ბრძანება N 18470
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18470
14 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------)
(მის.: ---------------------------------)
2026 წლის 15 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------) 2026 წლის 15 ივლისის №---/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №028-11 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი სამივლინებო ხარჯების არ გამოქვითვის არგუმენტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ -----ს, ასევე, -----ში აქვს შპს და იქაც ახორციელებს საქმიანობას. იგი არის საქართველოს მოქალაქე, ოჯახი ჰყავს საქართველოში და -----ში არ აქვს საცხოვრებელი სახლი ან ფართი, ხოლო შპს-------ი სატრანსპორტო საშუალებების შეძენას ახორციელებს სხვადასხვა მომწოდებლიდანაც, სამივლინებო ხარჯები პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო საშუალებების შეძენასთან, გარემონტებასთან და ტრანსპორტირებასთან. აცხადებს, რომ ყველა ხარჯის გათვალისწინებით ორგანიზაცია გადის ზარალზე, ამიტომ მათ მიერ არ იყო ყველა მივლინების ხარჯი ჩადებული.
ამასთან, გადამხდელი მიუთითებს საბაჟო დეკლარაციებით ჩასათვლელ თანხებზე (01.05.2025 თარიღის 7 470 ლარის და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის თანხით 3 866.73 ლარი), რომელიც არის გამორჩენილი. აღნიშნავს, რომ ამ საფუძვლით არ მოხდა როგორც ჩათვლის შემცირება, ასევე, ჯარიმის შემცირება. აცხადებს, რომ არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის არგუმენტს, რომ მომდევნო თვეში შეუძლიათ ჩათვლის განხორციელება, რადგან ამ შემთხვევაში ჯარიმა რჩება უცვლელი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №6555 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------) 2026 წლის 13 თებერვლის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №6555 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 24 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 26 ივნისის №028-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შემოწმების ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მივლინების ბრძანებები, აღნიშნული ბრძანებების შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორ/დამფუძნებელი --------ი (პ.ნ --------) შესამოწმებელ პერიოდში იმყოფებოდა მივლინებით ------ში, მივლინების მიზნობრიობას წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და ტრანსპორტირება. (რიგ შემთხვევებში წარმოდგენილი მივლინების ბრძანებები შეიცავს ხარვეზებს, კერძოდ, საზღვრის კვეთის მონაცემები არ ემთხვევა მივლინების ბრძანების მონაცემებს). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიის დირექტორ/დამფუძნებელი ------ი, ასევე, საქმიანობს ------ში რეგისტრირებულ კომპანიაში, ხოლო შპს ------ (-------) ამ კომპანიისგან ახდენს სატრანსპორტო საშუალებების შეძენას, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს საზღვარგარეთ მყოფი -------ის მიერ გაწეული მივლინების ხარჯები რამდენად კავშირშია შპს -----ის საქმიანობასთან. შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/ საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მივლინების ბრძანებები, შედეგად დგინდება, რომ კომპანიის დირექტორ/დამფუძნებელი ------ი შესამოწმებელ პერიოდში იმყოფებოდა მივლინებით ------ი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და ტრანსპორტირება. თუმცა რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილი მივლინების ბრძანებები შეიცავს ხარვეზებს, კერძოდ, საზღვრის კვეთის მონაცემები არ ემთხვევა მივლინების ბრძანების მონაცემებს. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ კომპანიის დირექტორ/დამფუძნებელი -------ი, ასევე, საქმიანობს ------ში რეგისტრირებულ კომპანიაში, ხოლო შპს----- ამ კომპანიისგან ახდენს სატრანსპორტო საშუალებების შეძენას, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს საზღვარგარეთ მყოფი -----ის მიერ გაწეული მივლინების ხარჯები რამდენად კავშირშია შპს -----ის საქმიანობასთან. შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საბაჟო დეკლარაციებით ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი სამივლინებო ხარჯების არ გამოქვითვის არგუმენტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანია სატრანსპორტო საშუალებების შეძენას ახორციელებს სხვადასხვა მომწოდებლიდანაც, სამივლინებო ხარჯები პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო საშუალებების შეძენასთან, გარემონტებასთან და ტრანსპორტირებასთან. აცხადებს, რომ ყველა ხარჯის გათვალისწინებით ორგანიზაცია გადის ზარალზე, ამიტომ მათ მიერ არ იყო ყველა მივლინების ხარჯი ჩადებული.
ამასთან, გადამხდელი მიუთითებს საბაჟო დეკლარაციებით ჩასათვლელ თანხებზე , რომელიც არის გამორჩენილი. აღნიშნავს, რომ ამ საფუძვლით არ მოხდა როგორც ჩათვლის შემცირება, ასევე, ჯარიმის შემცირება. აცხადებს, რომ არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის არგუმენტს, რომ მომდევნო თვეში შეუძლიათ ჩათვლის განხორციელება, რადგან ამ შემთხვევაში ჯარიმა რჩება უცვლელი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №6555 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. კერძოდ, სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურის №6555 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №028-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);