ბრძანება N 19371

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 08.08.2023
№ დოკუმენტი 19371
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 19371

08 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ის (ს/ნ „------“)

(ფაქტ. მის.:„------“)

2023 წლის 10 ივლისის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ "-----") №82185/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის ID:"-----" გადაწყვეტილებას და ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ხუთჯერ გააგზავნა განცხადება თხოვნით კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაზეც ყველა ჯერზე უარი მიიღო. პირველად დაურეკეს და მოსთხოვეს დოკუმენტაცია, რაც წარადგინეს. ხოლო შემდგომ კომუნიკაცია არ ჰქონიათ არავისთან ისე იღებდნენ უარს. ეგონათ ვინმე დაურეკავდათ და ხარვეზის გამოსწორებას მოსთხოვდათ, მაგრამ ასე არ მოხდა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არამართებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ რის საფუძველზეც ეუბნებიან უარს. ვერ ხვდება რა ხარვეზი აქვს და კონკრეტულად რას ვერ აკმაყოფილებს. ისინი მზად არიან წარმოადგინონ ყველა დოკუმენტაცია რაც საჭიროა სტატუსის მისაღებად. სხვა შემთხვევაში ვერ გააგრძელებენ ეკონომიურ საქმიანობას. გამოდის, რომ რახან ვერ ითვლიან დღგ-ის თანხას ორჯერ უნდა გადაიხადონ, რაც არამართებულად მიაჩნიათ. ზემოაღნიშნულის გარდა შეეზღუდათ ზედნადების გამოწერის უფლებაც. ქონება დატვირთულია გირავნობა/იპოთეკით, ქონება დაყადაღებულია, საბანკო ანგარიშებზე წარმოდგენილია საინკასო დავალება.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებასა და დარიცხული საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 14 თებერვლიდან 5 ივნისის შუალედში წარმოდგენილი იქნა განცხადება კვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოხდა გადამხდელის შესახებ ინფორმაციის მოძიება. შპს ,,------“ (ს/ნ "-----") როგორც გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 13 იანვარს. საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულის მასალით.

2023 წლის 30 იანვარს წარმოდგენილ იქნა განცხადება - ID:"-----"კვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით 2023 წლის 26 თებერვალს მოხდა ბაზაში არსებულ ნომერზე სატელეფონო კომუნიკაცია, გადამხდელი ინფორმირებული იყო წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ, თუმცა არ წარმოუდგენია განცხადების განხილვის პერიოდში. ამასთან, 24 მარტს გადამხდელმა განმეორებით გამოგზავნა განცხადება (ID:"-----") კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ. განცხადების განხილვის პერიოდში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ობიექტის ადგილზე გადამოწმება, თუ რამდენად შეესაბამებოდა ობიექტი ეკონომიკურ საქმიანობას. შეთანხმების მიუხედავად დირექტორმა არ უზრუნველყო შეხვედრის ორგანიზება, რის საფუძველზეც ვერ მოხდა ობიექტის ადგილზე გადამოწმება. 2023 წლის 5 მაისს გადამხდელმა განმეორებით წარმოადგინა განცხადება (ID:"------") კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად სტატუსის მინიჭებების შესახებ, რის საფუძველზეც კომპანიის დირექტორი "------" (პ/ნ "------") დაბარებული იქნა შემოსავლების სამსახურში გასაუბრების მიზნით. მიმდინარე წლის 17 მაისს დირექტორი თანმხლებ პირთან, "------"-თან ერთად გამოცხადდა შემოსავლების სამსახურში, გასაუბრების დროს, დადგინა რომ დირექტორი ვერ ერკვეოდა თავისი კომპანიის ბიზნეს საქმიანობაში, არ იცოდა თუ რომელი კომპანიებიდან იღებდა სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს და რომელ კომპანიებზე ახდენდა რეალიზაციას, სად ხდებოდა საქონლის მიღება და საიდან ხდებოდა საქონლის რეალიზაცია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმის მიერ დირექტორთან დასმულ კითხვებზე, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, პასუხს სცემდა "------" და არა კომპანიის დირექტორი "------".

დირექტორს გადაეცა ახსნა-განმარტების ფორმა სადაც უნდა დაეწერა კომპანიის საქმიანობის შესახებ და დაესაბუთებინა თუ რატომ ესაჭიროებოდა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელად სტატუსი, აღნიშნულ ინფორმაციას წერდა მისი თანმხლები პირის "------"-ის კარნახით. ახსნა განმარტებაში დირექტორი ასევე მიუთითებს, რომ პროდუქციას ყიდის როგორც უნაღდო ასევე ნაღდი ფულით ანგარიშწორებით გზით, თუმცა გასს-ში არსებული ინფორმაციით შპს ,,-------’’-ს (ს/ნ "-----") არ აქვს რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დღგ-ს კვალიფიციური სტატუსის არამიზნობრივად გამოყენებისათვის და საგადასახადო რისკების პრევენციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების შესაბამისად შპს ,,------“ - ს (ს/ნ "-----") უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის ID:"-----"გადაწყვეტილება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით(შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის ID:"------" გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის “ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ "-----") საჩივარი კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „-------“-ის (ს/ნ "-----") საჩივარი პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებასა და დარიცხული საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დღგ-ს კვალიფიციური სტატუსის არამიზნობრივად გამოყენებისათვის და საგადასახადო რისკების პრევენციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების შესაბამისად მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისგადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6),„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლები.