მანგანუმშემცველი მადნიდან მანგანუმის შენადნობის დამზადებისას არსებული მანგანუმის საწარმოო დანაკარგი
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 2119
29 აპრილი 2011
მანგანუმშემცველი მადნის გადამუშავებისას საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ
,,ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 აპრილის N 845 განკარგულების მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N 248 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ;;ს" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. მანგანუმშემცველი მადნიდან მანგანუმის შენადნობის დამზადებისას არსებული მანგანუმის საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს წარმოებაში ჩაშვებული მანგანუმის 20%-ს ოდენობით.
2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯამბულ ებანოიძე
სამსახურის უფროსი