ბრძანება N 14488
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14488
30 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ---------ის (პ/ნ ---------------)
(იურიდიული მის: ------------;
ფაქტობრივი მის: --------------)
2026 წლის 16 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა ფ/პ ---------ის (პ/ნ ---------------) №-----/21-11 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 5 ივნისის №21-11/--- გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემაზე.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სურს ისარგებლოს შეღავათით ახალ დამსაქმებელთან. ამიტომ ითხოვს შპს „----------ში“ (ს/ნ -----------) წარდგენილი შეღავათის ცნობის გაუქმებასა და ახალი ცნობის გაცემას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2026 წლის 27 მაისს ფ/პ -------მა (პ/ნ -----) №----/21-11 განცხადებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების შესახებ ძველი ცნობის გაუქმების მოთხოვნით, რათა ახალ სამსახურში შეძლოს ცნობის წარდგენა.
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემის მონაცემებში, 2026 წლის 19 ივნისის (-:- საათის) მდგომარეობით ფ/პ -------ს (პ/ნ ---------) უფიქსირდება შეღავათის ცნობის გატანა 24.10.2017 წელს შპს „--------ში“ (ს/ნ ------------).
ვინაიდან შპს „-------ი“ (ს/ნ ---------) წარმოადგენს რეგისტრაციაშეჩერებულ საწარმოს, ვერ განხორციელდა ფ/პ -----ის (პ/ნ --------) მოთხოვნის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება გადამხდელს ეცნობა 2026 წლის 5 ივნისის №21-11/----- წერილით.
შპს „-----ს“ (ს/ნ -----) ბოლო 12 თვის განმავლობაში წარდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები ნულოვანი ფორმით.
შემოსავლების სამსახურის განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 391 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში – ცნობა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ცნობა დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული შემოსავლების მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული; დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს შესაბამისი სამუშაო ადგილიდან გაცემული შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შეღავათებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 254-ე მუხლის შესაბამისად, შპს „------ს“ (ს/ნ ----------), სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანამდე, შეუჩერდა რეგისტრაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, რაც გულისხმობს, საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის შეზღუდვას. შემოსავლების სამსახურის მიერ განისაზღვრა საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის შეზღუდვის პირობები, კერძოდ, საწარმოს (მათ შორის, ფილიალებს) ეზღუდება შემოსავლების სამსახურის მომსახურებით სარგებლობა. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ N996 ბრძანების 39-ე პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს შესაბამისი სამუშაო ადგილიდან (მოცემულ შემთხვევაში შპს „-----დან“ (ს/ნ -------)) გაცემული შეტყობინება გადახდის წყაროსთან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის შესახებ, რაც, მოცემულ შემთხვევაში, რეგისტრაციის შეჩერების გამო შეზღუდულია. ასევე, 2026 წლის 26 ივნისის მდგომარეობით შპს „------ის“ (ს/ნ ---------) სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი არ არის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ აქვს წინა დამქირავებლისგან გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების წარმოდგენის შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ფ/პ ---------ის (პ/ნ -----------) სახელზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, შპს „---------ში“ (ს/ნ----------) წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ---------ის (პ/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. შპს „---------ში“ (ს/ნ ---------) წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ფ/პ --------ის (პ/ნ ----------) მიმართ გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სურს ისარგებლოს შეღავათით ახალ დამსაქმებელთან. ამიტომ ითხოვს ყოფილ დამსაქმებელთან წარდგენილი შეღავათის ცნობის გაუქმებასა და ახალი ცნობის გაცემას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2026 წლის 27 მაისს ფ/პმა განცხადებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების შესახებ ძველი ცნობის გაუქმების მოთხოვნით, რათა ახალ სამსახურში შეძლოს ცნობის წარდგენა.
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემის მონაცემებში, 2026 წლის 19 ივნისის მდგომარეობით ფ/პ-ს უფიქსირდება შეღავათის ცნობის გატანა 24.10.2017 წელს წინა დამქირავებელთან წარსადგენად.ვინაიდან წინა დამქირავებელი წარმოადგენს რეგისტრაციაშეჩერებულ საწარმოს, ვერ განხორციელდა ფ/პ-ის მოთხოვნის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება გადამხდელს ეცნობა 2026 წლის 5 ივნისის წერილით.
ყოფილ დამქირავებელს ბოლო 12 თვის განმავლობაში წარდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები ნულოვანი ფორმით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ფ/პ-ის სახელზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, ყოფილ დამქირავებელთან წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(5);