ბრძანება N 21997

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.09.2023
№ დოკუმენტი 21997
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 21997

11.09. 2023

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------------ის“ (ს/ნ ---------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------------;

იურ. მის.: ------------------------------)

2023 წლის 21 და 25 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა შპს „------------ის“ (ს/ნ ---------------) 2023 წლის 21 აგვისტოს №20634/2/2023 და 25 აგვისტოს №83264/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი აგვისტოს №005-122 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ აუდირებული ფასნამატის გამოყენებას და განმარტავს, რომ კომპანიას ჰქონდა დოკუმენტური რეალიზაციები, რომლის მიხედვით შემოწმებას შეეძლო რეალური ფასნამატის გაანგარიშება. მომჩივანი ითხოვს მისი მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №3692 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი საქონლის ჯგუფებისა და სახეობების მიხედვით);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები, ფასნამატის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ ჯგუფებისა და სახეობების მიხედვით იდენტიფიცირებული და გაშიფრული ფასნამატით (ასეთის არსებობის შემთხევაში) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია)

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების და პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №3692 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 25 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 34 739 ლარით, მათ შორის, გადასახადი 23 159 ლარით და ჯარიმა 11 580 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის პირველი აგვისტოს №005-122 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, ელექტროენერგიის და დასუფთავების ქვითრები, ასევე, საიჯარო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (სალაროს შემოსავლის ორდერი ბეჭდით დამოწმებული). აღნიშნული ხარჯები საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას ნაღდი ფულის მოძრაობის დათვლისას ხარჯში არ იყო გათვალისწინებული (აღნიშნულ დოკუმენტებზე სასაქონლო ზედნადებები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იყო გამოწერილი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით გაიზარდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯი, შედეგად, შემცირდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა, რომელიც განხილული იყო დირექტორის ხელფასად. ამდენად, შემოწმებით დარიცხული გადასახადი შემცირდა 23 159 ლარით, ხოლო ჯარიმა 11 580 ლარით.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენდა 5 675 372 ლარს. გადამხდელმა წარმოადგინა სულ 1 450 ლარის ღირებულების საქონლის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომლის გათვალისწინებასაც ითხოვს გაანგარიშებაში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში საქონლის დასახელებები მითითებულია ზოგადად (მაგალითად: ლიმონათი, ძეხვი, ძმარი), რომლებზეც თვითღირებულებად აღებულია შედარებით მაღალი ღირებულების საქონელი დაბალი თვითღირებულების საქონლის ნაცვლად. დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ღირებულება შესამოწმებელ პერიოდში შეადგენდა 187 919 ლარს, რაც მთლიანად დეკლარირებული ბრუნვის 3%-ს შეადგენს. ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს, ამ საკითხში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ შეცვლილა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, ნაღდი ფულის მოძრაობის დათვლისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (ელექტროენერგიის და დასუფთავების ქვითრები, ასევე, საიჯარო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები), რის შედეგადაც შემცირდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა, რომელიც განხილული იყო საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

რაც შეეხება შემოწმების მიერ აუდირებული ფასნამატის გამოყენებას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 1 450 ლარის ღირებულების საქონლის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელშიც საქონლის დასახელებები მითითებულია ზოგადად და თვითღირებულებად აღებულია შედარებით მაღალი ღირებულების საქონელი დაბალი თვითღირებულების საქონლის ნაცვლად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სათანადო მტკიცებულებებისა და საფუძვლების არარსებობის გამო დარჩა უცვლელი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.მომჩივანი ითხოვს მისი მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №3692 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახდელის გადამხდელის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. მომჩივანის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები ;ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ფასნამატის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ ჯგუფებისა და სახეობების მიხედვით იდენტიფიცირებული და გაშიფრული ფასნამატით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები ;ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ფასნამატის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ ჯგუფებისა და სახეობების მიხედვით იდენტიფიცირებული და გაშიფრული ფასნამატით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის №3692 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა . აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №005-122 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(2.6); 304(21);