ბრძანება N 20443

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.09.2026
№ დოკუმენტი 20443
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20443

17 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ--------ის (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 19 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა ი/მ--------ის (ს/ნ ---------------) 2026 წლის 19 აგვისტოს №104149/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივლისის №002-130 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გადაანგარიშების შედეგად მეწარმის კუთვნილმა საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 12 164 ლარი, რაც შესაბამისობაშია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ გამოცემულ დასკვნის ცხრილში ასახულ მონაცემებთან. აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, გადაანგარიშების შედეგად გამოცემულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში საშემოსავლო გადასახადს ნაწილში დაფიქსირებულია 75 587 ლარი, რაც არ შეესაბამება კორექტირებულ საგადასახადო ვალდებულებებს. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ცდომილების გასწორებას.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ჩასათვლელ თანხებში არ იქნა გათვალისწინებული იმპორტის დროს საბაჟოზე გადახდილი დღგ. შესაბამისად, ითხოვს, აღნიშნულის გათვალისწინებას.

3. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით. შესაბამისად, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 მაისის №10770 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ--------ის (ს/ნ ---------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. „ი/მ--------ის (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 მაისის №10770 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 20 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად ი/მ--------ის (ს/ნ ---------------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 76 890 ლარით, მათ შორის, გადასახადი 51 260 ლარით და ჯარიმა 25 630 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 23 ივლისის №002-130 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-80, მე-100, 102-ე და 105-ე მუხლებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა პირის 2024 წლის ხარჯის ნაწილი, კერძოდ, დანაკლისის თვითღირებულების თანხა გამოაკლდა მის ერთობლივ შემოსავალს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის 2024 წლის ხარჯის ნაწილის კორექტირება, კერძოდ, დანაკლისის თვითღირებულების თანხა გამოაკლდა მის ერთობლივ შემოსავალს.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, საშემოსავლო გადასახდის ნაწილში გადაანგარიშების შედეგად არსებულ საგადასახადო ვალდებულებებსა და კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში დაფიქსირებულ თანხებს შორის არსებულ სხვაობასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში დაფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის თანხა, 75 587 ლარი, წარმოადგენს გადაანგარიშების შედეგებისა და მიმდინარე გადასახდელების ჯამს, თუმცა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულსა და გადაანგარიშების შედეგად შემცირებული თანხების სხვაობა, 12 164 ლარი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ--------ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ:

1. გადაანგარიშების შედეგად მეწარმის კუთვნილმა საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 12 164 ლარი, რაც შესაბამისობაშია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ გამოცემულ დასკვნის ცხრილში ასახულ მონაცემებთან. კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში საშემოსავლო გადასახადს ნაწილში დაფიქსირებულია 75 587 ლარი, რაც არ შეესაბამება კორექტირებულ საგადასახადო ვალდებულებებს. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ცდომილების გასწორებას.

2. შემოწმების მიერ ჩასათვლელ თანხებში არ იქნა გათვალისწინებული იმპორტის დროს საბაჟოზე გადახდილი დღგ. შესაბამისად, ითხოვს, აღნიშნულის გათვალისწინებას.

3.სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით. შესაბამისად, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №10770 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებ.

შემოსავლების სამსახურის №10770 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 76 890 ლარით, მათ შორის, გადასახადი 51 260 ლარით და ჯარიმა 25 630 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №002-130 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);