N 108 - 02/03/2022 - „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 02.03.2022
№ დოკუმენტი 108
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №108

2022 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/01/2020, 300160070.10.003.021755) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის VII და VIII დანართებით გათვალისწინებული პროდუქტის (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (შემდგომში – ერთობლივი ბრძანება).“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლით გათვალისწინებული „სათამაშოების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

ა) ფიზიკური პირის მიერ:

ა.ა) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის იმ სათამაშოების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ა.ბ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში, 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის იმ სათამაშოების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ა.გ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) იმ სათამაშოების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ა.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ 5 000 ლარამდე ღირებულების იმ სათამაშოების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ბ) სათამაშოების იმპორტისას, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში);

გ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტისას.“.

 

2. დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:

ა) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმპორტიორი ვალდებულია, სათამაშოს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.“;

ბ) VII და VIII დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690877233744 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }№

კატეგორიები

საქონლის დასახელება

სასაქონლო კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ-ის) მიხედვით

 

1.

სათამაშოები ფიზიკური აქტივობებისთვის

საქანელა (არასაჯარო სივრცეში გამოსაყენებელი)

9506 99 900 00

 

სასრიალო (არასაჯარო სივრცეში გამოსაყენებელი)

9506 99 900 00

 

საძრომიალო ჩარჩოები (არასაჯარო სივრცეში გამოსაყენებელი)

9506 99 900 00

 

სავარჯიშო ნაკრები თოკებით, რგოლებით, კიბეებით და ა.შ (არასაჯარო სივრცეში გამოსაყენებელი)

9506 99 900 00

 

გასაბერი საცურაო აუზები (რომელთა წყლის სიღრმე 400 მმ-ზე ნაკლებია)

9506 99 900 00

 

სათამაშო მაგნიტები

9503 00 990 00

 

გასაბერი საცურაო აუზები (რომელთა წყლის სიღრმე 400 მმ-ზე მეტია, თუმცა რომლებიც შეიცავენ სათამაშო ელემენტებს (მაგალითად ბურთის ჩასაგდები კალათა, ბადე და სხვა) (გარდა საჯარო სივრცეებში საინსტალაციო მოწყობილობებისა)

9506 99 900 00

 

გასაბერი სათამაშოები მათ შორის ცხოველის ფორმის

9503 00 490 00

 

ქვიშაზე სათამაშო ხელსაწყოები

9503 00 950 00 პლასტმასის

 

9503 00 990 00 დანარჩენი მასალის

 

ნაკრები – 9503 00 700 00

 

პლასტმასის – 9503 00 750 00

 

დანარჩენი მასალისგან – 9503 00 790 00

 

9503 00 990 00

 

გასაბერი სათამაშო ცხოველები, რომელიც არ არის განკუთვნილი ბავშვის წონის დასაჭერად

9503 00 490 00

 

სათამაშო ნავები

პლასტმასის – 9503 00 750 00

 

დანარჩენი მასალისგან – 9503 00 790 00

 

საპნის ბუშტების გამოსაშვები სათამაშო

პლასტმასის – 9503 00 95000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

სათამაშო ტრიციკლები

9503 00 100 00

 

ბავშვის წონის სატარებლად განკუთნილი სამართავი სათამაშო მანქანები

პლასტმასის – 9503 00 750 00

 

დანარჩენი მასალისგან – 9503 00 790 00

 

9503 00 100 00

 

დიდი საქანელა ცხენები

9503 00 490 00

 

ბავშვის სატარებელი საგორავებელი სათამაშო

9503 00 100 00

 

შიგნით შესასვლელი სათამაშო სახლები და გვირაბები

9503 00 990 00

 

9503 00 950 00

 

9503 00 700 00

 

სათამაშოების სკივრი

9503 00 950 00

 

9503 00 990 00

 

სპინერი

9503 00 950 00

 

9503 00 990 00

 

სამთვლიანი ველოსიპედი და თვითგორია

9503 00 100 00 სამთვლიანი ველოსიპედი და თვითგორია

 

სკუტერები, რომლებიც სპორტული აქტივობებისა ან/და გზებზე გადაადგილებისთვის არ არის დაპროექტებული

9503 00 100 00

 

2.

სათამაშოები შემოქმედებითი აქტივობებისთვის

მყარი ფიგურის მარკები/ბეჭდები

9503 00 990 00

 

საბავშვო სამკაულების დასამზადებელი ნაკრებები

პლასტმასის – 9503 00 95000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

9503 00 990 00

 

9503 00 700 00

 

მოდელირების ნაკრებები

პლასტმასის – 9503 00 350 00

 

დანარჩენი მასალისგან – 9503 00 390 00

 

სათამაშო მუსიკალური ინსტრუმენტები

9503 00 550 00

 

3.

სათამაშოები ინტელექტუალური და საგანმანათლებლო აქტივობებისთვის

ასაწყობი სათამაშოები

9503 00 350 00

 

9503 00 390 00

 

შემეცნებითი და საექსპერიმენტო სათამაშოების ნაკრებები

9503 00 700 00

 

საქსოვი/საკერავი კომპლექტები

9503 00 700 00

 

ფუნქციონალური სათამაშო (რეალური პროდუქტის ფუნქციის მქონე სათამაშო მოდელები)

პლასტმასის – 9503 00 750 00

 

დანარჩენი მასალისგან – 9503 00 790 00

 

სათამაშო წიგნები:

- ნაჭრის ხმოვანი წიგნი მარტივი სურათებით/ნახატებით;

- პლასტიკური მასალის წიგნი მარტივი სურათებით;

- წიგნი ხელშესახები (სენსორული) ელემენტებით;

- ხმოვანი წიგნი, მარტივი სურათებით/ნახატებით, რომელიც შეხების შედეგად რეაგირებს (შეხება და მოსმენა)

9503 00 870 00

 

9503 00 990 00

 

4.

 

სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოები

რბილი სათამაშოები

9503 00 41 000

 

9802 00 000 00 – მეორადი

 

ბავშვის საწოლის თავზე დასაკიდებელი სათამაშოები

პლასტმასის – 9503 00 95000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

სიარულში დამხმარე სათამაშოები სასწავლებელი თამაშებით ან მათ გარეშე

პლასტმასის – 9503 00 95000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

სათამაშო გემები, მანქანები, არ არის რეალურის მსგავსი, მუსიკალური ეფექტით ან მის გარეშე

პლასტმასის – 9503 00 95000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

ცხოველის ფიგურის მქონე სათამაშოები ბორბლებზე

9503 00 490 00

 

საგორავებელი სათამაშოები

პლასტმასის – 9503 00 95000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

სათამაშო ფეხსაცმელები თასმების შესაკრის სასწავლად

პლასტმასის – 9503 00 95000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

საჩხაკუნო სათამაშოები

9503 00 950 00 პლასტმასი

 

9503 00 990 00 სხვა

 

სააბაზანო სათამაშოები

9503 00 950 00 პლასტმასი

 

9503 00 990 00 სხვა

 

კუმშვადი, ხელში მოსაჭერი / მოსასრესი სათამაშოები

9503 00 950 00 პლასტმასი

 

9503 00 990 00 სხვა

 

ბავშვის აქტიურობისთვის სათამაშო

9503 00 950 00 პლასტმასი

 

9503 00 990 00 სხვა

 

ბავშვის გასავარჯიშებელი სათამაშო

9503 00 950 00 პლასტმასი

 

9503 00 990 00 სხვა

 

მარტივი ამოხტომადი სათამაშო (მაგ. ყუთიდან რომ ხტება კლოუნი)

9503 00 950 00 პლასტმასი

 

9503 00 990 00 სხვა

 

5.

სათამაშო თოჯინები

სათამაშო თოჯინები

9503 00 210 00

 

თითზე ჩამოსაცმელი სათამაშოები

9503 00 490 00

 

6.

სათამაშო მანქანები

მექანიკური სათამაშო მანქანები (ავტომობილები, მატარებლები, საომარი მანქანები და ა.შ)

ნაკრებები – 9503 00 700 00

 

9503 00 300 00

 

პლასტმასის – 9503 00 95000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

მინი მოდელები სხმული მეტალისგან – 9503 00 850 00

 

9503 00 300 00

 

9503 00 700 00

 

პლასტმასის – 9503 00 35000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 390 00

 

ელექტრულ წყაროზე(მათ შორის ელემენტზე) მომუშავე სათამაშო მანქანები (ავტომობილები, მატარებლები, საომარი მანქანები და ა.შ)

9503 00 300 00

 

9503 00 700 00

 

ჩადგმული ძრავით პლასტმასის – 9503 00 750 00

 

ჩადგმული ძრავით დანარჩენი მასალისგან – 9503 00 790 00

 

7.

 

საფრენი და სასროლი სათამაშოები თავისივე სატყორცნი მოწყობილობით

მფრინავი სათამაშოები (ვერტმფრენის მსგავსი გამოსატყორცნები, დისტანციურად მართვადი სათამაშო დრონები)

პლასტმასის – 9503 00 95000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00,დისტანციურად მართვადი: პლასტმასის – 9503 00 750 00,დანარჩენი მასალისგან – 9503 00 790 00

 

სასროლი/სატყორცნი სათამაშოები

9503 00 810 00

 

9503 00 990 00

 

პლასტმასის – 9503 00 95000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

8.

სათამაშოები როლური თამაშებისთვის

მარტივი ფორმის სათამაშო კომპლექტები/ნაკრებები მცირე რაოდენობის ნაწილებით (მაგ. აეროდრომები, ფერმები, ავტოფარეხები)

9503 00 700 00

 

თოჯინების სათამაშო სახლები

პლასტმასის – 9503 00 95000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

9503 00 290 00

 

9503 00 700 00

 

მოქმედებითი/სათავგადასავლო სათამაშო ნაკრებები (საბრძოლო თემატიკით)

9503 00 700 00

 

სათამაშო ტელეფონები

პლასტმასის – 9503 00 95000

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

დეტალურად აღჭურვილი სათამაშო ჭურჭელი, სამზარეულოს ნაკრებები და სარეცხი მანქანები

9503 00 700 00

 

სათამაშო თოჯინების არა დასაკეცი ეტლი

9503 00 290 00

 

თოჯინის ტანსაცმელი ბევრი დეტალით

9503 00 290 00

 

სათამაშო ფული და მისი შესანახი სათავსები

9503 00 990 00

 

სათამაშო ეტლი, საყიდლებისთვის განკუთვნილი კალათა

თოჯინის – 9503 00 290 00

 

დანარჩენი: პლასტმასის – 9503 00 950 00

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

ჩაფხუტების იმიტაცია

9503 00 950 00

 

9.

 

აუდიო/ვიზუალური აღჭურვილობები და მიზნობრივად დაპროექტებული კომპიუტერული სათამაშოები

მუსიკალური ყუთი

9503 00 550 00

 

სათამაშო პერსონალური კომპიუტერები

9503 00 990 00

 

ჯოისტიკების სათამაშო ვერსია

9503 00 990 00

 

სათამაშო საჭეები

9503 00 990 00

 

მარტივი ელექტრონული/კომპიუტერული ან სხვა სახის სასწავლო სათამაშოები

პლასტმასის – 9503 00 750 00

 

დანარჩენი მასალისგან – 9503 00 790 00

 

ხელით სათამაშო კომპიუტერული თამაშები (ჯოისტიკებიანი)

9503 00 870 00

 

სათამაშო კასეტების ჩამწერი (CD რეკორდერები და მინიდისკები)

9503 00 990 00

 

ლაზერის შემცველი სათამაშოები

პლასტმასის – 9503 00 750 00

 

დანარჩენი მასალისგან – 9503 00 790 00

 

10.

ორმაგი დანიშნულების მქონე სათამაშოები

სათამაშო რბილი ზურგჩანთები

ზურგჩანთა თოჯინის – 9503 00 290 00

 

დანარჩენი პლასტმასის – 9503 00 950 00

 

დანარჩენი მასალის – 9503 00 990 00

 

11.

სხვა

კრემის სატყორცნი სათამაშო (pie face)

9503 00 950 00 პლასტმასი/9503 00 990 00 სხვა

 

ტყლარწი

9503 00 990 00

 

დანართი VIII

სათამაშოების ნუსხა №2

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690877268115 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }№

კატეგორიები

დასახელება

 

1

სათამაშოები შემოქმედებითი

აქტივობებისთვის

საბავშვო სახატავი ცარცი

 

საბავშვო სახატავი ცვილის პასტელები

 

საბავშვო სახატავი ქრეიონები

 

საბავშვო თითის საღებავები

 

სათამაშო დრეკადი კალმები, ფლომასტერები, ფერადი ნაკრებები

 

საბავშვო სათამაშო ფერადი ფანქრები

 

წყლის ბაზაზე დაფუძნებული საბავშვო სახატავი საღებავები

 

მისაკრობი საბავშვო სტიკერები

 

ჰაერზე შრობადი სათამაშო საძერწი მატერიები

 

ღუმელში შრობადი სათამაშო საძერწი მატერიები

 

სათამაშო საძერწი გელი

 

საბავშვო საძერწი პლასტელინი

 

სათამაშო ლატექსის ბუშტები

 

საბავშვო სათამაშო კოსმეტიკა

 

კანზე დასაკრობი საბავშვო სტიკერები (ტატუები);

 

2

სათამაშოები

ინტელექტუალური და

საგანმანათლებლო

აქტივობებისთვის

ასაწყობი თავსატეხები (ფაზლები) რომლებიც შედგება არაუმეტეს 500 ნაწილისგან

 

კოსმეტიკური პროდუქტის დასამზადებელი შემეცნებითი სათამაშო ნაკრები

 

საბავშვო სამაგიდო თამაშები

 

გემოს განმავითარებელი სათამაშოები (დაგემოვნებითი სათამაშო)

 

ყნოსვის განმავითარებელი სათამაშოები (ყნოსვითი სამაგიდო სათამაშოები)

 

სათამაშო წიგნები (გარდა ტექნიკური რეგლამენტის VII დანართში მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, სეს ესნ-ის სასაქონლო კოდებით კლასიფიცირებული საქონლისა)

 

3

სათამაშოები როლური

თამაშებისთვის

საბავშვო სათამაშო ნიღბები

 

სათამაშოდ და პერსონაჟების იმიტაციისთვის განკუთვნილი კოსტუმები/ შესანიღბი აქსესუარები მაგ: სათამაშო ხმალი, იარაღი, სუპერ გმირის კოსტუმი

 

4

სათამაშოები ფიზიკური

აქტივობებისთვის

სპორტისა და სპორტული ინვენტარის სათამაშო ვერსიები - კალათბურთის,ფეხბურთის, ბურთი, ბადმინტონის ნაკრები, ჰოკეის ჯოხები, ფრანები, სასროლი დისკები, კრივის ხელთათმანები, ტრამპლინები, ფრისბი, სახტუნაო თოკი

 

საბავშვო ციგები რომლებსაც მოჰყვება თოკი ციგის გასატარებლად

 

ველოსიპედები (435 მმ-ზე უფრო დაბალი დასაჯდომით)

 

გორგოლაჭები (20-კგ-მდე წონისთვის)

 

სკეიტბორდი (20 კგ-მდე წონისთვის)

 

სახტუნაო ჯოხი

 

რბილი და რეზინის ბურთები

 

5

ორმაგი დანიშნულების მქონე

სათამაშოები

გასაღების ბრელოკები, რომელსაც სათამაშოები მოჰყვება

 

სათამაშოს ფორმის სათლელი

 

სათამაშოს ფორმის საშლელი

 

სათამაშოს ფორმის კალამი ან კალამი რომელსაც სათამაშო აქვს თავზე მიმაგრებული

 

6

სამ წლამდე ასაკის

ბავშვებისთვის განკუთვნილი

სათამაშოები

ბავშვის აქტივობის სათამაშო ცენტრი (სათამაშოები, რომლებიც აერთიანებენ სხვადასხვა სათამაშოების ელემენტებს)

 

კბილებისთვის და ღრძილებისთვის განკუთვნილი სათამაშოები

 

7

სათამაშო თოჯინები

საბავშვო სათამაშო რობოტები

 

8

მეორეული სათამაშოები

მეორეული სათამაშოები (გარდა ტექნიკური რეგლამენტის VII დანართში მითითებული სეს ესნ-ის სასაქონლო კოდებით კლასიფიცირებული საქონლისა)

 

9

სხვა

ქინდერის ტიპის სათამაშო.

 

ფოფითი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე