გადაწყვეტილება №24261/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24261/2/2024
05 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ის 8.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24261/2/2024).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №074-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23155 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 40 111,59 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 26 004
დღგ - 10 436
საშემოსავლო გადასახადი - 15 568
ჯარიმა - 12 801
საურავი - 1 306.59
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა ხე-მასალის შეძენა რეალიზაცია, როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ. გადამხდელს საწარმოო ობიექტი და სასაწყობე მეურნეობა განთავსებული აქვს "-----" რაიონის სოფელ "--------"- ში .
აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №31241 და 12.02.2024 წლის №2919 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2.03.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 24.04.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №10239 ბრძანება და №074-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან ერთად 15.05.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12131 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №074-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12131 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.09.2024 წლის №23223/2/2024 (2.10.2024წ. 03/74215) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა იმავე სადავო აქტებზე, 23.10.2024 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 30.10.2024 წლის №23155 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც, აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №074-12 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 ნოემბერის №1680 განკარგულების საფუძველზე 2024 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა №ა517-21 საგადასახადო შეთანხმება შპს "--------"-სა და შემოსავლების სამსახურს შორის.
გადასახადის გადამხდელს, 2024 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვრა 3 000 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხლივლეად დატოვება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12131 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.09.2024 წლის №23223/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა იმავე სადავო აქტებზე, 23.10.2024 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 30.10.2024 წლის №23155 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც, აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №074-12 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
301(ზ)