ბრძანება N 8830
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8830
16 აპრილი 2024
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2024 წლის 11 მარტის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") №88358/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №081-133 და 2024 წლის 5 თებერვლის №081-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით სალაროდან ნაღდი ფულის გაცემის მოგების განაწილებად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემმოწმებელს უნდა შეესწავლა 01.01.2010-01.01.2019 წლების პერიოდზე გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონული ვერსია. შემმოწმებლის მოთხოვნის შესაბამისად, წარდგენილი იქნა დამფუძნებელთა კრების ოქმები დივიდენდის განაწილების შესახებ და ახსნა-განმარტებები, ამასთან, თუ ინფორმაცია იყო დასაზუსტებელი, აღნიშნული არ წარმოადგენდა სიძნელეს და გადასახადის გადამხდელი მზად იყო წარმოედგინა ყველა საჭირო ინფორმაცია. განმარტავს, რომ 2010 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე პერიოდებში მიღებული მოგებიდან გადამხდელს განაწილებული და გაცემული აქვს მოგება სულ 950 117,86 ლარი, რაზეც არსებობს პირველადი დოკუმენტები. 2019 წლის 1 იანვრისათვის გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 140 223,54 ლარს, მათ შორის 2017 წლამდე მიღებული და გაუნაწილებელი მოგება 27 494 ლარი, რომელიც საგადასახადო შემოწმების მთელი პერიოდისათვის ირიცხებოდა ნაშთად. კომპანიამ 2017 წლის ნოემბერში მიიღო მშენებლობის ნებართვა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. მშენებლობა დაიწყო 2018 წელს, მშენებლობის დაწყების შემდგომ გაიზარდა მოთხოვნა საბრუნავ საშუალებებზე და აღნიშნულიდან გამომდინარე გაზრდილი იქნა საწარმოს კაპიტალი დამფუძნებლის მიერ. არსებობს თანხის შემოტანის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები, თანხა შემოტანილი იქნა შესაბამის პერიოდში დამფუძნებელი პარტნიორის მიერ, მის მიერვე იქნა წაღებული ბინების რეალიზაციიდან შემოსული თანხები. კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორად აღნიშნული პიროვნება აღარ ითვლება 2021 წლის 26 თებერვლიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდაა ეჭვქვეშ დაყენებული საწესდებო კაპიტალის გაზრდა 2018 წელს სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების დაწყების პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია. მომჩივანი ასევე ითხოვს, იმის გათვალისინებით, რომ 2021 წლის 26 თებერვლიდან შემდგომ პერიოდში კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი ერთი და იგივე პირია და დირექტორს ეძლეოდა ხელფასი, გამომდინარე სალაროს დანაკლისიდან, პირველ რიგში მოხდეს გაუნაწილებელი მოგებიდან დივიდენდების გაწერა 2016 წლის ჩათვლით მიღებული და გაუნაწილებელი მოგების ნაშთის გათვალისწინებით და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდეს სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვა.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 თებერვლის №081-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ნოემბრის №28288 ბრძანებით შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი 2022 წლის 8 დეკემბრის №081-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. შპს „------- -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ნოემბრის №28288 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 31 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 5 თებერვლის №081-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ დაბეგრილია 2019-2021 წლებში დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხები, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ განხილული იყო როგორც საწესდებო კაპიტალი. გარდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ანალიზისა, შემოწმების მიერ ჩატარდა ხანდაზმულ პერიოდზე წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის ანალიზი, რის მიხედვითაც პირს არ წარმოეშობოდა კაპიტალის გაზრდის საფუძველი. საგადასახადო შემოწმების აქტში განხილულ არგუმენტებთან ერთად, ერთ-ერთ ოპერაციას წარმოდგენდა ხანდაზმულ პერიოდში (2018 წელი) კრედიტორული დავალიანების (თურქეთის რეზიდენტი საწარმო) ძირითადი თანხისა და საკურსო სხვაობით წარმოშობილი ზარალის საქვეანგარიშოდ გაცემული ნაღდი ანგარიშსწორებით დაფარვა.
წარმოდგენილ საჩივარში პირი მიუთითებდა 2017 წლამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული მოგების გათვალისწინებას დივიდენდის დაბეგვრის ეტაპზე. ასევე აღნიშნავდა, რომ ზემოაღნიშნული კრედიტორული დავალიანების ძირითადი თანხისა და კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზარალის დაგვიანებით გადახდა დასტურდება 2022 წლის 24 აგვისტოს მხარეთა შეთანხმებით და აღნიშნავდა, რომ კრედიტორული დავალიანების მქონე პირის მმართველის პარტნიორის შვილზე ("-------") რეალიზებული იქნა 9 ერთეული საცხოვრებელი ბინა, სრული ღირებულებთ 117 050 აშშ დოლარი. სწორედ აღნიშნული თანხიდან 65 000 აშშ დოლარი მოხსენიებულია 2022 წლის 24 აგვისტოს მხარეთა შეთანხმებაში თანხების გადახდისა და ბინების დაბრუნების შესახებ და მყიდველს ჩაეთვალა ანაზღაურებულად თურქული ფირმის დავალიანებაში და სწორედ აქედან გამომდინარეა გასაზღვრული დავალიანების დახურვის თარიღი და გამომდინარეობს საკურსო სხვაობა.
შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა წარმოდგენილი შეთანხმება, რომლის მეორე მუხლში ვკითხულობთ, რომ "--------"-ს 2022 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით არ ჰქონდა დავალიანება 117 050 აშშ დოლარი გადახდილი, „წინამდებარე ხელშებრულებაზე ხელმოწერის დღეს კი "-------"-,ა გადაიხადა შემდეგი უძრავი ქონების საფასური“. აღნიშნული ბინების სრული ღირებულება შეადგენს 65 000 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილი ბინები, რომლის ღირებულებაც არ გადაუხდია დაუბრუნდა გამყიდველს საკუთრებაში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დგინდება, რომ პირს არასწორად აქვს საბუღალტრო პროგრამაში ჩამოწერილი ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ წაღებული თანხები (კრედიტორული დავალიანების დაფარვა დაგვიანებულად საკურსო სხვაობების გათვალისწინებით). საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 თებერვლის №081-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №081-133 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №081-133 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 აგვისტოს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის №28063 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") 2024 წლის 11 მარტის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №081- 133 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 თებერვლის №081-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „------- -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №081-133 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით სალაროდან ნაღდი ფულის გაცემის მოგების განაწილებად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ დაბეგრილია 2019-2021 წლებში დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხები, რაც გადამხდელის მიერ განხილული იყო როგორც საწესდებო კაპიტალი.საგადასახადო შემოწმების აქტში განხილულ არგუმენტებთან ერთად, ერთ-ერთ ოპერაციას წარმოდგენდა ხანდაზმულ პერიოდში კრედიტორული დავალიანების ძირითადი თანხისა და საკურსო სხვაობით წარმოშობილი ზარალის საქვეანგარიშოდ გაცემული ნაღდი ანგარიშსწორებით დაფარვა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დგინდება, რომ პირს არასწორად აქვს საბუღალტრო პროგრამაში ჩამოწერილი ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ წაღებული თანხები.საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივანის 2024 წლის 11 მარტის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №081- 133 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).