ბრძანება N 16799

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.07.2024
№ დოკუმენტი 16799
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16799

16 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------------ის (ს/ნ --------------------)

(იურ. მის: -------------------------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------------)

2024 წლის 4 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ------------ის (ს/ნ --------------------) №111906/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივნისის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დანაკლისის ნაწილი გამოწვეულია იმ დროისათვის კონსიგნაციით გაცემული საქონლის გამო (68750 ლარის ოდენობის) და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ითხოვს დარიცხული ჯარიმის კორექტირებას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, “მარაგების მართვის ქეისმენეჯმენტის” პროგრამის 2024 წლის 11 მარტის N131807 დავალების საფუძველზე (III პროცედურა), 2024 წლის 12 მარტს გამოცემული „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ“ N5282 ბრძანებით, ჩატარდა ი/მ ------------ის (ს/ნ --------------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ი/მ ------------ი (ს/ნ --------------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 17 მარტს. 2021 წლის 1 მაისიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს მეორადი საბურავებით ვაჭრობა. გადამხდელს თავის საკუთრებაში გააჩნია ერთი საკონტროლო–სალარო აპარატი საქარხნო ნომრით: -------- (რეგისტრირებული მისამართზე: ქ. --------ქ. N1).

ინვენტარიზაციის დაწყებისას ი/მ ------------მა (ს/ნ --------------------) განაცხადა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა შემდეგ მისამართზე: ქ. ------- ქ. N1. ასევე, განაცხადა, რომ მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები განთავსებული აქვს მხოლოდ აღნიშნულ მისამართზე და სხვა სავაჭრო ობიექტი ან სათავსო არ გააჩნია. ასევე განმარტა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.

2024 წლის 12 მარტს ი/მ ------------ის (ს/ნ --------------------) კუთვნილ ობიექტში განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის N5282 ბრძანებით, ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. გადამხდელის მიერ წერილობითი ფორმით იქნა განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი საინვენტარიზაციო კომისიაში - ი/მ ------------ი (ს/ნ --------------------).

ინვენტარიზაცია დაიწყო 2024 წლის 12 მარტს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 2024 წლის 10 ივნისს. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა “სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ” ოქმში (დანართი N16).

ი/მ ------------ის (ს/ნ --------------------) კუთვნილ ობიექტში 2024 წლის 12 მარტის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 256345 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, შედგენილ იქნა ოქმი „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ – დანართი N19– ის I და II ცხრილები. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილი იქნა ასევე „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ ოქმი (დანართი N21). მისი შესწავლისა და მითითებული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შემდეგ, აღურიცხველი სმფ–ები არ გამოვლენილა, ხოლო ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების პირვანდელმა ღირებულებამ (დანართი N21–ის მე–6 სვეტის ჯამი) შეადგინა 96827.08 ლარი.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების საფუძველზე, შედგენილ იქნა ოქმი „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ – დანართი N19–ის I და II ცხრილები. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:

- საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 2021 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 4 მარტამდე (ინვენტარიზაციის დაწყების მომენტი);

- საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი – 0 ლარი;

- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში იმპორტით შეძენილი სმფ-ების პირვანდელი ღირებულება – 235947,96 ლარი – შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით;

- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 2021 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე გადამხდელის მიერ განხორციელებული რეალიზაციების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული ბრუნვები, ხოლო 2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 12 მარტამდე პერიოდში გადამხდელის საკუთრებაში არსებულ სსა-ზე დაფიქსირებული ბრუნვა.

- ფასნამატად აღებულ იქნა 164.745%, მისი ანგარიში დაეყრდნო დანართი N16-ისა და დანართი N21–ის მონაცემებს. კერძოდ: შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების საბაზრო ღირებულება - 256345 ლარი და შეძენის ჯამური თვითღირებულება - 96827.08 ლარი.

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 12 მარტი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი N19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა 209649.08 ლარი.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი N22–ის I ცხრილი (პროექტი) დანართი N16–ისა და N21–ის საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხველი სასაქონლო– მატერიალური ფასეულობები არ გამოვლინდა. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ასევე შევსებულ იქნა დანართი N22–ის II ცხრილი (პროექტი) – დანართი N19–ის I ცხრილისა და დანართი N21–ის მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა - 112822 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ფასნამატი 164,745%) – 294874.19 ლარი.

ი/მ ------------ს (ს/ნ --------------------) 2024 წლის 31 მაისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი N22–ის I და II ცხრილები) პროექტით.

გადასახადის გადამხდელს შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში (5 სამუშაო დღე) პროექტთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოში არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო წერილობითი/ელექტრონული პოზიცია.

ი/მ ------------ის (ს/ნ --------------------) სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა დანაკლისმა საბაზრო ფასით შეადგინა 298690.75 ლარი.

აღნიშნული სამართალდარღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე9 ნაწილის საფუძველზე 2024 წლის 10 ივნისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N------- და ი/მ ------------ს (ს/ნ --------------------) სანქციის სახით დაერიცხა ჯარიმა 29869.08 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის,ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ– ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომლის თანახმად დანაკლისი გამოწვეულია იმ დროისათვის კონსიგნაციით გაცემული საქონლის გამო.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------------ის (ს/ნ --------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დანაკლისის ნაწილი გამოწვეულია იმ დროისათვის კონსიგნაციით გაცემული საქონლის გამო და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ითხოვს დარიცხული ჯარიმის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ“ N5282 ბრძანებით, ჩატარდა მომჩივანის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ინვენტარიზაციის დაწყებისას მომჩივანმა განმარტა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.

ასევე,გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით, ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. გადამხდელის მიერ წერილობითი ფორმით იქნა განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი საინვენტარიზაციო კომისიაში -მომჩივანი. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა “სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ” ოქმში.

მომჩივანს 2024 წლის 31 მაისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი N22–ის I და II ცხრილები) პროექტით.

გადასახადის გადამხდელს შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში (5 სამუშაო დღე) პროექტთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოში არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო წერილობითი/ელექტრონული პოზიცია.

მომჩივანის სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა დანაკლისმა საბაზრო ფასით შეადგინა 298690.75 ლარი.

აღნიშნული სამართალდარღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე9 ნაწილის საფუძველზე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანს სანქციის სახით დაერიცხა ჯარიმა 29869.08 ლარი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9);