ბრძანება N 18276
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18276
07 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 22 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს ---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 22 ივლისის №90891/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №006-324 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან ქონების გატანის ოპერაცია მოგების განაწილებად განხილვის მიზნებისთვის შეფასდა არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული საფუძვლით მოგების და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, ხოლო დღგ-ის მიზნებისთვის დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის თანხა ექვემდებარება კორექტირებას.
გადამხდელი მიუთითებს, რომ ვინაიდან დასაბეგრი ოპერაცია გაუქმებულია, აღდგენილია ოპერაციამდე არსებული მდგომარეობა და უძრავ ქონებაზე კომპანიის საკუთრების უფლება, გარდა ამისა, არანაირი ფორმით არ მომხდარა ანაზღაურების თანხის გაცემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით/მოთხოვნით დღგ-ის თანხის კორექტირებასთან დაკავშირებით, ასევე წარდგენილ იქნა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების №III-241 დანართით დადგენილი ფორმის დეკლარაცია, „უძრავი ნივთის მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების თაობაზე, რომელზეც დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად“ და შესაბამისი დამადასტურებელ დოკუმენტაცია, რადგან ტექნიკურად ვერ მოხერხდა აღნიშნული დეკლარაციის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან წარდგენა, თუმცა დღეის მდგომარეობით რეაგირება არ მომხდარა.
გადამხდელი ითხოვს დავალებულ იქნას აუდიტის დეპარტამენტისთვის დააკორექტიროს/შეამციროს აღნიშნული გადასახადის თანხა სრულად - 82 067 ლარის ოდენობით და, შესაბამისად, დარიცხული ჯარიმა/საურავი, ამასთან, ვინაიდან კომპანია სავალდებული წესით რეგისტრირებულ იქნა დღგ-ის გადამხდელად, თუმცა დადგენილია, რომ ოპერაცია გაუქმებულია (აღდგენილია პირვანდელი მდგომარეობა) და მას არანაირი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზანი არ ჰქონია, ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13369 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---- ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან ქონების გატანის ოპერაციის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით მოგების და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13369 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 14 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 191 187 ლარი, მათ შორის, გადასახადი 127 458 ლარი, ჯარიმა 63 729 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ივნისის №006-324 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა შემოწმებით დარიცხული მოგების/საშემოსავლო გადასახადები, შესაბამის სანქციასთან ერთად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული მოგება/საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი სანქცია. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც პირველად წარმოდგენილი საჩივრით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს დააკორექტირდეს დღგ-ის თანხა სრულად და, შესაბამისად, დარიცხული ჯარიმა/საურავი. ამასთან, ვინაიდან კომპანია სავალდებული წესით რეგისტრირებულ იქნა დღგ-ის გადამხდელად, თუმცა დადგენილია, რომ ოპერაცია გაუქმებულია (აღდგენილია პირვანდელი მდგომარეობა) და მას არანაირი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზანი არ ჰქონია, ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13369 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან ქონების გატანის ოპერაციის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით მოგების და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ივნისის №006-324 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.