ბრძანება N 13631
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13631
16.06.2023
შპს „------------“-ის (ს/ნ -------------)
(მის.:------------------)
2023 წლის 13, 24 და 27 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „-------------“-ის (ს/ნ ----------) №19422/2/2023, 69967/21-14 და №19538/2/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №081-34 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. მიუთითებს, რომ კომპანიამ წარადგინა საკმარისი საბუღალტრო მონაცემები იმისთვის, რომ დადგენილიყო კომპანიის ხარჯები, რეალიზაცია, ფასნამატი, ჩამოწერები და შესყიდვები. აცხადებს, რომ ეს ის მონაცემებია, რომლებიც აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ გადასახადებით დასაბეგრი ბაზა/ბრუნვა განისაზღვროს პირდაპირი მეთოდის გამოყენებით. მიუთითებს, რომ არ არსებობს გადასახადი, რომლის დეკლარირების ვადა 1 თვეზე ნაკლებია. თვის ჭრილში არსებული მონაცემები აბსოლუტურად საკმარისია ყველა გადასახადით დასაბეგრი ბაზის/ბრუნვის დათვლის მიზნებისთვის. აცხადებს, რომ საქონლის ანალიტიკური აღრიცხვა, კალკულაციები და ყოველთვიური ინვენტარიზაცია წარმოებდა ექსელში, რის საფუძველზეც ხდებოდა ჯამური ციფრის გატარება ბუღალტრულ პროგრამა ორისში. მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში, როდესაც პირდაპირი მეთოდის გამოყენების საშუალებას ბუღალტრული აღრიცხვა ან დოკუმენტაცია ვერ იძლევა. ითხოვს შემოსავლების დაანგარიშების მიზნით მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის- რეალიზაციის, შესყიდვებისა და კალკულაციების საშუალებით ჩამოწერის ნაწილში, როგორც საკვებ პროდუქტებთან, ასევე სასმელებთან მიმართებაში, სრულად გათვალისწინებას, რადგან წარდგენილია სრული ანალიტიკური ინფორმაცია. მიაჩნია, რომ არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20200 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №081-435 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 28 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,, 1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20200 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 2 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 94 024 ლარით, მათ შორის გადასახადი 63 491 ლარით, ჯარიმა 30 533 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 14 მარტის №081-34 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის N20200 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ მოხდა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების (დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის) წარმოდგენა. შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა შპს „-----------’’-ის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, რის შედეგადაც განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ მოხდა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, საკვების კალკულაციები, ჩამოწერა/რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია) წარმოდგენა. შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, კერძოდ განხორციელდა ჩამოწერილი და რეალიზებული პროდუქციის დამუშავება/ანალიზი, საკვების კალკულაციების შესწავლა და ფასნამატების გამოყვანა ალკოჰოლურ, არაალკოჰოლურ, საკვებ და თამბაქოს ჯგუფებზე. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა შეკვეთის ორდერების ან/და შესაბამისი პერიოდის მენიუს წარმოდგენა. შემოწმების მიერ შემოწმების პროცესში გამოყენებული იყო გადასახადის გადამხდელის 2020 წლის გაცხადებული, ასევე საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული ფასები (2018 წელს ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვები და დაფიქსირებულია ალკოჰოლური/არაალკოჰოლური სასმელების, სიგარეტებისა და ასევე მომსახურების საკომისიოს ფასები). გადანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად გათვალისწინებული იქნა საკვებ პროდუქტებზე წარმოდგენილი ინფორმაცია საკვების ჩამოწერა/რეალიზაციის შესახებ და შესაბამის ჯგუფზე გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ფასნამატი, რის შედეგადაც განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან და გაწეული ხარჯის 25%-ის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------------“-ის (ს/ნ -----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. კერძოდ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20200 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 2 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302(6);304(21)