ბრძანება N 7923
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7923
06 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ამხანაგობა „-----“ (ს/ნ -----) (მის.:----- )
2026 წლის 10 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 აპრილის სხდომაზე (ოქმი N 29) განიხილა ამხანაგობა „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 10 მარტის N 101231/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის N 002-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს გადაანგარიშების ეტაპზე წარუდგინა ყველა საბანკო ანგარიშის ამონაწერი, თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ შემცირდა დარიცხული თანხები. განმარტავს, რომ ყველა ფულადი ოპერაცია შესრულებული აქვს მხოლოდ საბანკო გადარიცხვით. საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები, სადაც ჩანს, რომ გადარიცხული თანხები შეადგენს 17 074 323 ლარს, ხოლო ფიზიკურ პირებთან გადარიცხვები არ უფიქსირდება. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 აგვისტოს N 18011 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ამხანაგობა „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. ამხანაგობა „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 აგვისტოს N 18011 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 4 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, ჯამში 2 587 242 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 675 731 ლარის ოდენობით და ჯარიმა 911 511 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 2 მარტის N 002-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
. გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის ოდენობით შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
. გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ქვეკონტრაქტორისთვის გადახდილი აქვს თანხები. შესაბამისად, დოკუმენტური ხარჯები გათვალისწინებულ იქნა განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში და შემცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებით შესწავლილ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტები, ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ქვეკონტრაქტორისთვის გადახდილი აქვს თანხები. შესაბამისად, დოკუმენტური ხარჯები გათვალისწინებულ იქნა განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში. შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს იგივე საბანკო ამონაწერები, რაც გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ და რომლის საფუძველზეც შემცირდა დარიცხული თანხები, ხოლო რაც შეეხება გადამხდელის არგუმენტს, თანხების დამატებით შემცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი ხარჯებს აჭარბებს, შესაბამისად, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არსებული სხვაობა არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.ამხანაგობა „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მიხედვით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის საფუძველზე მოეხდინა დღგ-ის ჩათვლა. ასევე დაევალა შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შედეგად განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304-ე მუხლის 21 ნაწილი;.