გადაწყვეტილება №25756/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25756/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25756/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის ის 1.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25756/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21535 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2025 წლის №006-122 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13430 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 256 385,09 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 119 903

დღგ - (-303)

მოგების გადასახადი - 98 437

საშემოსავლო გადასახადი - 21 769

ჯარიმა - 62 253

საურავი - 74 229,09

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №006-381 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21535 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.03.2025 წლის №24313/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21535 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2025 წლის №006-122 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13430 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13430 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე 24.06.2025 წელს, ხოლო, ადრესატი დოკუმენტს გაეცნო ელექტრონულად 25.06.2025 წელს.

აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადის მე-20 დღე იყო 15.07.2025 წელს, ხოლო, საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 1.09.2025 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივანს სატელეფონო კომუნიკაციისას ეცნობა გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე, თუმცა მას არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას,ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მიერ 2021 წელს დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემები ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, 130-ე, 154-ე და 981 მუხლების მოთხოვნების შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ასევე, საწარმოს დაერიცხა სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით, მის მიერ შესრულებულ 2 პროექტთან დაკავშირებით ფიქსირდება ზარალი, რასთან დაკავშირებითაც პირი ძირითადად მიუთითებს სახარჯი მასალის ფასის მატებას. ამასთან, ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული ოპერაციის მიხედვით გაწეული ხარჯები.აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, შემოწმებით, ხარჯი, რომლის გაწევასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(„ე“)