N 3160-რს - 20/07/2018 - „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 20.07.2018
№ დოკუმენტი 3160-რს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) მე-11 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-6 პუნქტები:

„4. სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც უწევს სხვა მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი გადაადგილება, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს სამსახური, რომელიც ამ მიზნით საცხოვრებელ ბინას ქირაობს.

5. სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

6. სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,20 ივლისი 2018 წ.

N3160-რს

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე