ბრძანება N 4039

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 4039
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4039

10 მარტი 2025

ბრძანება

შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)

(ფაქტ. მის.:„--------“)

2025 წლის 29 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) №93987/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №021-103 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ შემმოწმებელთან გაგზავნილი და გავლილი აქვს საქონლის თვითღირებულების გაანგარიშების ცხრილი, რომელიც შედარებულია ინვენტარიზაციის დროს დათვლილ ბუღალტრულ ნაშთთან რაოდენობრივად და თანხობრივად. მიუთითებს, რომ სათუნუქე მასალის შეძენას კომპანია ახდენს ჩინეთიდან და მხოლოდ მცირე ნაწილია ადგილობრივად შეძენილი. ჩინეთში შეკვეთასა და მიწოდებას შორის არის 3-დან 7 თვემდე შუალედი, თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად, ასევე ცვალებადია ვალუტის კურსი, რაც გავლენას ახდენს საქონლის თვითღირებულებაზე და საწარმოს მიერ პროდუქციის რეალიზაცია ზოგიერთ შემთხვევაში ხდება უარყოფითი ფასნამატით. აღნიშნავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა საქონლის უარყოფითი ფასნამატებით რეალიზაციები, თუმცა ინვენტარიზაციასთან ერთად საწარმოში ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურაც, რა დროსაც ნათლად გამოჩნდა, რომ კომპანია მართლა ყიდდა საქონელს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად (დაფიქსირდა გასაყიდი ფასი 1კგ - 4,40 ლარი, რა დროსაც თვითღირებულება იყო 5,70 და 4,83 ლარი (დღგის ჩათვლით)). მომჩივანი ითხოვს, რომ შემოწმებამ გაითვალისწინოს საკონტროლო შესყიდვის შედეგებიც. დამატებით აღნიშნავს, რომ საქონელი შემოდის რულონებად და დაჭრის დროს არის დანაკარგი 1-2%-მდე. ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის პირველი ივლისის №15459 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №021-116 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 26 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №25376 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდებზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის პირველი ივლისის №15459 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 26 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 30 დეკემბრის №021-103 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დამატებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №25376 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საქმის მასალები. აღნიშნულის თანახმად დადგინდა, რომ განხორციელებული პროცედურა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფასნამატით, რადგან გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფაქტობრივი აღრიცხვა. აღრიცხვის მასალებში არ იყო მითითებული საქონლის თვითღირებულებები, ფაქტობრივი აღრიცხვის მასალებში ნაშთად არსებული სმფ-ების დასახელება, მახასიათებლები და სახეობები არ იყო იმპორტის სასაქონლო ოპერაციებზე თანდართულ ინვოისებში მითითებული საქონლის იდენტური. შედეგად, შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა სმფ-ების ინვენტარიზაციის ფასნამატის გაანგარიშება და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საქმის მასალები. აღნიშნულის თანახმად დადგინდა, რომ განხორციელებული პროცედურა არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ შემოწმებას ეხელმძღვანელა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფასნამატით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვა და აღრიცხვის მასალებში არ იყო მითითებული საქონლის თვითღირებულებები, ნაშთად არსებული სმფ-ების დასახელება, მახასიათებლები და სახეობები არ იყო იმპორტის სასაქონლო ოპერაციებზე თანდართულ ინვოისებში მითითებული საქონლის იდენტური.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დამატებით შესწავლილ იქნა გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საქმის მასალები. აღნიშნულის თანახმად დადგინდა, რომ განხორციელებული პროცედურა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფასნამატით, რადგან გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფაქტობრივი აღრიცხვა. აღრიცხვის მასალებში არ იყო მითითებული საქონლის თვითღირებულებები, ფაქტობრივი აღრიცხვის მასალებში ნაშთად არსებული სმფ-ების დასახელება, მახასიათებლები და სახეობები არ იყო იმპორტის სასაქონლო ოპერაციებზე თანდართულ ინვოისებში მითითებული საქონლის იდენტური. შედეგად, შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა სმფ-ების ინვენტარიზაციის ფასნამატის გაანგარიშება და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).