ბრძანება N 19183
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 19183
13/07/2020
სს -----
(მის: ქ. -----)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა სს ----- ს 2020 წლის 27 იანვრის №15595/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №022-68 და 31 დეკემბრის №094-292 საგადასახადო მოთხოვნებს.
სადავო საკითხი :
ითხოვს 2016 წლის იანვრის თვეში დღგ-ს დეკლარაციაზე მიბმული და ჩათვლებიდან გამორჩენილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ს ჩათვლას. აღნიშნავს, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ს ჩასათვლელი თანხა ექვემდებარება გაზრდას 434485 ლარით.
ფაქტობრივი გარემოებები :
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს №23210 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება და მასთან შერწყმული შპს ----- ს დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2016 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 25 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 30 დეკემბერს გამოსცა №47235; №47211 ბრძანებები და 2019 წლის 30 დეკემბრის №022-68 და 31 დეკემბრის №094-292 „საგადასახადო მოთხოვნები“.
საგადასახადო შემოწმების აქტის და დავის წარმოების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემმოწმებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიის თანახმად, გადამხდელის მიერ ეა-01 ------- ანგარიშ-ფაქტურით 434 485,14 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლის გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტურა გამოწერილია 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე, მისი დადასტურება მოხდა 2013 წელს და აღნიშნული ფაქტურის გადამხდელის ჩათვლებში გათვალისწინება მოხდა 2013 წლის მარტის თვეში, 13.06.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, ეა-01 ------- ანგარიშ-ფაქტურა, დღგ-ს თანხით 434 485,14 ლარის ოდენობით გამოწერილია 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე, მისი დადასტურება მოხდა 2013 წელს და აღნიშნული ფაქტურის გადამხდელის ჩათვლებში გათვალისწინება მოხდა 2013 წლის მარტის თვეში, 2016 წლის 13 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს 2016 წლის იანვრის თვეში დღგ-ს დეკლარაციაზე მიბმული და ჩათვლებიდან გამორჩენილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ს ჩათვლას. აღნიშნავს, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ს ჩასათვლელი თანხა ექვემდებარება გაზრდას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემმოწმებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიის თანახმად, გადამხდელის მიერ ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტურა გამოწერილია 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე, მისი დადასტურება მოხდა 2013 წელს და აღნიშნული ფაქტურის გადამხდელის ჩათვლებში გათვალისწინება მოხდა 2013 წლის მარტის თვეში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, ანგარიშ-ფაქტურა, გამოწერილია 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე, მისი დადასტურება მოხდა 2013 წელს და აღნიშნული ფაქტურის გადამხდელის ჩათვლებში გათვალისწინება მოხდა 2013 წლის მარტის თვეში, 2016 წლის 13 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.