ბრძანება N 23875

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.10.2026
№ დოკუმენტი 23875
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23875

21 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2026 წლის 21 სექტემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5350 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5350 ბრძანებით შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 20 ოქტომბრის №22401 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №081-357 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 20 ოქტომბრის №22401 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №081-357 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფინანსური მოგების და კაპიტალის შესახებ ინფორმაცია/მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5350 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 17 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 21 ივლისის №081-156 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 1 660 159 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 921 443 ლარი

დღგ - 457 805

საშემოსავლო გადასახადი - 463 637

ჯარიმა - 497 772

საურავი - 240 944

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი გაანგარიშებები ფინანსური მოგების შესახებ (მოგება-ზარალი, ნაღდი ფულის მოძრაობის ან/და თანხების კაპიტალში შეტანის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები). წარდგენილია მხოლოდ თანხის გადაცემის აქტები სხვადასხვა თარიღებით, რომელთა შინაარსიდანაც ირკვევა, რომ დამფუძნებლის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კომპანიაში (შპს „---“) მიღებული მთლიანი შემოსავალი გაიცეს დამფუძნებელზე, ასევე წარდგენილია პარტნიორის გადაწყვეტილებები იმის შესახებ, რომ საწარმოს წმინდა მოგება და მოსალოდნელი მოგებაც სრულად გაიცეს დივიდენდის სახით პარტნიორზე. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა რეალურ სურათს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის განსაზღვრას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ სადავო არ ყოფილა კაპიტალის ოდენობა. სადავო საგანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ იურიდიულ პირზე გაცემული თანხები ვერ ჩაითვლება კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საჩივრის განხილვისას დასადასტურებელი გახდა თანხების გადაცემის დასტური და აღნიშნულის წარდგენის რეკომენდაცია იქნა მიღებული. გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით არასწორად იქნა გამახვილებული ყურადღება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. განმარტავს, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი ფორმები საჯაროა და განთავსებულია „saras.gov.ge“-ზე.

 

შემოსავლების სამსახური: მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ფინანსური მოგების და კაპიტალის შესახებ ინფორმაცია/მტკიცებულებები (მოგება-ზარალი, ნაღდი ფულის მოძრაობის ან/და თანხების კაპიტალში შეტანის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები). წარდგენილ იქნა მხოლოდ თანხის გადაცემის აქტები და პარტნიორის გადაწყვეტილებები. აღნიშნული წარდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა რეალურ სურათს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფოემაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში და ასევე დავების განხილვის ეტაპზე შესწავლილია შპს „---“-ის 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების ფინანსური ანგარიშგებები, რომელთა მიხედვითაც კომპანიას არ გააჩნია გაუნაწილებელი მოგება, ყოველ წელს უფიქსირდება ზარალი. იგივე ფიქსირდება დამფუძნებელ იურიდიულ კომპანიაში.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5350 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი გაანგარიშებები ფინანსური მოგების შესახებ (მოგება-ზარალი, ნაღდი ფულის მოძრაობის ან/და თანხების კაპიტალში შეტანის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები). წარდგენილია მხოლოდ თანხის გადაცემის აქტები სხვადასხვა თარიღებით, რომელთა შინაარსიდანაც ირკვევა, რომ დამფუძნებლის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კომპანიაში მიღებული მთლიანი შემოსავალი გაიცეს დამფუძნებელზე, ასევე წარდგენილია პარტნიორის გადაწყვეტილებები იმის შესახებ, რომ საწარმოს წმინდა მოგება და მოსალოდნელი მოგებაც სრულად გაიცეს დივიდენდის სახით პარტნიორზე.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა რეალურ სურათს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.