გადაწყვეტილება №4172/2/2017-1
📄 სრული ტექსტი
№4172/2/2017
12.01.2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------„ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულიმა დავების განხილვის საბჭომ 12.01.2018 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------„ 22.06.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.
დავის საგანი:
დებიტორული დავალიანების გამოქვითვა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2016 წლის №094-317 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.06.2017 წლის №15436 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3457891 ლარი;
მათ შორის:
დღგ - 244272 ლარი;
მოგების გადასახადი - 1352320 ლარი;
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 3174 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - (-22172 ლარი);
ჯარიმა - 1394306 ლარი;
საურავი - 485991 ლარი.
პროცედურული გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა საწვავით საცალო-საბითუმო ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.10.2012 წლიდან 1.04.2016 წლამდე პერიოდის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 9.12.2016 წლის აქტში, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2016 წლის №35499 ბრძანება და 12.12.2016 წლის №094-317 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 22.12.2016 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2017 წლის №15436 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „--------„ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდა 2012 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის 2016 წლის 12 დეკემბრის №094-317 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისაგან, ასევე გათავისუფლდა დღგ-ს ჩასათვლელი თანხის გაუქმების შედეგად დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის 2016 წლის 12 დეკემბრის №094-317 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისაგან და უკუდაბეგვრის დღგ-ს გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის 2016 წლის 12 დეკემბრის №094-317 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან; საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სადავო საკითხი:
დებიტორული დავალიანების გამოქვითვა
ფაქტების აღწერა
2015 წელს დებიტორული დავალიანების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოდან მიღებული ოქმის საფუძველზე გადამხდელი ითხოვს შემოწმების ფარგლებში სსკ-ის 108-ე მუხლის მიხედვით გამოსაქვით ხარჯში 63137 ლარის გათვალისწინებას.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
არგუმენტი ამ ნაწილში გასაჩივრებულ ბრძანებაში არ იკვეთება.
მომჩივნის არგუმენტაცია
2015 წელს კომპანიამ დებიტორული დავალიანების მოთხოვნასთან დაკავშირებით მიიღო ოქმი სასამართლოდან, რომლის მიხედვით აღნიშნული მოთხოვნა არ წარმოადგენდა ამოღებად თანხებს. ამიტომ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში წარდგენილი საჩივრით ითხოვდა ამ თანხების გათვალისწინებას გამოსაქვით ხარჯში სსკ-ის 108-ე მუხლის მიხედვით ჯამური ღირებულებით 63137 ლარი.
მედიაციის საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი ამ ნაწილში მიუხედავად ამისა შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს არ განუხილავთ აღნიშნული საკითხი და შესაბამისად არ მოუხდენიათ საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით დარიცხული თანხის კორექტირება. შემოსავლების სმსახურის დავების განხილვის საბჭოს ბრძანება №15436-ში ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. შესაბამისად, გაუგებარია დავების განხილვის საბჭოს დაუკმაყოფილებლობის არგუმენტი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად,1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს რეალიზებულ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, რომელთა მიხედვით მისაღები შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილი იყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.
2. უიმედო ვალების გამოქვითვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ჩამოწერილია და ასახულია გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშგებაში.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის თანახმად, უიმედო ვალი - საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) სასამართლოს/ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) აღსრულების ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე;
გ)სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღბის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;
დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა.
აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2017 წლის №80419-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, დებიტორული დავალიანების გამოქვითვის საკითხი შესწავლილია შემოწმების პროცესში და აღნიშნული არ წარმოადგენს უიმედო ვალს, ვინაიდან სახეზე არ არის უიმედო ვალად აღიარების დოკუმენტი. გადამხდელს გააჩნია იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებები დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ (ბრძანებაზე უარის საფუძველია გამარტივებული სამართალწარმოების პროცესში რესპოდენტების მხრიდან მოთხოვნების სრულად უარყოფა ან პროტესტის წარდგენა).
ამდენად, მომჩივნის წარდგენილი ოქმი, რომლის მიხედვით გადამხდელს მიაჩნია, რომ დებიტორული დავალიანება არ წარმოადგენს ამოღებად თანხებს, ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ხსენებული ნორმით განსაზღვრული დოკუმენტებიდან ვეც ერთს, რის გამოც ამ ნაწილში არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. სადავო საგნის დავის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.