენტის უფროსის /უფროსის პირველი მოადგილის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე .

 

სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე