გადაწყვეტილება №20695/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20695/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20695/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ - ის 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20695/2/2023).

 

დავის საგანი:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.07.2023 წლის №CB1485254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19382 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 79 913 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.01.2023 წლის №353 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე, ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლომატერიალურ ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 624 910.78 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (დღგ-სა და 8.37%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით) 799 136.78 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.07.2023 წლის №CB1485254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 79 913.68 ლარი.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.08.2023 წლის №19382 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 69-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შიდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 2022 წლის ყველა თვის მიხედვით იქნა დაბეგრილი და გადახდილი კომპანიის მიერ 25.01.2023 წელს წარდგენილი დეკლარაციებით. შემოწმებით გამოვლენილი დანაკლისი კომპანიის მიერ უკვე დარიცხული იქნა დაზუსტებული დეკლარაციებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ დაზუსტებული დეკლარაციებით დარიცხული დანაკლისი უნდა გათვალისწინებულიყო ინვენტარიზაციის პერიოდში, ვინაიდან ორჯერ დაბეგვრას ადგილი არ ჰქონოდა, რაც არ იქნა გათვალისწინებული. ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.07.2023 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 333 668,46 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით. საანგარიშო პერიოდის სმფ–ების საწყისი ნაშთი იყო 106 831,06 ლარი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელ/ზედნადებებითა და საბაჟო დოკუმენტაციით მიღებული სმფ–ების პირვანდელი ღირებულება 3 177 847,65 ლარი. აღებულ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული ელ/ზედნადებებისა და საბაჟო დოკუმენტაციის თანხების ჯამი. 2022 წლის 11 თვის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების (დღგ–ს გარეშე) ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ–ის შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი ბრუნვები სულ 2 115 376,49 ლარი. ხანძრის შედეგად ჩამოწერილი სმფ-ები შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 07.12.2022წ №MIA ---------- წერილის საფუძველზე იყო სულ 308 008,47 ლარის ღირებულების (დღგ– ის გარეშე). 31.12.2022-1-16.01.2023 წლების განმავლობაში რეალიზებული სმფ–ების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა საკონტროლო–სალარო აპარატის მონაცემები 30 182,2 ლარი. უნაღდო ანგარიშსწორება 67 296,61 ლარი. საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 8,37%. მისი ანგარიში დაეყრდნო სმფ-ების ინვენტარიზაციის ფაქტობრივი აღწერის შედეგებს. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 624 910,78 ლარი. სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 799 136,78 ლარი, რაზედაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა ფინანსური სანქცია 79 913,68 ლარი.

გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებით გამოვლენილი დანაკლისი კომპანიის მიერ უკვე დარიცხული იქნა დაზუსტებული დეკლარაციებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ დაზუსტებული დეკლარაციებით დარიცხული დანაკლისი უნდა გათვალისწინებულიყო ინვენტარიზაციის პერიოდში, ვინაიდან ორჯერ დაბეგვრას ადგილი არ ჰქონოდა, რაც არ იქნა გათვალისწინებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.07.2023 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 333 668,46 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით. საანგარიშო პერიოდის სმფ–ების საწყისი ნაშთი იყო 106 831,06 ლარი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელ/ზედნადებებითა და საბაჟო დოკუმენტაციით მიღებული სმფ–ების პირვანდელი ღირებულება 3 177 847,65 ლარი. აღებულ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული ელ/ზედნადებებისა და 3 საბაჟო დოკუმენტაციის თანხების ჯამი. 2022 წლის 11 თვის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების (დღგ–ს გარეშე) ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ–ის შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი ბრუნვები სულ 2 115 376,49 ლარი. ხანძრის შედეგად ჩამოწერილი სმფ-ები შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე იყო სულ 308 008,47 ლარის ღირებულების (დღგ– ის გარეშე). 31.12.2022-1-16.01.2023 წლების განმავლობაში რეალიზებული სმფ–ების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა საკონტროლო–სალარო აპარატის მონაცემები 30 182,2 ლარი. უნაღდო ანგარიშსწორება 67 296,61 ლარი. საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 8,37%. მისი ანგარიში დაეყრდნო სმფ-ების ინვენტარიზაციის ფაქტობრივი აღწერის შედეგებს. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 624 910,78 ლარი. სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 799 136,78 ლარი, რაზედაც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საფუძველზე შეეფარდა ფინანსური სანქცია 79 913,68 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9).