ბრძანება N 18865

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.08.2025
№ დოკუმენტი 18865
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18865

25 აგვისტო 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2025 წლის 28 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 28 ივლისის №25521/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №001-110 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება შესასყიდი საქონლის და მომსახურებისთვის გადახდილი თანხების ეკონომიკური საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემმოწმებლებს არაერთხელ განემარტათ გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკა და ის ფაქტი, რომ შეძენილი და შემდგომში გასხვისებული საქონლის საბაჟო პროცედურებში საწარმო არ მონაწილეობდა, ის დებდა გარიგებებს მყიდველთან და გამყიდველთან, ყიდულობდა საქონელს და შემდგომში აწვდიდა მყიდველს, თუმცა საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა ხელშეკრულებებით, რაც არ გულისხმობდა ტრანსპორტირებას. საქონლის გადაყიდვა ხორციელდებოდა მესამე პირზე საწარმოს ძალისხმევით, შესაბამისად, აქვე სრულდებოდა საწარმოს უფლება-მოვალეობები და შემდგომ პროცედურებში არ იყო ჩართული, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს საქონლის ტრანსპორტირებას, განბაჟებას და ა.შ. აღნიშნულის მიუხედავად, კონქტრაქტორებისგან გამოთხოვილ იქნა საბაჟო დოკუმენტაცია, რომელიც ბუნებრივია არ წარმოადგენს შპს „------ - ის“ დოკუმენტაციას, არის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რომელიც ეკუთვნის მესამე პირს. ასევე წარდგენილ იქნა შედარების აქტები, თუმცა გაუგებარია შემმოწმებლის პოზიცია აღნიშნული დოკუმენტაციის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული აქტები არ იყო დამოწმებული აპოსტილით. მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ასევე საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულეებს მიეცა არასწორი შეფასება, შესაბამისად, აღნიშნულის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ითხოვს გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 დეკემბრის №25233 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------ - ის“ (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------- - ის“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 დეკემბრის №25233 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 16 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 26 ივნისის №001-110 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელმა წარმოადგინა მოპოვებული პირველადი საბუღალტრო (საბაჟო დეკლარაციები და თან დართული ინვოისები) ინფორმაცია/დოკუმენტაცია. წარმოდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მასალის ანალიზით ირკვევა, რომ საბაჟო დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის გამგზავნი კომპანიები არ შეესაბამებიან გადამხდელის საბანკო გადარიცხვის ადრესატებს. შემმოწმებლის მიერ მიცემულ დამატებით ვადაში გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ეკონომიკური შინაარსის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ახალი პირველადი დოკუმენტები, რომელიც შეესაბამება საბანკო ამონაწერში არსებულ მონაცემებს. ამასთან, გადამხდელის კრედიტორთან გაფორმებული შედარების აქტი ხარვეზიანია, არ არის ნოტარიულად დამოწმებული და არ შეიცავს "-------"-ის სახელმწიფო ორგანოების აპოსტილს, ხოლო სამეურნეო ოპერაციის საკანონმდებლო შეფასების შეცვლის სხვა ახალი მტკიცებულება გადამხდელს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დამატებით კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მასალის ანალიზით ირკვევა, რომ საბაჟო დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის გამგზავნი კომპანიები არ შეესაბამებიან გადამხდელის საბანკო გადარიცხვის ადრესატებს. ამასთან, გადამხდელის კრედიტორთან გაფორმებული შედარების აქტი ხარვეზიანია, არ არის ნოტარიულად დამოწმებული და არ შეიცავს "-------" სახელმწიფო ორგანოების აპოსტილს, ხოლო სამეურნეო ოპერაციის საკანონმდებლო შეფასების შეცვლის სხვა ახალი მტკიცებულება გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----- - -ის“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შესასყიდი საქონლის და მომსახურებისთვის გადახდილი თანხების ეკონომიკური საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალის ანალიზით ირკვევა, რომ საბაჟო დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის გამგზავნი კომპანიები არ შეესაბამებიან გადამხდელის საბანკო გადარიცხვის ადრესატებს. შემმოწმებლის მიერ მიცემულ დამატებით ვადაში გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ეკონომიკური შინაარსის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ახალი პირველადი დოკუმენტები, რომელიც შეესაბამება საბანკო ამონაწერში არსებულ მონაცემებს. ამასთან, გადამხდელის კრედიტორთან გაფორმებული შედარების აქტი ხარვეზიანია, არ არის ნოტარიულად დამოწმებული და არ შეიცავს სახელმწიფო ორგანოების აპოსტილს, ხოლო სამეურნეო ოპერაციის საკანონმდებლო შეფასების შეცვლის სხვა ახალი მტკიცებულება გადამხდელს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დამატებით კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).