ბრძანება N 1240
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1240
30.01.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(იურ. მის.: ----------; ფაქტ. მის.: ----------)
2022 წლის 12 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 12 დეკემბრის №18434/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ნოემბრის №001-207 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ 2021 წლის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაშვებულია მექანიკური შეცდომა, კერძოდ, საწარმომ არსებობის პერიოდი მიუთითა 11 თვის ნაცვლად 1 თვე. აღნიშნავს, რომ გადასახადი შეცდომის გაცნობიერებისთანავე გადაიხადა ბიუჯეტში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25278 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს მიმდინარე გადასახდელის, საგადასახადო მოთხოვნით, განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25278 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 3 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა მიმდინარე გადასახდელი 4 364 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 10 ნოემბრის №001-207 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია 2021 წლის 17 თებერვალს, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო ქონება დაებეგრა დარეგისტრირების დღიდან 11 თვის პროპორციულად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის საწარმო/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გადასახადის თანხა მითითებულია 5 243 ლარი, იგივე თანხაა მითითებული გრაფაში სადაც ეთითება თანხა, რომელიც ექვემდებარება დამატებით დარიცხვას, თუმცა, „საწარმოს/ორგანიზაციიის არსებობის პერიოდის“ გრაფაში არასწორადაა მითითებული თვეების რაოდენობა, რამაც გამოიწვია კუთვნილი გადასახადის თანხის შემცირება. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადთან ერთად, გადამხდელს განესაზღვრა მიმდინარე გადასახდელი
2022 წლის 15 ივნისის სავადო თარიღით 4 364 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით განხორციელებულია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახდელის დარიცხვა, კერძოდ, 2022 წლის 15 ივნისის სავადო თარიღით განხორციელდა მიმდინარე გადასახდელის დარიცხვა დეკლარაციაში ასახული 5243 ლარის გათვალისწინებით. შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელი დარიცხულია ორჯერ. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25278 ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი არსებული გარემოება და გადაანგარიშების შედეგად შპს „----------“ (ს/ნ ----------) შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელი 4 364 ლარის ოდენობით შესაბამისი სავადო თარიღისათვის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25278 ბრძანების შესაბამისად, დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახდელის დარიცხვის მართლზომიერება. გადაანგარიშების შედეგად შპს „----------“ (ს/ნ ----------) შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელი 4 364 ლარის ოდენობით შესაბამისი სავადო თარიღისათვის.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია 2021 წლის 17 თებერვალს, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო ქონება დაებეგრა დარეგისტრირების დღიდან 11 თვის პროპორციულად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის საწარმო/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გადასახადის თანხა მითითებულია 5 243 ლარი, იგივე თანხაა მითითებული გრაფაში სადაც ეთითება თანხა, რომელიც ექვემდებარება დამატებით დარიცხვას, თუმცა, „საწარმოს/ორგანიზაციიის არსებობის პერიოდის“ გრაფაში არასწორადაა მითითებული თვეების რაოდენობა, რამაც გამოიწვია კუთვნილი გადასახადის თანხის შემცირება. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადთან ერთად, გადამხდელს განესაზღვრა მიმდინარე გადასახდელი
2022 წლის 15 ივნისის სავადო თარიღით 4 364 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით განხორციელებულია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახდელის დარიცხვა, კერძოდ, 2022 წლის 15 ივნისის სავადო თარიღით განხორციელდა მიმდინარე გადასახდელის დარიცხვა დეკლარაციაში ასახული 5243 ლარის გათვალისწინებით. შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელი დარიცხულია ორჯერ. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25278 ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი არსებული გარემოება და გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელი 4 364 ლარის ოდენობით შესაბამისი სავადო თარიღისათვის.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275.