N 3419 - 19/02/2024 - „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის,გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №3419
2024 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭედი გამოყენებულ იქნეს შემდეგ წარმოშობის სერტიფიკატებზე:“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი
ლევან კაკავა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე