ბძანება N 13

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.01.2026
№ დოკუმენტი 13
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13

08 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,--------ის“ (ს/ნ -------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------;

იურ. მის.: ------------------------)

2025 წლის 10 და 11 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №--) განიხილა შპს ,,--------ის“ (ს/ნ -------------) 2025 წლის 10 დეკემბრის №--/2/2025 და 11 დეკემბრის №--/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ოქტომბრის №002-153 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი შეცდომა/არცოდნაზე მითითებით ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის შემცირებას. აღნიშნავს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა, წარმოადგენს დაუგეგმავ ბუღალტრულ შეცდომას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ივლისის №17288 და №17339 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,--------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის აპრილის, 2024 წლის აპრილის, მაისის და 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 8 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 ოქტომბრის №23596 ბრძანება და ამავე თარიღის №002-153 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 65 142 ლარი, მათ შორის გადასახადი 37 451 ლარი, ჯარიმა 18 725 ლარი და საურავი 8 961 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

. საწარმოს 2024 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციით არ აქვს დაბეგრილი ეა--- №--- შპს -----ზე (ს/ნ ------) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიწოდებული მომსახურება, 117 000 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით). საწარმოს ზემოთ აღნიშნულ თვეებში დეკლარირებული აქვს დასაბეგრი ბრუნა 0 ლარი. დღგ-ში დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა ჯამურად 99 153 ლარი. ასევე, კომპანიამ 2023 წლის აპრილის თვეში დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგრა ეა -- №---- ანგარიშ-ფაქტურით ვაკუუმ აპარატის მიწოდება, რომელიც წარმოადგენდა 18%- ით დასაბეგრ ბრუნვას, დასარიცხი დღგ აღნიშნული ოპერაციიდან შეადგენს 3052 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

. 2024 წლის აპრილის თვეში შპს ,,--------ის“ (ს/ნ -------------) მიერ განხორციელებულია ადგილობრივი ჩასათვლელი ოპერაციები 10 758 ლარის ოდენობით. საწარმომ 2024 წლის აპრილის თვეში ი/მ ----ის (ს.ნ ------) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ავ--- №--- სწორად ჩაითვალა 10 678 ლარი. შემდგომ პერიოდში ზემოთ აღნიშნული ჩათვლის ანგარიშფაქტურა მომსახურეობის გამწევმა განაშთა 2024 წლის მაისის თვეში ანგარიშ-ფაქტურით ეა-- №----. საწარმომ 2024 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის ჩათვლებს არ გააკლო წინა საანგარიშო თვეში ავანსის ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი თანხა 10 678 ლარი. შესაბამისად, 2024 წლის მაისის თვის ჩასათვლელ თანხებს დააკლდა 10 678 ლარი. ასევე, საწარმომ 2025 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში შპს ,,-----ის“ (ს/ნ -----) მიერ გამოწერილი ავ-- №--- და ავ-- №---- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ჯამში 5 857 ლარი, სწორად განახორციელა დღგ-ის ჩაითვალა. შემდგომ პერიოდში ზემოთ აღნიშნული ჩათვლის ანგარიშ-ფაქტურები მომსახურეობის გამწევმა განაშთა 2025 წლის მარტის თვეში ანგარიშ-ფაქტურით ეა-- №---ით. შესაბამისად, 2025 წლის მარტის თვის ჩასათვლელ თანხას დააკლდა 5 857 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა),რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,--------ის“ (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი შეცდომა/არცოდნაზე მითითებით ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №17288 და №17339 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის აპრილის, 2024 წლის აპრილის, მაისის და 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №23596 ბრძანება და №002-153 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 65 142 ლარი, მათ შორის გადასახადი 37 451 ლარი, ჯარიმა 18 725 ლარი და საურავი 8 961 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ საწარმოს 2024 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციით არ აქვს დაბეგრილი კომპანიაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიწოდებული მომსახურება, 117 000 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით). საწარმოს ზემოთ აღნიშნულ თვეებში დეკლარირებული აქვს დასაბეგრი ბრუნა 0 ლარი. დღგ-ში დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა ჯამურად 99 153 ლარი. ასევე, კომპანიამ 2023 წლის აპრილის თვეში დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგრა ვაკუუმ აპარატის მიწოდება, რომელიც წარმოადგენდა 18%- ით დასაბეგრ ბრუნვას, დასარიცხი დღგ აღნიშნული ოპერაციიდან შეადგენს 3052 ლარს.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, 2024 წლის აპრილის თვეში მომჩივანის მიერ განხორციელებულია ადგილობრივი ჩასათვლელი ოპერაციები 10 758 ლარის ოდენობით. საწარმომ 2024 წლის აპრილის თვეში ი/მ-ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სწორად ჩაითვალა 10 678 ლარი. შემდგომ პერიოდში ზემოთ აღნიშნული ჩათვლის ანგარიშფაქტურა მომსახურეობის გამწევმა განაშთა 2024 წლის მაისის თვეში ანგარიშ-ფაქტურით. საწარმომ 2024 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის ჩათვლებს არ გააკლო წინა საანგარიშო თვეში ავანსის ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი თანხა 10 678 ლარი. შესაბამისად, 2024 წლის მაისის თვის ჩასათვლელ თანხებს დააკლდა 10 678 ლარი. ასევე, საწარმომ 2025 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში მომსახურე კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ჯამში 5 857 ლარი, სწორად განახორციელა დღგ-ის ჩაითვალა. შემდგომ პერიოდში ზემოთ აღნიშნული ჩათვლის ანგარიშ-ფაქტურები მომსახურეობის გამწევმა განაშთა 2025 წლის მარტის თვეში ანგარიშ-ფაქტურით . შესაბამისად, 2025 წლის მარტის თვის ჩასათვლელ თანხას დააკლდა 5 857 ლარი.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);