ბრძანება N 21886-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2020
№ დოკუმენტი 21886-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 21886

30/07/2020

შპს ------------------------

(მის.: -------------------- )

2020 წლის 22 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 22 ივლისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს ----- ს №48884/1/2020 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №001-469 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემული სესხების დაბეგვრის საფუძველზე დარიცხულ თანხებს და აღნიშნავს, რომ საკითხი არასრულყოფილადაა შესწავლილი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 19 აგვისტოს №28930 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ხოლო შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივლისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 17 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. 2019 წლის 24 დეკემბერს გამოიცა №45735 ბრძანება, ხოლო ამავე წლის 25 დეკემბერს №001-469 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 92675 ლარი, მათ შორის გადასახადი 36845 ლარი, ჯარიმა 33737 ლარი, საურავი 22093 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება შემდეგი:

შპს ----- ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკრედიტო მომსახურება, აღნიშნულის ფარგლებში პირს გაცემული აქვს სესხები ფიზიკურ პირებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების შედეგად მოგების გადასახადით დაიბეგრა გადამხდელის მიერ გაცემული სესხები პერიოდების მიხედვით, ამასთანავე ხელშეკრულების გაუქმების მომენტში განხორციელდა ჩათვლა. შესაბამისად გადამხდელს აღნიშნულის შედეგად დაერიცხება ძირითადი გადასახადი 23 647 ლარი და ჯარიმა 24 088 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკლავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველო საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქმეში არსებული მასალებით და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ისეთ გარემოებაზე, რომლითაც მომჩივანი დაასაბუთებდა გარემოებას, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემული სესხების დაბეგვრის საფუძველზე დარიცხულ თანხებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება შემდეგი:

საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკრედიტო მომსახურება, აღნიშნულის ფარგლებში პირს გაცემული აქვს სესხები ფიზიკურ პირებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების შედეგად მოგების გადასახადით დაიბეგრა გადამხდელის მიერ გაცემული სესხები პერიოდების მიხედვით, ამასთანავე ხელშეკრულების გაუქმების მომენტში განხორციელდა ჩათვლა. შესაბამისად გადამხდელს აღნიშნულის შედეგად დაერიცხება ძირითადი გადასახადი 23 647 ლარი და ჯარიმა 24 088 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(3,,ზ“); 982(8)